Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) £28 მილიონი სამში


Recommended Posts

http://a.pix.ge/a/shy8j.jpgლივერპულის ახალ დამრიგებელს კენი დალგლიშს და დამიენ კომოლს იანვრისთვის სატრანსფერო ფანჯრისთვის საკმაოდ დატვირთული გეგმა გააჩნიათ.

 

 

დუეტს გეგმაში აქვთ გადმოიბირონ ბენფიკას უკანახაზელი ფაბიო კოენტრაო, სტოკ სიტის ცენტრალური მცველი რაიან შავქროსი და უტრეხტის შემტევი რიკი ვან ვოლფსვინკერი, რომელზეც ნადირობა უკვე რა ხანია მიმდინარეობს.

 

ეროვნებით პორტუგალიელი კოენტრაოს ლივერპულში გადმობირება ძალიან სურს დემიენ კომოლს, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების გადმობირებით ძლიერაა დაკავებული. შანსებს ისიც ზრდის, რომ კოენტრაოს ამჯამინდელი გუნდი ბენფიკა საკმაოდ უსახურად გამოიყურება და ლიდერ პორტოს 9 ქულით ჩამორჩება. კომოლის აზრით შესაძლოამ ამ გარემოებამაც უბიძგოს 22 წლის ფეხბურთელს მერსესაიდში გადმოსაბარგებლად.

 

რიკი ვან ვოლფსვინკელი არის ფეხბურთელი რომლითაც ლივერპული აგერ უკვე რა ხანია დაინტერესებულია. ლივერპულის ხელმძღვანელობა სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და უტრეხტის ბოსებს საკმაოდ სოლიდური თანხა £8.5 მილიონი შესთავაზა. კომოლის აზრით ეს თანხა ნაპოლის საბოლოოდ ჩამოიშორებს გზიდან, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჰოლანდიელი შემტევით.

 

ლივერპული დაინტერესებული იყო სტოკ სიტის მცველით რობერტ ჰუტით, მაგრამ არანაკლები ინტერესი გამოიწვია მისმა თანაგუნდელმა,ყოფილმა მანჩესტერელმა რაიან შავქროსმა.

 

ზემოთხსენებული სამი ფეხბურთელი ნათლად ასახავს ლივერპულის დამოკიდებულებას ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

წყარო: www.liverpoolfc.tv

 

პ.ს. ინფორმაცია ამოკრებილია სხვადასხვა საინფორმაციო საიტებიდან, ამიტომ ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც მართალი, ხოლო შეიძლება უბრალოდ ჭორი.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...