planetanews Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 http://4put.ru/pictures/max/84/258758.jpg კრისტალ პალასთან გამარჯვების წყალობით რადოლფო ბორელას შეგირდები აგრძელებენ წინსვლას ახალგაზრდულ FA თასზე. ახალგაზრდა წითლები მატჩის დაწყებიდანვე დიდად არ გარჯილან, მხოლოდ სუსოს და სტერლინგის იერიშების შემდეგ უწევდათ თამაშში ჩართვა სტუმართა მცველებს. 34-ე წუთზე კი მერსესაიდელებმა სრულიად ალოგიკური გოლი გაუშვეს, რომელიც პირველ ტაიმში ერთადერთი გამოდგა. ბორელმა შესვენებაზე გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა კერძოდ ადამ მორგანის ნაცვლად მოედანზე კრისტიან გაუტი ემილსონი გამოუშვა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მატჩზე. უკვე 9 წუთის შემდეგ მეორე ნახევრის დაწყებიდან ანგარი 1-1 გახდა ზემოთხსენებული ესპანელის წყალობით, რომელმაც კროუდის შესანიშნავი პასი გამოიყენა. ლივერპული აგრძელებდა იერიშებს და უამრავი მომენტები შექმნა, ერთ ერთ ეპიზოდში ტონი სილვა ვალდებული იყო გაეტანა თუმცა სტუმართა გოლკიპერმა თავის ვალდებულებებს შესანიშნავად გაართვა თავი. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დამთავრდა მაგრამ ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე დაინაშნა 15 წუთიანი დამატებითი ტაიმები. 13 წუთის შემდეგ ტონი სილვას გადაცემა ემილსონმა მიიღო, რომელმაც არ გაუშვა შანსი ხელიდან და მეორეჯერ მოათავსა ბურთი სტუმართა კარში. საბოლოო დარტყმა პალასის ფეხბურთელებმა პენალტის ნიშნულიდან მიიღეს, რომელიც იმედისმომცემმა კოუდიმ შეასრულა, ის ასევე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ლივერპულის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ტაილერ ბელფორდი, ჯონ ფენეგანი, ჯეკ რობინსონი, შტეფენ სამა, მეტიუ მაკგივერონი, კონორ კოუდი, რახიმ სტერლინგი, კრეიგ როდანი, ადამ მორგანი(კრისტიან ემილსონი, 45), კრისტიან ადორჯანი(ტონი სილვა, 70), სუსო. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts