planetanews Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 http://www.liverpoolbanter.co.uk/kennydalglish.jpg ლივერპულის დაბრუნებული ლეგენდის, კოპის მეფის პირველი ინტერვიუ ახალი მწვრთნელის რანგში… კიდევ ერთი ისტორიული დღე… ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია რომ სათავეში დავუბრუნდე საფეხბურთო კლუბს, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს ხალხისთვის. როცა ვინმე ძალიან გახარებულია რაიმე ამბით, მეორე პიროვნება აუცილებლად წუხს ამის გამო და დღეს ეს ადამიანი როი ჰოჯსონია. როი ნამდვილად პატივსაცემი პიროვნებაა და მე მართლაც ვწუხვარ მის გამო. იგი რაფა ბენიტესის შემდეგ მოვიდა კლუბში და აკეთებდა მაქსიმუმს კლუბის გასაძლიერებლად, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მან მიღებული შანსი სათანადოდ ვერ გამოიყენა. ნებისმიერი მწვრთნელი სიხარულით დათანხმდებოდა ლივერპულის მენეჯერობას, მაგრამ როის მოსვლის შემდეგ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც გვეიმედებოდა, მაგრამ არამგონია ვინმეს კლუბში მისი წასვლა უხაროდეს… რა გრძნობაა როცა კიდევ ერთხელ ხდებით ლივერპულის მთავარი მწვრთნელი? ვფიქრობ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ორჯერ გავხდი ლივერპულის მენეჯერი. მე მერსესაიდში პირველად 15 წლის ასაკში მოვედი, როცა ბილ შენკლიმ კლუბის აკადემიაში ჩარიცხვა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე რომ ჯერ უცხო გარემოში გადასასვლეად პატარა ვიყავი და ლივერპულში უკვე პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში დავბრუნდი. კლუბი 1991 წელს დავტოვე და ძალიან გამიმართლა, რომ კვლავ დავბრუნდი. არა აქვს მნიშვნელობა ზაფხულამდე ვიქნები მწვრთნელი თუ უფრო დიდხანს, მთავარი კლუბს წინსვლაში დავეხმარო… რა იყო თქვენი პირველი რექაცია როცა კლუბში დაბრუნება შემოგთავაზეს? მე თვითფრინავით ვბრუნდებოდი ინგლისში დუბაიდან როცა ეს ამბავი გახმაურდა. მაშინვე ყველას ტელეფონმა რეკვა დაიწყო და ადამიანები ჩემს გარშემო სულ მოლოცვით მოდიოდნენ. შემდეგ ჩემს ოჯახს შევხვდი და ისინიც ძალიან მოხარულნი არიან ამ ახალი ამბით, რადგან კარგად ესმით თუ რას ნიშნავს ლივერპული ჩემთვის. ახლა აუცილებელია ეს პირველი ემოციები დავივიწყოთ და გასაკეთებელ საქმეზე ვიფიქროთ. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებებია და ამას მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით მივაღწევთ, ეს კი ნამდვილად კარგად გამოგვდის. ერთხელ ერმა პიროვნებამ თქვა: “რაც უფრო ერთად ვართ და რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, მით უფრო გაგვიმართლებს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდება, რათა ის იღბალი, რომელიც ასე ძალიან გვაკლია, კვლავ დავუბრუნოთ… თქვენ ადრე განაცხადეთ რომ გსურდათ კვლავ დაბრუნება ლივერპულის მენეჯერის პოსტზე, რას ფიქრობთ შეძლებთ თუ არა ამჟამინდელისიტუაციის შემობრუნებას კლუბში? მე ყოველთვის ვამბობდი რომ მსურდა კლუბს დავხმარებოდი ისე როგორც შემეძლო, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ეს ვინმეს განთავისუფლების ხარჯზე მომხდარიყო. მე მზად ვიყავი ნებისმიერი როლი მომერგო კლუბში, რათა დავხმარებოდი გუნდსაც და ჰოჯსონსაც. ახლა ყველამ კარგად იცის თუ რას უნდა ელოდეს ჩემგან, პირველ რიგში ღირსეულ და მონდომებულ თამაშს. იმედი მაქვს ჩემი საქმით უფრო მეტ დადებითს მოვუტან კლუბს ვიდრე ნეგატიურს… ჯერჯერობით სეზონი საკმაოდ წარუმატებელია, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი და იქნება თუ არა თქვენი მთავარი მიზანი ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლება? ზოგისთვის შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, როცა საუბრობ ისეთ ფეხბურთელებზე როგორებიც სტივი, ფერნანდო, ჯონსონი, შკრტელი, აგერი და რაული არიან და იქვე ახსენება მოტივაციას, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს თუ რა დონის ფეხბურთელი ხარ, თუ არ თამაშობ მთელი მონდომებით და არ გჯერა გამარჯვების, მაშინნ ვერანაირად ვერ ითამაშებ კარგად. მწვრთნელს შეუძლია უთხრას თუ რა მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამაში