planetanews Posted January 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 http://momedia.kyte.tv/mv/bor/1101/08/12/2805656-1635307_460_307.jpg?v=20110108T120944Z&h=f7bf03589b2b7640bd1d0a2c220fce58 კენეტ მატიესონ “კენი” დალგლიში დაიბადა 1951 წლის 4 მარტს, გლაზგოში, შოტლანდია… დალგლიში შოტლანდიის ნაკრების და ლივერპულის ლეგენდარული ფეხბურთელია. 20 წლიანი კარიერის განმავლობაში მან მხოლოდ 2 კლუბში ითამაშა, შოტლანდიურ სელტიკსა და შემდეგ ინგლისურ ლივერპულში. დალგლიში წარმატებით ასპარეზობდა ორივე კლუბში, განსაკუთრებით კი მისი მერსესაიდული მიღწევებია აღსანიშნავი. მან სამჯერ მოიგო ევროპის თასი, 1978, 81 და 84 წლებში. 2009 წელს საფეხბურთ ჟურნალმა FourFourTwo-მ იგი დაასახელა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთის საუკეთესო თავდამსხმელად და ლივერპულის ისტორიაში დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის იგი პირველია. კენი დაგლიში ასევე შოტლანდიის ნაკრების რეკორდსმენიცაა, მან ყველაზე მეტი, 102 შეხვედრა ჩაატარა ნაკრების მაისურით და 30 გოლი გაიტანა. კარიერის დასაწყისი: კენი დაგლიში ინჟინრის ოჯახში დაიბადა და ბავშობაში რეინჯერსის ფანი იყო.იგი გლაზგოს რეინჯერსის სტადიონთან ცხოვრბოდა და მუდამ ამ შოტლანდიური კლუბის გულშემატკივრების გარემოცვაშიც იყო. აღსანიშნავია, რომ კენიმ საფეხბურთო კარიერა მილტონის სპორტულ სკოლაში მეკარედ დაიწყო. გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელი მალე შოტლანდიის 15 წლამდელთან ნაკრებში მოხვდა. ყველასდა მოულოდნელად მან ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში არა კარში, არამედ მარჯვენა ნახევარდაცვაში ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ კენი უკვე გლაზგოს მოსწავლეთა ნაკრებში ხვდება, შემდეგ კი შოტლანდიის მოსწავლეთა ნაკრებში და ბრიტანელი ერების თასიც მოიგო. 1967 წელს კი იგი სელტიკთან აფორმებს კონტრაქტს. თავისი ბავშვობის კლუბის, გლაზგოს რეინჯერსის დაუძინებელ მტერთან სელტიკი: მან პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს 1967 წლის მაისში მოაწერა ხელი. თავად კენი დაგლიში ავტობიოგრაფიაში ასე იხსენებს ამ ფაქტს: სელტიკის მაშინდელმა მენეჯერმა, ჯოკ სტეინმა თავისი ასისტენტი, შონ ფელონი გააგზავნა კენის სახლში მშობლეთან შესახვედრად, რათა მათი შვილი სელტიკში ჩაერიცხათ. როდესაც ფელონი მათ სახლს მიუხლოვდა, კენი მაშინვე საკუთარ ოთახში გაიქცა და სასწრაოდ დამალა რეინჯერსის პოსტერები. იმ წელს დალგლიშმა სეზონი ასაკის გამო Cumbernauld United-ში გაატარა, სადაც 1967-68 წლებში მან 37 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში კი უკვე სელტიკში რეზერვების რეგულარული წევრი გახდა. მისი პროფესიონალური დებიუტი შოტლანდიის თასზე Hamilton Academical-ის წინააღმდეგ მატჩში შედგა, როცა კენი შეცვლაზე შემოვიდა და სელტიკს 4-2 გამარჯვებაში დაეხმარა. პირველ გუნდში თავის დასამკვიდრებლად დალგლიშს სამი წელი დასჭირდა. სელტიკი იმ პერიოდში არამხოლოდ შოტლანდიის საუკეთსო კლუბი, არამედ პირველი ბრიტანული გუნდი იყო რომელმაც მოიგო ევროპის თასი, მას შემდეგ რაც 2-1 დაამარცხა მილანის ინტერი ლისაბონში, ესტადიო ნაციონალზე. სელტიკის მენეჯერი მის ნიჭს ხედავდა და შანსებსაც აძლევდა. ერთი-ერთი მორიგი შესაძლებლობა ძალების წარმოენისა კენის კილმარნოკთან მატჩში მიეცა, რომელიც სელტიკმა 7-2 მოიგო. აქედან 6 გოლი კი დალგლიშმა გაიტანა. 1972-23 წლებში კენი უკვე სელტიკის ლიდერი იყო. მან იმ წლის სეზონში 41 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე ერთად. 1975 წელს კი უკვე სელტიკის კაპიტანიც გახდა, თუმცა ის წელი უიღბლო აღმოჩნდა გუნდისთვის. მთავარმა მწვრთნელმა ავტოავარიაში ტრამვა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. შედეგად სელტიკი 12 წლის განმავლობაში პირველად უთასოდ დარჩა. იმ დროისთვის როცა კენიმ სელტიკის მიტოვება გადაწყვიტა, იგი უკვე 6 წელი იყო ნაკრების უცვლელი ფიგურა. მან მონაწილეობა მიიღო 1974 წლის მუნდიალზეც. 1976 წელს კი შოტლანდიამ მისი გამარჯვების გოლის წყალობით, რომელიც კენიმ ლივერპულის ლეგენდარულ მეკარეს, როი კლემენსს ფეხებს შორის გაუძვრინა, ინგლისი დაამარცხა. მომდევნო წელს კი კვლავ მისი გოლით შოტლანდიელებმა უემბლიზეც მოიგეს. 1977 წელს, სელტიკში ჩატარებული 260 მატჩის და 167 გოლის შემდეგ დალგლიში ბობ პისლის ლივერპულში გადავიდა, იმ დროის რეკორდულ სატრანსფერო თანხად – £440000 ფუნტად, რათა ჰამბურგში გადაბარგებული კევინ კიგანი შეეცვალა წითლებში. სელტიკისთვის კი ეს მძიმე დანაკარგი იყო და ერთ დროს გლაზგოელი ფანების საყვარელი ფეხბურთელი მოღალატედ იქცა… ლივერპული: მერსესაიდელი გულშემატკივრები ეჭვის თვალით უყურებდნენ კევინ კიგანის შემცვლელს გუნდში, თუმცა დალგლიშმა სწრაფად გაიარა ადაპტაციის პერიოდში და ლივერპულში დამკვიდრდა. კიგანის 7 ნომრიანი მაისურით მას დებიუტი 1997 წლის 13 აგვისტოს მანჩესტერ უნაიტედთან ჰქონდა, წარმატებული სეზონის შემდეგ ი მან უეფას სუპერ თასის ფინალშიც გაიტანა, სადაც ლივერპულმა კევინ კიგანის ახალი კლუბი ჰამბურგი 6-0 გაანადგურა… პირველი სეზონის შემდეგ დალგლიშს ლივერპულში უკვე 61 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 31 გოლი გატანილი. მათ შორის გამარჯვების გოლიც 1978 წლის ევროპის თასის ფინალში უემბლიზე ბრიუგეს წინააღმდეგ. მისი გოლი გახდა დასაწყისი ლივერპულის ოქროს ხანისა, დაუმარცხებელი კლუბის, რომელიც 80-იან წლებში როგორც ბრიტანეთს, ისე მთელ ევროპას ფეხბურთს ასწავლიდა… დალგლიშმა მონაწილეობა მიიღო 1978 და 1982 წლების მუნდიალებზეც. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ვერ ცდებოდა ჯგუფურ ეტაპს, დაგლიშმა ორივე მუნდიალზე გაიტანა, ერთი ესპანეთთან და ერთიც ჰოლანდიასთან. 1980 წლის აპრილში ლივერპულმა 300000 ფუნტად იან რაში შეიძინა. 18 წლის რაში მალე კენი დალგლიშის მეწყვილე გახდა და ლეგენდარული დუეტის წყალობით წითლებმა ინგლისის ჩემპიონატიც მოიგეს და ინგლისის ლიგის თასიც. 1982-83 წლების სეზონში კი კენი წლის საუკეთსო ფეხბურთელად დასახელდა… მომდევნო წლებში დაგლიშმა რამოდენიმეჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და კლუბის ლიდერიც იყო, თუმცა იან რაშის საოცარი თამაშის შემდეგ მას მთავარი მეგოლის სტატუსი ჩამოერთვა და კუბში ახალი როლი იტვირთა. 1985 წელს ჯოე ფაგანის გადადგომის შემდეგ ლივერპულის მენეჯერის პოსტიდან, კენი დალგლიში მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა. მან საკუთარი თავი იმ სეზონში 21-ჯერ დააყენა შემადგენლობაში. მათ შორის ფა-ს თასის ფინალშიც ევერტონის წინააღმდეგ და პრემიერლიგის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში ჩელსის წინააღმდეგ. სადაც მისმა გოლმა 1-0 გაამარჯვებინა წითლებს და მათ 16-ედ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი. მომდევნო სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა და კვლვ მოიგო ინგლისის ტოპ-დივიზიონი. 1990 წლის 5 მაისს კი 38 წლის კენი დაგლიშმა ბოლო მატჩი ჩაატარა ლივერპულში, ორი წუთი ითამაშა დერბი ქაუნთისთან და დაასრულა კიდევ საფეხბურთო კარიერა… სამწვრთნელო კარიერა: ლივერპული: მოთამაშე-მწვრთნელის რანგში კენი დაგლიშმა პირველივე სეზონში ინგლისის ჩემპიონატი და ფა-ს თასი მოიგო. მეორე წელს კლუბი უტიტულოდ დარჩა, თუმცა მესამე სეზონში დალგლიშმა გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. შეიძინა ჯონ ოლდრიჯი, პიტერ ბარდსლი, ჯონ ბარნსი, რეი ჰიუტონი, ალან ჰანსენი, სტივ მაკმაჰონი, მარკ ლოურენსონი და სტივ ნიკოლი. დალგლიშს შექმნილმა შემადგენლობამ კი სეზონის დასაწყისში ყველა ტურნირეზე ერთად 37 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა და ინგლისის ჩემპიონობა ოთხი ტურით ადრე იზეიმა. იმ სეზონში ჩატარებული 40 თამაშიდან ტოპ-დივიზიონში ლივერპულს მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა. 1989 წელს კი ლივერპულმა დალგლიშის ხელმძღვანელობით ფა-ს თასი მოიგო, ინგლისის ჩემპიონობაში კი გოლების სხვაობამ შეუშალა ხელი. არსენალმა იმ სეზონში მხოლოდ მეტი გატანილი გოლის გამო დაისაკუთრა ტიტული. 1990 წელს კი ლივერპულში გატარებული 5 წლის განმავლობაში დაგლიშმა მესამედ იზეიმა ინგლისის ჩემპიონობა და ასევე მესამედ გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი… 1989 წლი დალგლიშისთვის საკმაოდ მძიმე იყო. სწორედ იგი ედგა სათავეში ლივერპულს მაშინ, როცა ჰილზბოროს ტრაგედია მოხდა. ფანებისთვის კენის უდიდეს პატივისცემას და საოცარ დამოკიდებულებას ამ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივარრების მიმართ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უყვართ ასე დალგლიში ლივერპულის გულშემატკივრებს, სწორედ ის პატივია, რომელიც კენიმ ღირსეულად მიაგო ლივერპულის დაღუპულ გმირებს. 1991 წლის 22 თებერვალს კი კენი დაგლიში გადადგა პოსტიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მისი ბოლო გადაწყვეტილებები კლუბში სტივ მაკმანამანის და მაიკ მარშის აკადემიიდან პირველ გუნდში გადმოყვანა იყო. მისი ბოლო ტრანსფერი კი ახალაგზრდა ჯეიმი რედკნაპი. სამივე ფეხბურთელი ლივერპულის ლეგენდა გახდა მომავალში. კენი დალგლიშის მერსესაიდული სტატისტიკა ასეთია: 515 ჩატარებული მატჩი, აქედან 307 მწვრთნელის რანგში. 172 გატანილი გოლი. 8-ჯერ მოგებული ინგლისის ტოპ-დივიზიონი, 2 ფა-ს თასი, 3 ევროპის თასი, 4 ინგლისის ლიგის თასი და ევროპის სუპერ თასი 5 Charity Shield-თან ერთად. მას ასევე მოპოვებული აქვს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული როგორც ჟურნალისტების გამოკითხვით ისე ფეხბურთელების და მწრთნელების. საუკეთესო მწვრთნელად კი იგი სამჯერ აღიარეს… ბლექბერნი: მას შემდეგ რაც დალგლიშმა ლივერპული ჯანმრთელობის გამო დატოვა, არავინ მოელოდა რომ იგი 8 თვის შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდა ფეხბურთს და ამჯერად მეორე დივიზიონში მყოფ ბლექბერნს ჩაუდგებოდა სათავეში. მან პირველივე სეზონში დააბრუნა კლუბი პრემიერლიგაში. რაც 1966 წლის შემდეგ პირველად მოხდა ბლექბერნის ისტორიაში. მეორე სეზონის დასაწყისში მან ალან შირერი შეიძინა საუთემპტონიდან იმ დროისთვის რეკორდულ ფასად, 3,5 მილიონ ფუნტად. წლის ბოლოს ბლექბერნი მეოთხე ადგილზე გავიდა პრემიერლიგაში. მესამე სეზონი ბლექბერნმა უკვე მეორე ადგილზე დაასრულა. იანვარში დალგლიშის გუნდი 16 პოზიციით ჩამორჩებოდა მანჩესტერს, აპრილში კი უკვე გაუთანაბრდა ქულებით და საბოლოოდ სწორედ მანჩესტერის შემდეგ საუკეთესო შედეგიც აჩვენა პრემიერლიგაში მეოთხე წელს კი დალგლიშმა 27 მილიონი ფუნტი დახარჯა ტრანსფერებში და შედეგად სეზონის ბოლო მატჩამდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. მეტოქე კი კვლავ მანჩესტერი იყო. ბოლო მატჩში ბედის ირონიით დაგლიშის გუნდი ლივერპულს ხვდებოდა, მანჩესტერი კი ვესთ ჰემს. მიუხედავად ლივერპულთან 2-1 დამარცხებისა, ბლექბერნმა ჩემპიონობა მაინც იზეიმა, რადგან ვერც მანჩესტერმა შეძლო სასურველი ანგარიშით გამარჯვება. რადიოში გაჟღერებული ეს ცნობა ენფილდზე ბლექბერნის ბოსმა კენი დალგლიშმა ტრიუმფალურად აღნიშნა. მან მეორე დივიზიონის კლუბი ჩიაბარა და 4 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახადა. 1995 წელს პრემიერლიგის მოგების შემდეგ კენი ბლექბერნის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მენეჯერი კი რეი ჰარფორდი გახდა. დაგლიშმა ბლექბერნში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია ჩამოაყალიბა და ინგლისში საუკეთესო ახალგაზრდული საფეხბურთო სისტემა. ნიუკასლი: 1997 წლის 14 იანვარს დალგლიში ნიუკასლის მწვრთნელი გახდა. პირველ სეზონში მან მეორე ადგილზე გაიყვანა “შავ-თეთრები” და ახლად ჩამოყალიბებულ ჩემპიონთა ლიგაზეც ათამაშა გუნდი. მომდევნო სეზონი კი უიღბლო გამოდგა. ალან შირერის გრძელვადიანი ტრამვების და არასწორი ტრანსფერების შედეგად ნიუკასლმა წელი 13-ე პოზიციაზე დაასრულა. ერთადერთი ნათელი წერტილი იმ წელს ნიუკასლის 3-1 გამარჯვება იყო ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგაზე და ფა-ს თასის ფინალში გასვლა სელტიკი: დალგლიში 1999 წელს სელტიკის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მთავარ მენეჯერად კი მისი ყოფილი ფეხბურთელი და ლივერპულის კიდევ ერთი ლეგენდა, ჯონ ბარნსი. 1 წლის შემდეგ ბარნსი გაანთავისუფლეს და მენეჯერად კენი დალგლიში დაინიშნა. პირველივე სეზონში სელტიკმა შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო და სეზონის ბოლოს ასპარეზი მარტინ ონილს დაუთმო. მას შემდეგ მას არაერთ კლუბთან აკავშირებდნენ, მათ შორის ლივერპულთანა 2004 წელს ბენიტესის მოსვლამდე, მაგრამ კენიმ დიდი საფეხბურთო პაუზა აიღო… დაბრუნება ლივერპულში: 2009 წლის აპრილში რაფა ბენიტესის თხოვნით კენი დაგლიში ლივერპულის ახალგაზრდულ აკადემიას ჩაუდგა სათავეში. 3 ივლისს კი კენი კლუბის ოფიციალური ელჩიც გახდა. ბენიტესის წასვლის შემდეგ 2010 წლის 3 ივნისს დალგლიშს კვლავ შესთავაზეს ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამ ნაბიჯს ლივერპულის ლეგენდები და გულშემატკივრებიც ითხოვდნენ, მაგრამ 1 ივლისს ლივერპული როი ჰოჯსონმა ჩაიბარა. წარუმატებელი 6 თვის შემდეგ როი ჰოჯსონი გაანთავისუფლეს და მის ადგილ 8 იანვრიდან კენი დალგლიში დაიკავებს. კონტრაქტის მიხედვით იგი ლივერპულის მწვრთნელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება, თუმცა გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი ეს მასზე და გუნდის თამაშზეა დამოკიდებული… მიღწევები და სტატისტიკა: სელტიკში კენი დალგლიში 4 ჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ასევე ოთხჯერ მოიგო შოტლანდიის თასი და ერთხელ შოტლანდიის სუპერ თასი. ლივერპულში კი კენი ფეხბურთელის რანგში 6-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და სამჯერ ვერცხლის მედალოსანი. ოთხჯერ მოიგო ინგლისის თასი და ერთხელ ფა-ს თასი. სამჯერ გაიმარჯვა ევროპის თასზე, ერთხელ ევროპის სუპერ თასზე და ორჯერ გავიდა საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში. მწვრთნელის რანგში კი სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ გავიდა მეორეზე. ასევე ორჯერ გაიმარჯვა ფა-ს თასზეც. ბლექბერნთან ერთად მოიგო მეორე დივიზიონი, შემდეგ გავიდა მეორე ადგილზე პრემიერლიგაში და ასევე გახდა პრემიერლიგის ჩემპიონიც. ნიუკასლსა და სელტიკში კი შესაბამისად პრემილიგის და შოტლანდიის ჩემპიონატის მეორე ადგილებს დასჯერდა. კენი დალგლიში ოთხჯერ დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად – 1985/86, 1987/88, 1989/90, 1994/95 წლების სეზონებში. რაც შეეხება ლივერპულს, მან კლუბში მწვრთნელის რანგში სულ 297 მატჩი ჩაატარა. აქედან 180 მოიგო, მხოლოდ 41-ში დამარცხდა და 76 მატჩი ფრედ დაასრულა. პროცენტულად მან ჩატარებული მატჩების 60,1 % მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლივერპულის ისტორიაში. შედარებისთვის ბილ შენკლის 52% ჰქონდა, რაფა ბენიტესს 55, როი ჰოჯსონს კი 43 ბოლოს კი გთავაზობთ საინტერესო ფოტოებს კენი დაგლიშის კარიერიდან: http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs003.snc6/165319_117220318350706_100001882144565_125161_4788975_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs740.ash1/163259_117220345017370_100001882144565_125162_4188056_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs746.ash1/163856_117220371684034_100001882144565_125163_8085814_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs800.ash1/169013_117220418350696_100001882144565_125165_5629510_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs732.ash1/162658_117220438350694_100001882144565_125166_7914338_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs020.snc6/167080_117220488350689_100001882144565_125168_7062541_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs051.snc6/168138_117220508350687_100001882144565_125169_3367778_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1337.snc4/162934_117220525017352_100001882144565_125170_1242292_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs775.ash1/166530_117220561684015_100001882144565_125171_3464996_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs048.snc6/167870_117225005016904_100001882144565_125189_6732856_s.jpg11th May 1978: Terry McDermott and the winning goal scorer Kenny Dalglish (right) ho…http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs057.snc6/168784_117225045016900_100001882144565_125190_5354083_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1391.snc4/164317_117225061683565_100001882144565_125191_2587793_s.jpg1986: Portrait of Kenny Dalglish of Liverpool holding the trophy aloft during their …<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1391.snc4/164383_117225085016896_100001882144565_125192_396316_s.jpg1986: Kenny Dalglish of Liverpool celebrates during the FA Cup final against Everton…http://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1337.snc4/162961_117225111683560_100001882144565_125193_5040009_s.jpgMay 1989: Kenny Dalglish the Liverpool manager screams to the fans during the 1989 F…http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs013.snc6/166393_117225135016891_100001882144565_125194_4407793_s.jpg1 May 1990: Liverpool Manager Kenny Dalglish celebrates with coaches Ronnie Moran an…<br style="clear: both" /> http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs021.snc6/165131_117225151683556_100001882144565_125195_3755337_s.jpg27 May 1981: Kenny Dalglish of Liverpool celebrates with the trophy after beating Re…http://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs023.snc6/165353_117225191683552_100001882144565_125196_3018725_s.jpg1984: Alan Hansen (left), Kenny Dalglish (centre) and Graham Souness (right) of Live…http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs746.ash1/163841_117225221683549_100001882144565_125197_6545372_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs071.snc6/168192_117225355016869_100001882144565_125198_8123680_s.jpgUndated: Kenny Dalglish (right) and Sammy Lee of Liverpool celebrate a goal during a…http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1385.snc4/163744_117225378350200_100001882144565_125199_341123_s.jpg1986: Kenny Dalglish of Liverpool celebrates after the FA Cup semi-final against Sou…http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1393.snc4/164512_117225395016865_100001882144565_125200_3413549_s.jpg<br style="clear: both" /> Generated by Facebook Photo Fetcher View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts