Jump to content
Planeta.Ge

პოლიციის ახალი კლიპი ბავშვებითSlo – Geo 1:2


Recommended Posts

 

 

რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა

 

ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება?

 

მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,// http://zvigena.files.wordpress.com/2010/11/slo-geo.jpg?w=197&h=327 საათზე მეტი დრო იყო მილეული – ჩვენი ნაკრები შეხვედრას ერთი ბურთით აგებდა  და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ფრის მიღწევაც ძნელად სავარაუდო იყო.

სლოვენია დომინირებდა და საგოლე მომენტებსაც მრავლად ქმნიდა – დაცვის საკმაოდ არასაიმედო თამაშის საპირისპიროდ ლორია ყოჩაღობდა და რამოდენიმე რთული ბურთიც მოიგერია. ხოლო ტაიმის მიწურულს საერთოდ თერტმეტმეტრიანი ნიშნულიდან არ გაატანინა მეტოქეს, როდესაც კარგ ნახტომში ძნელად ასაღები ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგაც ჩვენებს მინდვრის შუაგულში ბურთზე კონტროლის დაწესება უჭირდათ. მეტოქე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა და იგრძნობოდა ადრე თუ გვიან გოლს მივიღებდით.

დაიწყო მეორე ტაიმი და სლოვენიელთა მორიგ კუთხურს მოყვა კიდეც გოლი – კალაძემ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა, ვისი დარტყმაც ლორიასთვისაც მიუწვდომელი აღმოჩნდა. ცოტახანში უკვე ძელმა გვიხსნა მეორე ბურთის გაშვებისგან . სიტუაცია უიმედო მოჩანდა.

 

გოლის გაშვებამდე ქეცბაიამ ინერტულად მოთამაშე ხოჯავა და მოდებაძე გურული–ვაწაძის დუეტით ჩაანაცვლა. შემდეგი მოვლენების გმირებიც სწორედ ეს ორი ფეხბურთელი გახდა – ჯერ აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში მეტოქის მცველი შეცდა, საკუთარ საჯარიმოში არასწორად უპასა თავისიანს, რითაც გურულმა ისარგებლა და საჯარიმოში საკმაოდ მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ძელის გავლით გადაგზავნა ბურთი სლოვენიელთა კარში – 1:1, გურულმა დებიუტი ნაკრებში ასე გოლით აღნიშნა.

არ გასულა წუთიც და შემდეგ უკვე ვაწაძემ ითამაშა კარგად – მშვენიერი პასით ანანიძე ერთი ერთზე შეატოვა მეტოქის მეკარეს. ჯანომაც, როგორც კარგ ფეხბურთელს შეეფერება, მსუბუქი შეხებით ბურთი გაისწორა და ზუსტი, გამოზომილი დარტყმით მეტოქის მეკარე უშანსოდ დატოვა.

ანგარიშში დავწინაურდით, მეტოქეც ანერვიულდა, ბევრი ვეღარაფერი შექმნა წინ და ეს შეხვედრა ასე მოგებამდე მივიყვანეთ.

რა შეიძლება ითქვას – ჩვენი ნაკრები ფაქტიურად მეორე შემადგენლობით თამაშობდა, შეცდომები იყო და თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. მაგრამ ფეხბურთში სწორედ რომ შედეგი ფასობს და მძიმე თამაშით, მაგრამ მაინც გუნდი იგებს, ხასიათს ავლენს. თუნდაც ანგარიშში დაწინაურებულ მეტოქეს ადრიანად არ ნებდება და აგერ შედეგიც – პატარა საქმე არაა, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდს საკუთარ კედლებში წაგება აგემო, მითუმეტეს მეორე შემადგენლობით.

აღსანიშნავია ლორიას კარგი თამაში, ვინც რამოდენიმეკარგი სეივი გააკეთა, აღარაფერს ვამბობ თერტმეტმეტრიანის მოგერიებაზე. მის თამაშში აშკარა პროგრესია.

დაცვის ცენტრში ნორმალური დებიუტი ჰქონდა  აკაკი ხუბუტიას. შეილება ამ ფეხბურთელის მომავალშიც გამოყენება. გურამ კაშიამ პირველად ითამაშა ჩვენთვის პრობლემურ დაცვის მარჯვენა ფლანგზე – ჩემი აზრით მომავალში ლობჟანიძეს ნაცვლად, ისევ გურამზე ღირს აქცენტის გაკეთება.

ასევე დებიუტი ჰქონდა გოჩა ხოჯავასაც, მაგრამ დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. ასეთი თამაშით მისი ადგილი ნაკრებში ნამდვილად არაა – პასებს აგვიანებდა, ნელი იყო, დაცვას ინერტულად ეხმარებოდა. კარგად ვერ წარმოაჩინა თავი ნიკა გელაშვილმაც, რომელიც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გაისარჯა. მის ნაცვლად შემოსული, ასევე დებიუტანტი, თვრამეტი წლის ოქრიაშვილი ბევრად ცოცხლად და საინტერესოდ გამოიყურებოდა.

უნდა ავღნიშნოთ გურულის შემოსვლა – რომელიც ხოჯავაზე ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა, გამათანაბრებელი გოლიც შეაგდო და სხვა ეპიზოდებში ტექნიკურ, ჭკვიანურ ფეხბურთს აჩვენებდა. ამ კაცის სახით ნაკრებისთვის  ერთ–ერთი კარგი და საინტერესო კადრი გამოიცადა – ამის შემდეგ სავარაუდოდ მას მომავალშიც ვიხილავთ ჩვენი ნაკრების ფორმით მოთამაშეს და იმედია სარგებელსაც მოგვიტანს.

ჯანო კი ისევ ცალკე აღნიშვნის ღირსია – ბიჭი საკმაოდ კარგად გაისარჯა, გამარჯვების გოლიც შეაგდო და ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

მოკლედ წელი დაუმარცხებლად ჩავამთავრეთ, რაც პირველად ხდება ჩვენი ისტორიის მანძილზე და აწი მომავალ წელსაც ბევრად იმედიანად დაველოდებით.

მადლობა ბიჭებს.

 

 

http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/399/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=399&subd=zvigena&ref=&feed=1

 

სრულად ზვიგენას ბლოგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...