Jump to content
Planeta.Ge

მისაღებია თუ არა რუსეთის დახმარება


  

23 members have voted

  1. 1. სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში?

    • კი - რადგან სააკაშვილის რეჟიმი საქართველოსთვის ძირითადი საფრთხეა
      7
    • არა - სააკაშვილის გარე ძალების ჩაურევლადაც მოუხერხებთ რამეს
      13
    • ოღონდ რუსეთი არა და დიდება სააკაშვილს
      3


Recommended Posts

რატომ მიდიან ასეთი ჭკვიანი გოგონები ხელმწიფის სამსახურში, მიკვირს ძალიან.

 

თუთაშხიასსმაილი.

იმიტომ რომ სასოწარკვეთილი მოღალატეებისგან გაწმინდონ ერი. ჩემეული.

 

ვერ წარმოიდგებნ როგორ განიცდიან თანაფორუნმელები რუსეთში არსებულ ვითარებას, აი ღამეები არ სძინავთ დარდით

რუსეთში არსებულ ვითარებას რომ ობიექტურად აფასებდე აღარ მოუწოდებდი აქ ყველას მოქმედებისკენ, რაც რბილად რომ ვთქვატ ღალატს ნიშნავს და მეტს არაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 319
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

იმიტომ რომ სასოწარკვეთილი მოღალატეებისგან გაწმინდონ ერი. ჩემეული.

:)

ა, კიდო, ნეობოლშევიზმი...

 

როგორ წარმომიდგენიხართ იცით?

პულემიოტჩიცა ანკა...

http://moviesovermatter.files.wordpress.com/2010/08/1934-chapaev-petka-and-anka.jpg

მაგრამ მაქსიმკის მაგივრად ხელში კლავიატურა გიჭირავთ...

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ რომ სასოწარკვეთილი მოღალატეებისგან გაწმინდონ ერი.

 

ერთი ჩკ-ს ტროიკა გვინდა და ფორუმის 95% დავიხვრიტებოდით. ვააავა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო ისე უკეთესი იქნებოდა ტყვიამფრქვევი მეჭიროს რადგან გარეშე მტერს ვერ შეებრძოლები თუ ჭერ შინაურ გველებს არ გაუსრისავ თავს.

 

:)

 

თქვენ გგონიათ რომ რამე ახალი თქვით?

ბოლშევიკები მასთე მოქმედებდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ გგონიათ რომ რამე ახალი თქვით?

ბოლშევიკები მასთე მოქმედებდნენ

ასე ბოლშევიკები კი არა ქართველები მოქმედებდნენ და ქართულ მიწაზე იმიტომ გიდგას ფეხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LANA88

მაგას ამბობ ზუსტად შენ როდესაც იძახი რომ რუსეთი გამოასწორებს ყველაფერს საქართველოში ასე რომ ეს ჟელეზნაია ლოგიკა სწორედაც შენი ლოგიკაა.

დარწმუნებული ხარ რომ ჩემ პოსტებს კითხულობ? :018:

 

რუსეთი თავი ბოლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის განადგურებაში დავიხმაროთ თუ ინიციატივას გამოვავლენთ და იგივე ვაშნგტონდსა და მოსკოვს დავასწრებთ ამ მხრივ მოქმედებას..

 

სხვა დანარჩენი ეხლაც საქართველოს მოსახლეობის გასაკეთებელია და მერეც ასე იქნება..

 

ჰოოდა ისა კიდო და რუსეთის ჯიქნებს თუ შევწვდებით და საკუთარ ეონომიკასაც გავქაჩავთ და მოსახლეობასაც დავაპურებთ ცუდი არ იქნება.. ჩემი აზრით ცუდი არ იქნება..

 

მთელი მსოფლიო რუსეთის ძუძუებთან თომარს ცდილობს ტო და ყველაზე უჭკუო სასტავი ჩვვენ რატომ უნდა ვიყოთ?

 

 

mtidan

ერთი ჩკ-ს ტროიკა გვინდა და ფორუმის 95% დავიხვრიტებოდით. ვააავა.

:018: :018:

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო ისე უკეთესი იქნებოდა ტყვიამფრქვევი მეჭიროს რადგან გარეშე მტერს ვერ შეებრძოლები თუ ჭერ შინაურ გველებს არ გაუსრისავ თავს.

 

გამოდის, რომ ვისაც დღევანდელი რეჟიმი არ მოსწონს გველი ყოფილა და გასაჟუჟი. ცოტა აზრზე მოდი. ეგ საქართველოს 90% მაინც არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი თავი ბოლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის განადგურებაში დავიხმაროთ თუ ინიციატივას გამოვავლენთ და იგივე ვაშნგტონდსა და მოსკოვს დავასწრებთ ამ მხრივ მოქმედებას..

მოგვაშორებს მაგ სააკაშვილს და გიორგაძეს დაგვაჯენს თავზე და ისევ შევარდნაძისდროინდელ საქართველოში დავბრუნდებით ოდნავ უარესში კიდევ.

 

 

გამოდის, რომ ვისაც დღევანდელი რეჟიმი არ მოსწონს გველი ყოფილა და გასაჟუჟი. ცოტა აზრზე მოდი. ეგ საქართველოს 90% მაინც არის.

მე ამას არ ვამბობ. ვისაც დღევანდელი რეჟიმი არ მოწონს იმათგან ერთ ერთი ვარ მეც მაგრამ საქართველოს რუსეთიზაციას ვერასოდეს შევეგუები.

 

სხვა დანარჩენი ეხლაც საქართველოს მოსახლეობის გასაკეთებელია და მერეც ასე იქნება..

მერე ასე აღარ იქნება და როგორც იქნება ამის ისტორიული მაგალითები წინ გიდევს.

Edited by Jonathan livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეხლა მე რომ ზუსტად იგივე ვაჩმახო აქ, რასაც ნათელაშვილი. აი იგივე სიტყვებით, იგივე კლოუნური მოთხოვნები, განცხადებები ვაკეთო, "პირსისხლიანმა დიქტატორმა.." და რაღაც ნაჯახისებური სახით (რავი აქ როგორ გამოვხატო ეგ) გუგავას როჟით და თან რომ ვიძახო არ ვარ მე ლეიბორისტი, დამიჯერებ

ჩემს პოსტებში დაინახე მსგავსი რამ? მე უბრალოდ ობიექტური ვარ და ყოველთვის იმას ვიძახი რასაც რეალურად ვხედავ დავინახავ რომ ცუდს აკეთებს პრეზიდენტი ვიძახი რომ ცუდს აკეთებს კარგს როდესაც აკეთებს ამაზეც ცუდს აკეთებსო არ ვამბობ ბევრისგან განსხვავებით, რაც შეეხება იმას რომ ვიღაცას ისე სძულს მიშა რომ მზად არის მის დასამხობად მტერსაც კი გაუღოს კარები ეს არასწორედ მომაჩნია. და იცი რისი შედეგია? მისი მოცილების სხვა გზას ვეღარ ხედავს ადამიანი დემოკრატიულ გზას, ნაძალადევად გადაგდებული რომელი პრეზიდენტის შემდგომ დამყარებულა იდეალური წყობა საქართველოში? ან როგორ შეიძლება მსგავსი სისულელის დახეთქება რომ რუსეთი მოგვაშორებს მიშას და შემდეგ ქართველ პატრიოტებს გადასცემს ხელისუფლებას დაინახავს რა რომ ქართველი პატრიოტები მართავენ ქვეყანას ეგრევე დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ოსეთს აი ბოღმა რას უშვრება ადამიანს მტრის მტრობას ივიწყებს და ასეთ მცდარ ოცნებებს უნვითარებს, რეალობა კი სხვანაირია, რომც მოხდეს სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთის დახმარებით დამხობა შენ და არც ერთ ქართველს აღარავინ გაგულავებს მერე გამოვლენ დიდი ნიჩბებით და როგორც 9 აპრილს ჩაჩეხეს ერი დღესაც ისე ჩაჩეხავენ ან ჩეჩნებივით გენოციდს მოგვიწყობენ ამის უამრავი მაგალითი არსებობს და რუსეთის მიერ უანგაროდ სხვა სახელმწიფოს დახმარებისა კი არც ერთი, რაღაც რომ არ მოეწონება ეგრევე გაზსადენს მივარდება და ევროპას აირს უკეტავს და რუსი შენ რამეს მოგცემს თუ არ წაგართვა აქეთ? საბჭოთა დროს რომ ვიხსენებთ აქ თუ პლეხანოვზე ერთსართულიანი ქოხების ნაცვლად ორსართულიანი ქოხები დადგეს სამაგიეროდ საქართველოდან და კიდევ სხვა რესპუბლიკებიდან გაზიდული რესურსებით ააშენეს თანამედროვე რუსეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უბრალოდ ობიექტური ვარ

არ მჯერა მე ადამიანებში ობიექტურობის. ობიექტური შეიძლება იყოს რობოტი - რა პროგრამაც ჩადებულია, იმას ასრულებს, მიუხედავად იმისა, ვინ დააჭერს პნოპკას.

მოაზროვნე ადამიანი ყველა არის სუბიექტური. მე სუბიექტური ვარ. ყველასთან. ყველაფერში. თუ ეს სუბიექტურობა დაემთხვევა სხვისი გაგებით სიმართლეს, ეს არ ნიშნავს, რომ მე ობიექტური ვარ. შენც სუბიექტური ხარ. როდესაც ადამიანი თვლის, რომ 2*2 4-ის ტოლია, ეს მის ობიექტურობას არ ნიშნავს. როდესაც პოლიციელი ასრულებს დანაშაულებრივ ბრძანებას, ის სუბიექტურია. ის ან ამ ბრძანებას სამართლიანად თვლის, ან იცის რომ უსამართლო ბრძანებაა მაგრამ მისი შესრულება აწყობს. თუ ის არ შეასრულებს ასეთ ბრძანებას, ამ შემთხვევაშიც სუბიექტურია - ის მისი სუბიექტური აზრით თვლის რომ ბრძანება უსამართლოა, და მისივე სუბიექტური აზრით, ასეთი ბრძანების შესრულება არ შეიძლება. განსხვავება უბრალოდ ისაა, რომ ასეთი სუბიექტური პოლიციელი კაი კაცია, ხოლო ისეთი კი - პროჭი (თანაც, ესეც ჩემი სუბიექტური აზრით).

ლექციასავით გამომივიდა მარა მეპატიება, კაი პივა არ ქონდათ მაღაზიაში და ცუდი პივა კარგად არ მიხსნის გონებას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LANA88

ძუკუ, on დღეს, 05:47 PM, said:

უკაცრავად ქალბატონო(ამაში ცოტა ეჭვი მეპარება თქვენი ლექსიკიდან გამომდინარე)რა არქივზე მესაუბრებით ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით?

 

 

კითხვა დამიკონკრეტე, არქივი არქივია ტავტოლოგიაში ნუ ჩამომართმევ რა არქივზე უნდა მქონდეს საუბარი?

კი ბატონო.პოსტებს გავიმეორებ

 

LANA88

ძუკუ, on დღეს, 03:28 PM, said:

არ არის ეს ასე მარტივად.თუ მარტო თანამდებობების და კეთილდღეობის შენარჩუნება უნდოდათ,სხვანაირად მოიქცეოდნენ, ისევ იქ იჯდებოდნენ და ყველაფერს აიტანდნენ რის მაგალითები უამრავი გვაქვს დღევანდელ ხელისუფლებაში(ყველაზე თვალსაჩინო ზურაბ ჟვანიას უახლოესი გარემოცვა).

 

ჰო მასეც იყო ყველაფერს იტანენ არქივი კი არ გადამწვარა ხელმისაწვდომია ყველასთვის განსაკუთრებით მათთვის ვისაც სუსტი მეხსიერება აქვს

ვინ და რას იტანს? ან რა არქივი არ გადამწვარა,მე ჟვანიას გუნდზე ვსაუბრობდი,რომლებიც მართლაც ყველაფერს იტანენ,ოღონდ კი კეთილდღეობა შენარჩუნონ.

ხო ამ კითხვასაც გავიმეორებ. თუ ფულის ამღები ცუდები არიან, მიმცემი ვინაა.

 

ისე, მოდერები ძველით ახალ წლამდე არ გამოჩნდებიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა,

ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,

ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,

და შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

 

 

DonCaredo

LANA88

ვორნები ახალგაზრდებო...

Edited by Jonathan livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამოვარიგებ ვორნებსა

კოვზით აგათლით ქონებსა

მემრე მოვუხმობ მონებსა

თქვენს ხორცს მივუგდებ ყორნებსა

Edited by Jonathan livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ობიექტური შეიძლება იყოს რობოტი - რა პროგრამაც ჩადებულია, იმას ასრულებს,

ცდები სწორედ რობოტია სუბიექტური რადგან სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლია. ობიექტურობა კი რეალობის დანახვას და თეთრზე თეთრის თქმას ნიშნავს შავზე შავისას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...