Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ვეტერანი ლივერპულელები დალგლიშზე


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01653/kenny_dalglish_1653543c.jpg

 

ლივერპულის ლეგენდებმა ფილ ნილმა და ტომი სმიტმა კმაყოფილება გამოთქვეს დალგლიშის სამწვრთნელო პოსტზე დაბრუნების გამო.

 

დღეს გახმაურდა, რომ როი ჰოჯსონდა პოსტი დატოვა და მისი ადგილი ლეგენდარულმა კენი დალგლიშმა დაიკავა. ფილ ნილმა, რომელიც დალგლიშთან ერთად თამაშობდა და მონაწილეობა მიიღო ჩემპიონტა ლიგის 3 ფინალში განაცხადა: “ნიუკასლიდან დაწყებული გუნდს არასტაბილურობა ეტყობოდა და წინსვლის ნაცვლად უფრო დაქვეითდა სატურნირო ცხრილში. მომავალი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები და დავიწყოთ აღმავლობა.”

 

“კენი შეიძლება იყოს ის მწვრთნელი ვინც გუნდს ამ განსაცდელიდან გამოიყვანს, შეიძლება მომავალი წელი უფრო იღბლიანი იყოს, მაგრამ თუ კენიმ თქვა, რომ გამოიყვანს გუნდს ამ მდგომარეობიდან მაშინ მას წარმატებას უსურვებ. ის გამოცდილი მწვრთნელია და იცნობს ლივერპულს ისე, როგორც არავინ.”

 

ლივერპულის ყოფილი მცველი ტომი სმიტიც მიესალმა დალგლიშის დაბრუნებას: “მე დადებითად უყურებ ამას. ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ახლა ლივერპულისთვის ახალი ერა იწყება და მე მჯერა, რომ კენი ჩამოაყალიბებს ბრძოლისუნარიან კოლექტივს. მე მჯერა, რომ გუნდს დააბრუნებს იმ ადგილზე, რომელიც მას ეკუთვნის.”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...