Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ფეირკლაფი:”ცვლილებები აუცილებელი იყო”


Recommended Posts

http://cdn4.faniq.com/images/photos/photo_large/28/18001428-320.jpg

ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა დევიდ ფეირკლაფის მოსაზრება გუნდში განხორციელებულ დღევანდელ ცვლილებებთან დაკავშირები

 

“არავის მოსწონს, როდესაც მწვრთნელი შუა სეზონში იცვლება, მითუმეტეს ლივერპული ასეთ რამეს დაუჩვეველია. ჩვენ დიდი მოთმინება გამოვიჩინეთ, მაგრამ სამწუხაროდ როი გუნდისთვის ძალიან რთულ სიტუაციაში მოვიდა, რომლიდან გამოსავალის მოძებნა ნებისმიერ სპეციალისტს გაუჭირდებოდა, თუმცა ალბათ როიმ სათანადოდ ვერ შეაფასა გუნდში არსებული პრობლემების მაშტაბები. მარცხი ვულვზთან და ბლექბერნთან გადამწყვეტი გამოდგა. მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობდით, რომ უარესი აღარ მოხდებოდა, მაგრამ ამ ორმა მარცხა ფსკერისკენ წაგვიღო საიდანაც ამოსვლა ძალიან რთული იქნება. ახალ მფლობელებს უნდათ გუნდი მაღალ პოზიციებზე იხილონ, მაგრამ სამწუხაროდ გუნდს ქვედა პოზიციებისთვის უწევს ბრძოლა. ეს ლივერპულისთვის მიუღებელია ამიტომ სასწრაფოდ საჭირო იყო ცვლილებების განხორციელება. სეზონის ამ მონაკვეთში დროის კარგვა ნამდვილად არ შეიძლებოდა რადგან თამაში თამაშს მოზდევს თანაც მომავალი მატჩები მანჩესტერის და ევერტონის წინააღმდეგ გვაქვს რაც ძალიან გვაშინებდა და ამის უარყოფა არ შეიძლება. შესაბამისად გაჩნდა კითხვა: როდემდე უნდა ველოდოთ ცვლილებებს?! სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია, მაგრამ არაფერი მოხდა გუნდის გაძლიერების მიზნით, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი ცვლილება განხორციელებულია და ვფიქრობ გავაგრძელებთ ამ გეზით.”

 

 

“თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ როის, ის ხომ ლივერპულის კეთილდღეობისთვის იბრძოდა. მისი გუნდში მოსვლისას მან ბევრი რამ გველაპარაკა და მის საუბარში დავინახეთ ის იმპულსი რაც რაფა ბენიტესს არ გააჩნდა, თუმცა სეზონის დასაწყისში არსებული პრობლემები კვლავაც მოუგვარებელი დარჩა. გულშემატკივრები ბევრ ენერგიას ხარჯავენ გუნდის მხარდასაჭერად ამიტომ ისინი გაცილებიტ ბევრს იმსახურებენ. იმედია ლივერპულს ძველი თავდაჯერებულობა დაუბრუნდება და დაიწყებს აღმავლობას.”

 

 

“კენიმ იცის რა არის საჭირო რათა იყო ლივერპულის მწვრთნელი, კენიმ იცის რა არის საჭირო, რომ იყო ლივერპულის ფეხბურთელი, ამიტომ ვფიქრობ რომ მისი ხელმძღვანელობით მალე დავინახავთ შედეგს.”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...