თავად უნდა ირწმუნონ. ლივერპულის ფეხბურთელები შესაძლოა ფიქრობენ რომ ამ სეზონში ვერ თამაშობენ ისეთ მაღალ დონეზე, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. იმედია მე შევძლებ რომ გუნდში ის იღბალი შემოვიტანო რაც როი ჰოჯსონს აკლდა. დარწმუნებული ვარ იგი ყოველთვის უყურებს ჩვენს მატჩებს ტელევიზორში და იმედი ექნება რომ წარმატებას მივაღწევთ. თუ თქვენ მის ბოლო სიტყვებს წაიკითხავთ კლუბში, მიხვდებით თუ რეალურად როგორი პირობნებაა იგი. კვირას თქვენ ოლდ ტრაფროდზე ლივერპულის 9000 ფანი დაგხვებათ, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში თქნვე იმღერებენ, რას იგრძნობთ ამ დროს? ალბათ სიამაყეს და მოზღვავებულ ემოციებს. მათ იციან რომ ისეთივე მნიშვნელოვანი როლი აქვთ კლუბში, როგორც მწვრთნელს და ფეხბურთელებს. ჩვენ სწორედ მაშინ გვჭირდება მათი დახმარება, როცა ვაგებთ თამაშს – მაგრამ არა ამ კვირას – ან როცა ვერ ვთამაშობთ სათანადოდ კარგად. სამაგიეროდ კი ჩვენც უნდა ვუჩვენოთ მათ ის, რისთვისაც ტაშს გვიკრავენ. მე მჯერა რომ ჩვენი გულშემატკივარი იქნება ოლფტრაფორდზე, ნახავს თუ რა სიამაყით ითამაშებენ ლივერპულის ფეხბურთელები და გააკეთებენ თავიანთ მაქსიმუმს კლუბისთვის. რათქმაუნდა ჩვენ ყველაფერს ჩავდებთ გამარჯვებაში მაგრამ ყოველთვის ვერ მოვიგებთ. რეალურად რომ ვთქვა, “ჯერ სირაული უნდა დავიწყოთ რომ შემდეგ გავიქცეთ”, არ უნდა ვიფიქროთ რომ დღეს ყველაფერი ერთბაშად შეიცვლება და სეზონის ბოლომდე წაუგებლად ვითამაშებთ.ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ რეალურად ჯობია თითოეულ თამაშში მაქსიმუმი გავაკეთოთ და 100% შედეგზე შემდევ ვიფიქროთ…თქვენი პირველი მატჩი მანჩესტერთანაა, რას გრძნობთ – აღტაცებას თუ შიშს?ვფიქრობ ორივე კლუბი ერთიდაიგივეს გრძნობს. დარწმუნებული ვარ კენჭისყრა რომ ფერგის ჩაეტარებინა იგი უფრო სუსტ მოწინააღმდეგეს აირჩევდა. ოლდ ტრაფორდი შესანიშნავი ადგილია სათამაშოდ. FA-ს თასი ხშირად ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება, რადგან გრანდებს დავალი დონის გუნდებიც ხვდებიან ხოლმე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ თუნდაც მანჩესტერმა წინა სეზონში ლიდსთან წააგო და ეს ამ სეზონშია სრულიად შესაძლებელია. მთავარია კონცენტრირება ერთად მოვახდინოთ. სემი ლი, დემიენი, მაიკი და როი დღემდე ამზადებდნენ ბიჭებს თამაშისთვის და ისინი უფრო დიდ როლს ითამაშებენ მიღწეულ შედეგში ვიდრე მე, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიდგები სათადარიგოთა სკამთან და ფანებთან ერთად ვიმღერებ ლივერპულის ჰიმნს… რას ეტყვით ფეხბურთელებს პირველ შეხვედრაზე? ჯერ არ ვიცი. სიტყვა მომზადებული მქონდა, მაგრამ თვითფრინავში 25 წუთში შევცვალე, ასე რომ ვფიქრობ შეხვედრამდე კიდევ ბევრჯერ შევცვლი სათქმელს… თამაშის დაწყებამდე ხომ არ ნერვიულობთ? სიმართლე გითხრათ გუშინ უფრო ვნერვიულობდი როცა სატელეფონო ზარს ველოდებოდი თვითმფინაში. ახლა კი მხოლოდ სიამაყეს ვგრძნობ რომ შემიძლია გუნდს შედეგის მიღწევაში დავეხმარო. რას ფიქრობთ იანვარში განსახორციელებელ ტრანსფერებზე? ჯერჯერობით არ ვიცი თუ როგორია კლუბის სატრანსფერო მდგომარეობა. ამას დამიენ კომოლისთან ერთად გავარკვევ. ახლა პირდაპირ თვითმფრინავიდან მოვდივარ და შეიძლება ითქვას კლუბის კარი ახლა შემოვაღე. უბრალოდ მინდოდა ფანებისთვის ჩემი სათქმელი მეთქვა და ასევე მადლობა გადამეადა მფლობელებისთვის და კლუბის დირექტორებისთვის ჩემდამი ნდობის გამო. როგორია თქვენი მესიჯი ფანებისთვის? უბრალოდ გეტყვით რომ თქვენს სიხარულს მეც სრულიად ვიზიარებ, მაგრამ გთხოვთ რომ იყოთ რეალისტები და მომთმენები. ერთ ღამეში ყველაფერი არ შიეცვლება. როცა კლუბში მენეჯერი იცვლება, სიტუაციის გამოსასწორებლად მას მინიმუმ 1 თამაშზე მეტი სჭირდება. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ყველაფერის გაკეთება სეზონის კარგად დასასრულებლად, მაგრამ მთავარი იმედგაცრუება ჩემთვის არა წარუმატებელი სეზონი, არამედ არ-გაკეთებული მაქსიმუმი იქნება თითოეული ადამიანისგან გუნდში. თუ ყველა ერთად შევიკრებით, ნამდვილად კარგი შანსი გვაქვს სეზონი წარმატებით დავასრულოთ… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts