planetanews Posted January 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 მოიგებენ – ჩხუბობენ, წააგებენ – ჩხუბობენ, გაერთიანდებიან – ჩხუბობენ, დაიშლებიან – ჩხუბობენ, მარჯვნივ წავლენ – ჩხუბობენ, მარცხნივ წავლენ – ჩხუბობენ... მოკლედ, ქართული ოპოზიცია ასეთია. თუმცა, ჯერ არასოდეს მოუგიათ, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც აუცილებლად დაკაწრავენ ერთმანეთს. ეს ხომ უკვე ჩვევად ექცათ. გაზიარება[ptpress.ge. 21:31 08-101-2011]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TSiC9fLQfkI/AAAAAAAAEU0/nXYQzNSJ2fY/s200/93_niggggggggno_gia.jpgისე, მათი მუდმივად გაბრაზებული გადაძახილ-გადმოძახილები ერთ ანეკდოტს მახსენებს. გემახსოვრებათ: ჯოჯოხეთის დიდ ქვაბებში სულები იტანჯებიან. თითოეულ ქვაბთან ეშმაკი დგას და ყველას, ვინც ამოძრომას დააპირებს, სამკაპა ჯოხით, ისევ იმ ცეცხლმოკიდებულ ქვაბში აბრუნებს. მხოლოდ ერთი ქვაბია უპატრონოდ, მას ეშმაკები არ დარაჯობენ. ერთი ეკითხება ეშმაკს: კი მაგრამ, იმ ქვაბს რატომ არ იცავთო. ისიც პასუხობს: ა, იქ ხომ ქართველები არიან და ერთმანეთს თავად უშლიან ხელს ამოსვლაშიო... შეიძლება ამითაც დაგვემთავრებინა, ამ ანეკდოტით ხომ, ფაქტობრივად, ყველაფერია ნათქვამი, თუმცა, მაინც გადავავლოთ თვალი გასულ კვირას.ქართული "ვიკილიკსი"როგორც ჩანს, ქართული „ვიკილიკსის“ როლი საქართველოში ნინო ბურჯანაძემ იკისრა. ჯერ გამოაცხადა: მე ბევრი რამ ვიცი და არ ამალაპარაკოთო, ახლა კი „გრეჩიხას“ დააცხრა. ჯერ ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა მასზე მინიშნება: „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული წერილი, თითქოს მე ხელისუფლებისგან მილიონები ავიღე კონკურენტი ოპოზიციონერის გაკეთებულიაო.იმ შეხვედრას კი, სადაც ლევანმა მილიონები მოითხოვა, ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ. დავითი – ვერა და ნინო კი შეიძლება ნამდვილად ჩაითვალოს „გრეჩიხას“, შესაბამისად კი, ირაკლი ოქრუაშვილის კონკურენტად. ამასთანავე, უსუფაშვილმა ამ თემაზე კომენტარები მეორე დღესვე გააკეთა, მოგვიანებით, „გრეჩიხასგან“ განსხვავებით, ბურჯანაძე პირდაპირ დაასახელა: ნინო ბურჯანაძე ხარ თუ ვიღაც პეტრე, თუ რამე გაქვს, გამოაქვეყნე, ასეთი პროვოკაციები არ მესმის და არ ვამართლებო – დაახლოებით ასეთი იყო მისი პათოსი. ნინო ბურჯანაძე კი ჟურნალისტებს დაემალა და არავითარი კომენტარი არ გააკეთა. მხოლოდ „მესიჯი“ გაავრცელა: კიდევ გავშიფრავ რაღაცებს, არავის ეგონოს, ამით ამოიწურა სკანდალიო. მოკლედ, რაღა „ვიკილიკსი“ და რაღა ნინო ბურჯანაძე. მართლაც, რამდენი ხანია, ქართველი ასანჟი იმუქრება, მე რაღაც საიდუმლო ინფორმაციები მაქვს და ვიტყვიო და აქამდე არ თქვა. რატომ? რა მოხდა ისეთი, რომ ბურჯანაძეს გაჩეჩილაძის გაფუჭება დასჭირდა?როგორც ჩანს, ბურჯანაძის პოზიციები მოსკოვში შესუსტდა. პუტინი, განსაკუთრებით ამ ბოლო საშემოდგომო მარცხის შემდეგ, მას სერიოზულად აღარ განიხილავს. ირაკლი ოქრუაშვილი კი პოზიციებს იმყარებს. სანამ გაზაფხული დადგება, არ არის გამორიცხული, მოსკოვს მისი იმედი უფრო ჰქონდეს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბურჯანაძემ მაინცდამაინც ახლა ეთქვა, ვინ იყო ლევან გაჩეჩილაძე.შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სანამ ბურჯანაძე გამოაცხადებდა: ამ შემოდგომას სააკაშვილს ნამდვილად გადავაყენებო, პარლამენტის წინ კი 10 ათასამდე ადამიანიც არ მივიდა, ირაკლი ოქრუაშვილი დაესხა ნინოს თავს. როგორც ჩანს, ისინი პუტინის კარზე ერთმანეთს ფეხს უდებენ.წესით, ნინო ძალიან უნდა იყოს გაბრაზებული. თავის დროზე სწორედ ნინოს ქმარმა, ბადრი ბიწაძემ, გაიყვანა ირაკლი რუსულ არხებზე და ოქროს ფასად „გაყიდა“. ახლა ოქრუაშვილმა ხურდა დაუბრუნა. და ეს ნინო ბურჯანაძის ბიოგრაფიაში პირველი შემთხვევა არ არის, თავის დროზე მას ირაკლი ალასანიაც გადაეღობა გზაზე და სერიოზული კონკურენცია გაუწია. ამაზე ბურჯანაძე გაბრაზებული იყო. ეს მაშინ მოხდა, როცა აპრილში კარვების აქციები იწყებოდა. ნინო დარწმუნებული გახლდათ, რომ ალასანია მასთან ერთად იქნებოდა. ამის რწმენას კი წარსული აძლევდა – თავის დროზე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ ბურჯანაძემ მოითხოვა ალასანიას მთავრობაში მობრუნება.ალასანიას შემდეგ ის უკვე ოქრუაშვილს ეხმარება და კრემლის კარს უხსნის. ახლა მას აღარც ოქრუაშვილი ინდობს.მოკლედ, ნინომ დროც კარგად შეარჩია. რამდენიმე ხანში ის, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, პუტინთან შეხვედრაზე გაემგზავრება. ასე რომ, აწყობს მას ოქრუაშვილის „სასტავის“ გაშავება. არ არის გამორიცხული, მორიგი სკანდალი ეროსი კიწმარიშვილზე ან თავად ირაკლი ოქრუაშვილზე აგორდეს.ასე რომ, იმ ქვაბში, სადაც პუტინის პოლიტიკური ფანები იხარშებიან, სამკაპაჯოხმომარჯვებულ ეშმაკებს მორიგეობა არ სჭირდებათ. ისინი ერთმანეთის ჩაძირვაზე თავადაც ჩინებულად ზრუნავენ. ეს უკვე ხასიათია. ოპოზიციის 2 უბედურება ქუჩის ოპოზიციას კიდევ ერთი განსაკუთრებული ჩვევა აქვს – სურს, დაგვარწმუნოს, თითქოს გუნდური თამაში შეუძლია. თანაც იმდენად დამაჯერებლები არიან, რომ ეჭვსაც ვერ შეიტან. უნდა იცნობდე, რომ მიხვდე, რამხელა ბლეფი დგას მათი რიტორიკის უკან.ეს ისედაც ვიცოდით, თუმცა, ლევან გაჩეჩილაძემ მხოლოდ ახლა აღიარა, რომ თავის დროზე, ნოემბრის მოვლენების დროს, ოპოზიციას მართლაც შესთავაზეს თანამდებობები დახურულ შეხვედრაზე. უფრო სწორად აქცენტი დავით უსუფაშვილზე გაკეთდა.დავით ზურაბიშვილის განმარტებით:– საუბარი იმაზე არ იყო, რომ სააკაშვილი რამეს დაგვპირდებოდა და მერე „გადაგვაგდებდა“ – ამ მოლაპარაკებებში სერიოზული გარანტიები იდებოდა, თუნდაც უცხოელებისა და პატრიარქის მხრიდან, რომ ის პირობას შეასრულებდა. ის თმობდა ძალაუფლების ნაწილს, ამბობდა, რასაც გინდათ ხელი დაადეთო, დაწყებული კულტურის მინისტრობიდან, დასრულებული განათლების მინისტრობით. ასევე, რეალური იყო საარჩევნო კანონის შეცვლა, ცესკო-ს თავმჯდომარედ ნორმალური კანდიდატის დანიშვნა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება. გაჩეჩილაძემ მაშინ დათანხმება ვერ გაბედა!“როგორც ჩანს, ოპოზიცია ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის მზად, აღიაროს სიმართლე. თქვას, რომ მათ მაშინ იმიტომ კი არ წააგეს, რომ ვიღაცამ ვერ გაბედა და სხვები ყველანი გაბედულები იყვნენ. მათ მაშინდელ მარცხს ორი მთავარი მიზეზი აქვს.პირველი: ოპოზიციას აქვს კომპლექსი. მათ ერთმანეთის ეშინიათ. ეშინიათ იმის, რომ, თუ ვინმე პროგრესის გზას დაადგება, სხვები ქვებს კი არა, ლოდებს აიღებენ მის ჩასაქოლად. მათ კი ამ ჩაქოლვის ეშინიათ. ხომ გახსოვთ, როგორი ეპითეტებით არ ამკობდნენ მათ, ვინც გაბედა და პარლამენტში შევიდა. ყველაზე მეტად მაშინ ქრისტიან-დემოკრატები დაზარალდნენ. გიორგი თარგამაძე ყველა ბრუნვაში აბრუნეს. თუმცა, ახლა თითოეული ხვდება, რომ პარლამენტის დატოვება შეცდომა იყო.მეორე: მათ არ შეუძლიათ გუნდური თამაში. ისინი ვერ აიტანდნენ უსუფაშვილის წარმატებას, ვერ გადაიტანდნენ, თუკი ვინმე ვერტიკალზე ავიდოდა. ეს ხომ ჩვევაა უკვე. მათ მხოლოდ ზემოდან ქვემოთ შეუძლიათ ყურებაც, ფიქრიც და აზროვნებაც.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts