Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ოუენ კოილი – რეალური კანდიდატი


Recommended Posts

<p style="text-align: center;">http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01409/owen-coyle_1409959c.jpg

 

ბოლტონის მთავარი მწვრთნელი ოუენ კოილი ლივერპულის მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატია

 

დღეს როი ჰოჯსონმა ლივერპულის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ოფიციალურად დატოვა ლივერპული და მის ნაცვლად ლივერპულს სათავეში კენი დალგლიში ჩაუდგა ( სეზონის ბოლომდე). როის წასვლის შემდეგ კი ლივერპულის მფლობელები აქტიურად ეძებენ მის შემცვლელს და როგორც “The Mirror” იტყობინება სასურველი მწვრთნელების სიას ოუენ კოილი ლიდერობს.

კოილი ძალიან წარმატებულად უდგას ბოლტონს სათავეში. მისი მისვლის შემდეგ გუნდში თამაშის ხარისხიც და შედეგიც გამოსწორდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი წინა კვირას ლივერპულთან ენფილდზე დამარცხდა, ჯონ ჰენრი და მისი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ იგი როის იდეალური შემცვლელია.

ასევე “The Mirror” – გადმოცემით დიდიე დეშამპს და ფრენკ რაიკაარდს ლივერპულის მწვრთნელობა არ სურთ და სწორედ ამიტომ ხდება ოუენ კოილი ლივერპულის მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატი.

ინფორმაციის წყარო: The Mirror

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...