Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) მომავალი ვარსკვლავები N1


Recommended Posts

http://www.gacetacartagonova.com/wp-content/uploads/2009/12/dallas-cup_liverpool_trophy.jpg“ლივერპულის” ძირითადი გუნდისგან განსხვავებით, ახალგაზრდები შესანიშნავად არიან გაწვრთნილები რადოლფო ბორელის მიერ. გაგაცნობთ საუკეთესოებზე მცირე ინფორმაციას.

 

http://www.kopsource.com/wp-content/postimages/514-suso-liverpool-madrid.jpg

 

სუსო: ესპანელი მაესტრო ჯონ მაკმაჰონის გუნდის რეგულარული წევრია, მაგრამ მას უფლება აქვს ითამაშოს ახალგაზრდულ ფა თასზე. მან უკვე ითამაშა სახელოვან ენფილდზე კარაგერის თანხლებით ევერტონის წინააღმდეგ. ხესუს ფერნანდესი იგივე სუსო(სურს, რომ ხალხი ამ სახელით იცნობდეს) მატჩიდან მატჩამდე უმატებს და ავლენს თავის ტალანტს ასე, რომ მას დიდი მომავალი ელოდება.

 

 

ჯეკ რობინსონი: ლივერპულის ყველა დროის ყვე;ლაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დებიუტი 16 წლის ასაკში ჰალ სიტისთან ჰქონდა, გასული სეზონის ბოლო მატჩში. მარცხენა ფეხით გამორჩეული უკანახაზელი წლეულს ის ფეხბურთელია, რომელზეც არჩევანის შეჩერება შეიძლება.

 

 

ჯონ ფლანაგანი: მარჯვენა უკანახაზელი, რომელსაც შესანიშნავად შეუძლია თამაშის მიმდინარეობის წაკითხვა, ის გამოირჩევა ენერგიულობით და მისი ხილვა ალბათ ნებისმიერ გუნდს მოუნდებოდა თავის რიგებში. მან თავისი პირველი თამაში ენფილდზე ჩაატარა კარაგერის მიერ გამართულ მატჩში.

 

 

მაიკლ რობერთსი: ტიპიური ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც ტრანმერ როვერსთან მატჩში მოწინააღმდეგეს შესანიშნავი გაკვეთილი ჩაუტარა, ის ჩინებული ფეხბურთელია. მან თავისი პირველი მატჩი რეზერვების რიგებში მიმდინარე სეზონში ჩაატარა ნიუკასლის წინააღმდე და ერთ ერთი გამოეჩეული იყო. მას აქვს შესანიშნავი მოედნის ხედვა და პასი, ამიტომ მისგან პროგრესს ველოდებით.

 

 

http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/silvapage.jpg

 

 

ტონი სილვა: 17 წლის ფეხბურთელი კირკბის აკადამიაში მისვლის შემდეგ საკმაოდ გაიხსნა. გამოირჩევა შესანიშნავი მარცხენა ფეხით და არის მოწინააღმდეგე მცველების რამის კოშმარი, მისი თამაში შესანიშნავი სანახავია.

 

 

რაჰიმ სტერლინგი: შემოუერთდა გუნდს გასულ სეზონს ქ.პ.რ დან. ის არის ერთ ერთი ყველაზე სწრაფი და გამოცდილი ვინგერი კირკბის აკადემიაში. მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. ის უკვე გამოჩნდა ჰოჯსონის გუნდში მიუხენგლადბახის ბორუსიასთა და კარაგერის მიერ გამართულ მატჩში.

 

 

მაიკლ ნგოო: დაახლოებით პეტერ კრაუჩის სიმაღლე ფორვარდი ნამდვილი თავსატეხია მცველებისთვის. ნგოომ თავის სადებიუტო მატჩში ინგლისის 19 წლამდელთა შორის თავი გოლით გამოიჩინა მიუხედავად ცუდი ფორმისა, ხოლო სტოკ სიტის მარადონას სტილში შეუგდო ძალზედ ლამაზი გოლი.

 

 

კრისტიან ადორიანი: ტალანტურმა უნგრელმა ფეხბურთელმა პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2013 წლამდე აკავშირებს გუნდთან. ადორიანს უყვარს მეორე ფორვარდად თამაში და გამოირჩევა ბრწყინვალე საფეხბურთო გონებით, აქვს მოედნის კარგი ხედვა და პასი, ასევე შეუძლია გოლის დამოუკიდებლად გატანა. ბოლოს თავი ფა თასზე გამოიჩინა ვულვზის წინააღმდეგ.

 

 

 

http://assets.liverpoolfc.tv/uploads/coady1.jpg

 

კონორ კოადი: 18 წლამდელთა გუნდის კაპიტანს თანაბრად შეუძლია თამაში, როგორც ცენტრალურ მცველად ასევე ნახევარმცველად. კოადი ასევე კაპიტნობდა 17 წლამდელთა გუნდს, რომელმაც ზაფხულის მსოდლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. უმაღლესი პოტენციის მქონე ფეხბურთელმა დიდი როლი ითამაშა რეზერვების წარმატებაში Liverpool Senior Cup-ზე და Lancashire Senior Cup-ზე.

 

 

ანდრე ვისდომი: სამწუხაროდ ის ტრამვის გამო დროებით აკლია გუნდს, მაგრამ უკვე დაღვინების პროცესშია და 19 წლამდელთა ინგლისის ნაკრებსაც კაპიტნობს. გიგანტი ცენტრალური მცველი, რომელიც გამოირჩევა წარმატებისკენ სწრაფვით უკვე რეზერვების სრულფასოვანი წევრია და 47 ნომრით თამაშობს. მან კოადისთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა 17 წლამდელთა ნაკრების ჩემპიონობაში მსოფლიოზე. მან ფინალში 2 გოლი გაიტანა ესპანეთის წინააღმდეგ (2-1) და პირველი ტრიუმფალური გამარჯვება მოუტანა თავის ნაკრებს.

 

 

ჯემი სტეფენსი: ახალგაზრდა გოლკიპერი, რომელიც სვიდონ თაუნიდან გადმობარგდა ბორელს სერიოზული საფიქრალი შეუქმნა ტაირელ ბელფორდთან დაკავშირებით. მისი დებიუტი 18 წლამდელთა ნაკრებში წლეულს მოხდა.

 

 

ტაილერ ბელფორდი: ჯემი სტეფენსის მსგავსად ბელფორდი გუნდში მაღალი მიზნებისთვის მოვიდა ქოვენთრიდან 2009 წელს. ის რეგულარულად თამაშობს 18 წლამდელთა ნაკრებში, ხოლო მანამდე იყო 16 წლამდელთა ნაკრების წევრი.

 

 

სტეფენ სამა: ის გუნდში ჩაირიცხა დორტმუნდის ბორუსიიდან 2009 წლის საფხულს და მას შემდეგ ძალ ღონეს არ იშურებს გუნდისთვის. უკანახაზელი, რომელიც კამერუნიდან ჩამოვიდა აშკარა დომინანტია საჰაერო ორთაბრძოლებში.

 

 

პეტერ აილმერი: ახალგაზრდა სკაუზერი საკმაოდ იმედისმომცემია. მას შეუძლია მარჯვენა და ცენტრალურ მცველად თამაში, ასევე შეუძლია ჩამშლელის პოზიციის მორგებაც.

 

 

კრეიგ როდანი: ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ფაზაკერლიდან გადმობარგდა რეგულარულად თამაშობს 18 წლამდელებში. ის გამოირჩევა ორიგინალურობით და არ ერიდება ფიზიკურ ორთაბრძოლებს. მან შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია კონორ კოადის ნაკრებში.

 

 

კრისტიან გაუტი ემილსონი: ისლანდიელი ფეხბურთელის დებიუტი ძალიან ბევრს ახსოვს, როდესაც მან თაური დარტყმით მანჩესტერს გამარჯვების გოლი გაუტანა. ის შესანიშნავად იბრძვის მეორე სართულზე ამიტომ ბორიელი მას ხშირად იყენებს მეორე ფორვარდათ. მას ნათამაშები აქვს თავის ქვეყნი 17,18 და 19 წლამდელთა ნაკრებებში.

 

 

პატრიკ პოორი: უნგრელი ფეხბურთელი არის მარჯვენა მცველი, რომელიც ძალიან ხშირად ერთვება შეტევებში და აკეთებს ჩაწოდებებს. ის ბორელის ერთ ერთი წამყვანი ფეხბურთელია, ამიტომ წლეულს მის სერიოზულ პროგრესს ელოდებიან.

 

 

პ.ს. ეს ფეხბურთელების არასრული სიაა. დანარჩენ ახალგაზრდებზე ინფორმაციას მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...