planetanews Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 კენი დალგლიშის დაბრუნება ლივერპულში და წითლების დერბი. რამოდენიმე თვის წინ ჩატარებულმა კენჭისყრამ ინგლისური ფეხბურთის ორი გიგანტი, ლივერპული და მანჩესტერი ერთმანეთს დაუპირისპირა. ეს ბრძოლა არც პირველია და არც უკანასკნელია, მაგრამ ყევლა ბრიტანული “კლასიკო” საინტერესო და გამორჩეულია… 180 ურთიერთ შეხვედრიდან მანჩესტერმა 70, ხოლო ლივერპულმა 60 მოიგო, 50 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლო თამაში კი ოლდ ტრაფორდზე ასევე მანჩესტერმა მოიგო 3-2, ბერბატოვის ჰეთრიკმა ჯერარდის დუბლს აჯობა… პრემიერლიგაში ბოლო 5 დაპირისპირებიდან, პირველი სამი ლივერპულმა, ხოლო ბოლო ორი კი მანჩესტერმა მოიგო. ხოლო FA-ს თასზე წითელი დერბი სულ 12-ჯერ გაიმართა, მათ შორის 1977 და 1996 წლის ფინალებია, რომლებიც მანჩესტერის გამარჯვებით დასრულდა… რაც შეეხება კლუბების ახლანდელ მდგომარეობას, მანჩესტერელებმა წელს ჩატარებული 30 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგეს და ისიც კარლინგის თასზე. ლივერპულმა კი ამ სეზონში მხოლოდ 1 საგარეო გამარჯვება იზეიმა, ბოლო 6 შეხვედრიდან კი არც ერთი არ მოუგია ენფილდის გარეთ. უკანასკნელად ლივერპულმა FA-ს თასი 2006 წელს, ფინალში ვესთ ჰემს მოუგო. მთლიანობაში კი ეს მერსესაიდელებისთვის 401-ე მატჩი იქნება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე. თუ მატჩი ფრედ დასრულდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაინიშნება განმეორებითი შეხვედრა, რომელიც 19 იანვარს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე იქნება. მატჩის მთავარი არბიტრი კი თავად ჰოვარდ ვები იქნება… წითელი დერბის ტრადიციული მსაჯული… რაც შეეხება ტრამვებს, ლივერპულს მხოლოდ ჯეიმი კარაგერი დააკლდება. მანჩესტერს კი ჯონ ოში და სქოულზი, თუმცა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა რუნის და ვან დერ საარის მოედანზე გამოსვლაც… მატჩის მთავარი მოვლენა რასაკვირველია კენი დალგლიშის დაბრუნებაა. წარუმატებელი 6 თვიანი “მოღვაწეობის” შემდეგ როი ჰოჯსონი ლივერპულის ლეგენდამ შეცვალა და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი პირველი მატჩი, ლივერპულის ფეხბურთელის რანგშიც მანჩესტერ უნაიტედთან იყო… ბოლოს კი გთავაზობთ ვიდეოებს ოლდ ტრაფორდზე წინა ორი დაპირისპირების შესახებ… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts