planetanews Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/5/6/1273140888617/Roy-Hodgson-006.jpg პრემიერლიგის რამოდენიმე კლუბის მწვრთნელმა უკვე უმუშევარი კოლეგა ანუგეშა… Sky Sports-ის სტატიაში ერთდროულად, რამოდენიმე სპეციალისტის მოსაზრება მოხვდა, რომლებიც ეთანხმებიან ლივერპულის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასევე არ შეუძლიათ არ ანუგეშონ თავისი 63 წლის კოლეგა. ფრანგი სპეციალისტი და არსენალი დამრიგებელი, არსენ ვენგერი თვლის, რომ მის კოლეგას ძალიან ცოტა დრო მისცეს სიტუაციის გამოსასწორებლად. “მე შოკირებული ვარ, რადგან როი ჰოჯსონს შესანიშნავ მენეჯერად ვთვლი, ის ხომ ჯერ კიდევ ივლისში დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად. ეს სიტუაცია იმის ნათელი მაგალითია თუ რა მცირე დროში შესაძლებელია ამოწურო შენი შესაძლებლობები, როი ხომ გუნდში მხოლოდ 6 თვის უკან მოვიდა.” არსენ ვენგერის კვალდაკვალ ბლექბერნის ახლად დანიშნულმა მწვრთნელმა სტივ კინმა, რომელმაც თავისი გამარჯვებით უკანასკნელი “ლურსმანი ჩააჭედა ჰოჯსონის მერსესაიდული ოცნების კუბოს”, თანადგომა გამოუცხადა ჰოჯსონს და ასევე მიესალმა დალგლიშის დაბრუნებას “წითელ ტახტზე”. “მე ვფიქრობდი, რომ მას მეტ დროს მიცემდნენ იმისათვის რათა მას თავისი სახელი დაეტოვებინა ლივერპულში, მაგრამ ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ დალგლიშს ზურგს გაუმაგრებს გულშემატკივრების არმია და კოპი, რომელიც ლივერპულს ახალ სულს შთაბერავს.” ტონი პულისი სტოკის მთავარი მწვრთნელი: “შესანიშნავად მესმის როისი. როდესაც დიდი გუნდის მწვრთნელი ინგლისელი ხდება მაშინ მას მთელი გულით ვგულშემატკივრობ და მინდა წარმატებას მიაღწიოს. როის შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ გუნდმა ჩემი აზრით ყველაზე მართებული გადაწყვეტილება მიიღო დალგლიშის დანიშვნით.” “ეს არის ლივერპულის ლეგენდა და შესანიშნავი ფეხბურთელი წარსულში, მან კარგად იცის ლივერპული, ასე რომ თუ ჰოჯსონი წავიდა დალგლიში საუკეთესო ვარიანტია.” “დარწმუნებული ვარ ჰოჯსონს ბილეთები უკვე დაჯავშნული აქ და სადმე დასასვენებლად მიდის, მაგრამ მჯერა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება და თავის საუკეთესო მხარეს გამოავლენს. ის შესანიშნავი ადამიანი და მენეჯერია.” მარკ ჰიუზი: “ის კარგი მწვრთნელი, ამიტომ დარწმუნებული ვარ მალევა იქნება საქმეში. საიდუმლო არაა, რომ ახალ ხელმძღვანელობას მწვრთნელი პოსტზე თავისი კაცი მოყავს. ამ შემთხვევაშიც სავარაუდოდ ასე იყო. ჩვენ ბავშვები არ ვართ და კარგად ვხვდებით ამას. ხანდახან ამაში სამართლიანობა არ დევს, მაგრამ ამის მიღება გვიწევს.” იენ ჰოლოვეი, ბლექპულის მწვრთნელი: “დღევანდელობაში ეს ტიპიურია. ვიზიარებ როის მწუხარებას, ვხვდები რომ ძალიან გაბრაზებული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმუშევარი არ დარჩება.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts