planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashiashvili5-150x150.jpgქვეყნის საგარეო ვალმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ, “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საგარეო ვალი “ნაცების” მოსვლის შემდგომ ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარით იზრდება. “არავინ საუბრობს რა მდგომარეობაა საქართველოში უმნიშვნელოვანესი პოზიციების მიხედვით. ბრიტანულ ჟურნალ “ეკონომისტის” მიხედვით საქართველო დემოკრატიის ინდექსის მიხედვით 167 ქვეყანაში 103-ე ადგილზეა. ეს მონაცემები წინა წლებთან შედარებით გაუარესდა, ხოლო ეკონომიკის კუთხით, 100 ფაქტორზე დაყრდნობით მონაცემები ასეთია: მაკროეკონომიკური გარემოს მხრივ საქართველო 139 ქვეყნიდან 103 ადგილზეა, საკუთრების დაცვის მხრივ 139-იდან 116-ზე, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმოებით 135-ე ადგილზე, ხოლო ბაზარზე კონკურენციის მხრივ 124-ადგილზე” – განაცხადა შაშიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკურ წარმატებებზე საუბრობს მაშინ, როცა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებები შემაძრწუნებელია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts