planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/uniInc.jpeg2011 წლის 15 მარტიდან სოციალური ქსელი Facebook, შესაძლოა, დაიხუროს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტში ერთ-ერთი ბლოგერი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობა სოციალური ქსელის შესაძლო დახურვის შესახებ თავად Facebook-შიც გავრცელდა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“Facebook კონტროლს არ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვამ ჩემი ცხოვრება დაანგრია, ამ უგუნურებას ბოლო უნდა მოვუღო”, _ ბლოგერის ინფორმაციით, ეს განცხადება მარკ ცუკერბერგმა პალო-პალტოს ოფისთან გააკეთა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ცუკერბერგის თქმით, 15 მარტიდან სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ საკუთარი ანგარიშის მართვა. მისივე განმარტებით, ქსელის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მე არ ვფიქრობ, რომ ეს გრანდიოზული ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ეს უკეთესიც კი იქნება, Facebook-ის დახურვის შემდეგ ხალხი იძულებული იქნება გარეთ გამოვიდეს და მეგობრები რეალურად შეიძინონ, ეს კი ყოველთვის კარგია”, _ თქვა ცუკერბერგმა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“15 მარტიდან მთელი ვებგვერდი იხურება”, _ ეს განცხადება Facebook-ის ტექნიკურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტმა ავრეტ ჰუმარტიმ გააკეთა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“თუ გსურთ, ოდესმე მაინც ნახოთ თქვენი ფოტოები, გირჩევთ ისინი ინტერნეტიდან გადმოწეროთ და შეინახოთ”, _ დაამატრა ჰუმარტიმ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ბლოგერის ინფორმაციით, ცუკერბერგი მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, მომხმარებელთა და ფინანსიტების უკმაყოფილების მიუხედავად, არ აპირებს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მე ფულზე არ ვზრუნავ. უბრალოდ ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდა”, _ განაცხადა ცუკერბერგმა. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts