Jump to content
Planeta.Ge

მისაღებია თუ არა რუსეთის დახმარება


  

23 members have voted

  1. 1. სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში?

    • კი - რადგან სააკაშვილის რეჟიმი საქართველოსთვის ძირითადი საფრთხეა
      7
    • არა - სააკაშვილის გარე ძალების ჩაურევლადაც მოუხერხებთ რამეს
      13
    • ოღონდ რუსეთი არა და დიდება სააკაშვილს
      3


Recommended Posts

ისე ცნობისთვის აჭარა და სამცხე ჯავახეთი ვინ დაუბრუნა საქართველოს ხომ არ შემახსენებ?

სად იყვნენ რუსები რომაელთა, სკვითთა, პონტოელთა, ურარტუელთა, არაბთა, მონღოლთა, თურქ სელჩუკეთთა, სპარსთა ჯანდაბათა და ოხრობათა შემოსევების დროს? არ მითხრა ეხლა მაგათ გვიხსნესო. საქართველო საკუთარი ძალებითაც შეძლებს დაკარგულის დაბრუნებას მაგრამ აქ უკვე როგორი ერი ყალიბდება იცი ღამის კლუბში მსხდომთა ერი რომელსაც უკანალის განძრევას სადღაც სირბილის და ვაიმე მიშველე შენი ჭირიმეს ძახილი და ფეხის ლოკვა ურჩევნია. აქ ააშენე და შენ ააშენე შენი სახელმწიფო.

 

რუსეთს საქართველოს სრული ოკუპირება და მით უმეტეს საქართველოს მიერთება არ ჭირდება.

აბა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობაზე შესტკივა გული? ოსები და აფხაზები ისე ეცოდება რომ საკუთარ ჯარისკაცებს ტყვიაზე აგზავნის? პოლიტიკურად საღი აზროვნება მაშინ იბადება როდესაც პირადი ბოღმიანი მიზნებიდან არ გამომდინარეობს მოიშორე ბოღმა და ობიექტურად შეხედავ ამ მოვლენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 319
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

LANA88

დღესვე რომ შესთავაზოს სააკაშვილმა ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები და წართმეული ფული და აგარაკები დაუბრუნოს დღესვე სააკაშვილის მადიდებლები გახდებიან

არ არის ეს ასე მარტივად.თუ მარტო თანამდებობების და კეთილდღეობის შენარჩუნება უნდოდათ,სხვანაირად მოიქცეოდნენ, ისევ იქ იჯდებოდნენ და ყველაფერს აიტანდნენ რის მაგალითები უამრავი გვაქვს დღევანდელ ხელისუფლებაში(ყველაზე თვალსაჩინო ზურაბ ჟვანიას უახლოესი გარემოცვა).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟში და საქართველოც უეჭცველი დაუბრუნდება "მოსკოვის ორბიტაც".

რუსეთის ორბიტას საქართველო კი არ დაუბრუნდება გიორგაძე, კიტოვანი, სამხედრო ხუნტა, დაბოღმილები ბურჯანაძეები, აბაშიძეები, ნოღაიდელები დაუბრუნდებიან ქურდებით ყაჩაღთა საძმოებით და მოღალატეებით საქართველო ნებაყოფლობით ავტორიტეტულ რუსეთს აღარ დაუბრუნდება, და ვისაც რუსეთის ორბიტაზე უნდა ბრუნვა მიბრძანდნენ ბატონო მიბრძანდნენ ოღონდ საქართველო დატოვონ თან ნუ მიათრევენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ეს ასე მარტივად.თუ მარტო თანამდებობების და კეთილდღეობის შენარჩუნება უნდოდათ,სხვანაირად მოიქცეოდნენ, ისევ იქ იჯდებოდნენ და ყველაფერს აიტანდნენ რის მაგალითები უამრავი გვაქვს დღევანდელ ხელისუფლებაში(ყველაზე თვალსაჩინო ზურაბ ჟვანიას უახლოესი გარემოცვა).

ჰო მასეც იყო ყველაფერს იტანენ არქივი კი არ გადამწვარა ხელმისაწვდომია ყველასთვის განსაკუთრებით მათთვის ვისაც სუსტი მეხსიერება აქვს, მაგრამ როდესაც იგივე მონსტრებად გარდაქმნა დაიწყეს რომლებიც ძლივს მოიცილა ქართველმა ხალხმა შევარდნაძის თამადობით აქ უკვე დაამუხრუჭებინეს და არ მოეწონათ შეზღუდვები ამ საცოდავ ამბოხს კი თავი და ბოლო არ უჩანს მარტივი მიზეზის გამო ყველას პირველობა უნდა და ერთი გამორჩეული ლიდერი არ ყავთ სადაც განხეთქილებაა იქ ერთიანობა აღარ არის ჰო და გათიშე და იბატონე ეხლაც კარგად მოქმედებს ალასანია რო მოკროფონთან იხევა გადადექის ყვირილით და ამ დროს გრეჩიხა მიშასთან კაბინეტში მაყუთს ითვლის გავკარი ამათ შექმნილ ხელისუფლებასა და დემოკრატიულ სახელმწიფოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოთა კომუნისტურ იმპერიას თანამედროვე რუსეთთან ნუ აურევთ.. რუსეთიც ისევე გააფარჩაკეს კომუნისტმა ნაგიჟრებმა როგორც საქართველო. თუმცა რიგი უმნიშვნვნეოვანესი პოზიტიური ცვლილებები რათქმანდა საბჭოთა ეპოქაზეც მოდის..

მე კი არა რუსეთის ხელისუფლება და მათგან დაზომბირებული მოსახლეობა ურევს, პუტინის I სურვილი საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეგენი მტაცებლები არიან მტრები მტაცებელი ბარბაროსი მტრები გაიგეთ რა ხალხნო კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა წაგვკუზოს რომ ამას მიხვდეთ. რომელ ლოიალურ ურთიერთობაზე ლაპარაკობ სახელმწიფოსთან რომელიც როგორც პატარა ნაბიჭვარს ისე გიყურებს. რომელიც არ გთვლის თანასწორად, რომელიც ეკონომიკურ ენბარგოს გიწესებს, რომელიც სავიზო რეჟიმს გიუქმებს, რომელიც შენი ეროვნების ადამიანებს სანთლით ეძებს სატვირთო თვითმფრინავზე ტვირთავს და ისე ყრის საკუთარი ქვეყნის საზღვრებიდან, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს გართმევს, რომელიც დივერსიულ აქტებს გიწყობს, რომელიც ძმებს შვილებს მამებს გიხოცავს. ეს არ არის საკმარისი მიზეზი რომ იგი მტრად გამოაცხადო? თუ მეგობარია? მე არ მინდა მონობა არც ჩემი შვილი მინდა რომ ხახოლების მონა იყოს ვისაც უნდა ვასწავლი გზას რუსეთისაკენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ცნობისათვის ჩემს წინაპარს რუსეთის იმპერატორი პავლე I საკუთარ საძინებელში ჰყავს კატასავით მიხრჩობილი ფარდით

დიდად მივესალმები მსგავსი ტრადიციების აღორძინებას სამშობლოში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით :givi:

 

როგორ გგონიათ თქვენი წინაპარი მოგიწონებდათ მიშას განდიდებას? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1783 წელსა და დღევანდელობას შორის ხომ არიც თუნდაც მცირეოდები განსხვავება?

საქმეც ეგ არის რომ არ არის როგორი მტაცებელი ბარბაროსიც მაშინ იყო რუსეთი დღესაც იგივე მტაცებელი ბარბაროსია და სააკაშვილი აქ უკვე მეორეხარისხოვანი მტერი ხდება მგონი ნომერ პირველი მტერი კი ის ვისითაც იმედოვნებ. ეხლა იტყვი ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია მაგან მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდეო მართალი ხარ ასეა მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ვერ იქნებოდა საქართველო ფორმალურად დამოუკიდებელი და რეალურად კი მონა როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ გგონიათ თქვენი წინაპარი მოგიწონებდათ მიშას განდიდებას?

მიშა ტიპიური დიქტატორია, ზოგჯერ ხალხს დიქტატორი ჭირდება, ზოგჭერ დემოკრატი მმართველი, ისე მედალს ორი მხარე აქვს და მხოლოდ უარყოფითის დანახვა არაობიექტურობაა. სვანეთის სიღნაღიზაციაო იცინოდა ვიღაც რა უკეთესია აშენებული სვანეთი დაწყნარებული ცხოვრებით თუ უშუქო ჭრაქის სინათლით მბჟუტავი დანგრევის პირას მისული კოშკები და გაუკაცრიელებული ბანდიტური მთა? შენება სჯობია თუ ნგრევა? ხალხი მშიერია იტყვის ვიღაც ეხლა რა სახელმწიფოს ბიუჯეტი გავყოთ თითოეულ სულ მოსახლეზე და დავურიგოტ? 2 თვეში შეიჭმება და ისევ მშიერმუცელა ხალხი დაგვრჩება პრეტენზიებით და პლიუს გაფხეკილი ბიუჯეტით, რაღაც რომ ჭამო ჯერ უნდა მოიპოვო ეს რაღაც, რატო იმაზე არ ვიძახი კარგი ქნა თქო როდესაც ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტები იყიდებოდა აქ უნდა აშენდეს ქართული ინდუსტრია ქართული ნაწარმი და ქართული ხელფასით ქართველი კაცი მაშინ შეჭამს პურს ერთი ახვრის მეორეთი შეცვლით ქვეყანა ჯერ არავის აუშენებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ გგონიათ თქვენი წინაპარი მოგიწონებდათ მიშას განდიდებას?

მე მიშას არ ვადიდებ და საერთოდ არავის ვადიდებ ღვთის გარდა არც ნეიტრალური ვარ მე ვარ მისი როგორც პრეზიდენტის წინააღმდეგი იმიტომ რომ მმართველობაში შეცდომებს უშვებს და ავტოკრატიული რეჟიმით მართავს სახელმწიფოს არბევს მშვიდობიან აქციებს და ძალადობს ხალხზე პოლიციის დახმარებით მაგრამ კარგს რასაც აკეთებს მაგასაც ვხედავ და განსხვავება იცი რაშია აქ უმრავლესობა მარტო ცუდს ხედავს და კარგს დასცინის გზა ვჭამო იძახის გვირაბი რათ მონდა? სიღნაღი პატარა პარიზია იძახის ცინიკურად სვანები რაღამ გაახსენა, რა დროს შადრევნებია? ყველაფერს თავის სახელს თუ არ დაარქმევ ცუდს ცუდს და კარგს კარგს ობიექტური ვეღარ იქნები არჩევნები მოვა გავარდებიან და ქარიზმატულ ლიდერს აძლევენ ხმას მოგიჟმაჟო ელემენტები ევასებათ ამ დროს არავინ იცნობს ისეთ ობიექტურ პოლიტიკოსს როგორიცაა მაგალითად დავით უსუფაშვილი, ალასანია სიმპატიური როჟაა მოდი მას დავუჭიროთ მხარი კობამ ჩხუბი იცის, ძიძიგური კარგად ცეკვავს ბურჟანაძე ყინვაგამძლეა და ასეთი კრიტერიუმებით ირჩევს ხალხი ლიდერს თავში რა უყრია და რა მიზნები და სახელმწიფოს აღმშენებლობის როგორი პროგრამა აქვს იმას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ამიტომაც 2013 წლის შემდეგ უარეს ქაქში აღმოვჩნდებით ვიდრე დღეს ვართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LANA88

 

სად იყვნენ რუსები რომაელთა, სკვითთა, პონტოელთა, ურარტუელთა, არაბთა, მონღოლთა, თურქ სელჩუკეთთა, სპარსთა ჯანდაბათა და ოხრობათა შემოსევების დროს? არ მითხრა ეხლა მაგათ გვიხსნესო. საქართველო საკუთარი ძალებითაც შეძლებს დაკარგულის დაბრუნებას მაგრამ აქ უკვე როგორი ერი ყალიბდება იცი ღამის კლუბში მსხდომთა ერი რომელსაც უკანალის განძრევას სადღაც სირბილის და ვაიმე მიშველე შენი ჭირიმეს ძახილი და ფეხის ლოკვა ურჩევნია. აქ ააშენე და შენ ააშენე შენი სახელმწიფო.

რატომ ვერ აშენებთ ხალხო? რატომ ვერ აშენებთ ნორმალურ ქვეყანას? ჩანასახის დონეზე მაინც რატომ არ არის სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში და რატომ ხდება რომ რჩეულ უმცირესობას არა თუ გასაქანს აძლევს გურჯისტან სოსაითი, არამედ იქით წიხლავს და "უკეთეს" შემთხვევაში აფსაიდში ყოფნას ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს?

 

საქართველოს მოსახლეობა ვერ ჩამოყალიბდა ვერც ეთნოსად და ვერც ნაციად, რადაც ჩამოყალიბდა საკმარისი რომ არ არის სახელმწიფოს დმოუკიდებლად მართვისა და ცივილიზებული განვიარებისთვის ცხადია და უფრო მეტიც, ეგ რაღაც რასად დღევანდელი ქართული საზოგადოება წარმოადგენს უბრაოდ გადაბერდა და პოზიტიურ საქმიანობაზე ვარგისი აღარ არის.. ამაში დარწმუნებული ვარ და ამდენად სრულიად მისაღებად მიმაჩნია სხვა ძალების დახმარებით მდგომარეობის შეძლებისდაგვარი გამოსწორება..

ნებისმიერ შემთხვეაში ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულება უნდა იყოს და ამდენად როგორც არ უნდა შევაფასოთ დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა, ვფიქრობ არაადამიანურ პირობებში არ უნდა ცხოვრობდეს და არც არაადამიანურ დამოკიდებულებას უნდა აწყდებოდეს საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან.

 

რაც შეეხება სკვითებს, რომაელებს, ბიზანტიელებს და სხვა დანარჩენებს, ერთი საქართველო არსებობდა როგორც სახელმწიფო მაშინ და მეორე რუსეთი..

 

დიაოხი და კოლხა საქართველო არ იყო და არ არის და კარგი იქნება თუ საკუთარი ქვეყნის ისტორიას ცოტა უფრო სერიოზულად მოვეკიდებით., პირველ რიგში ისტორიკოსებს ეხება ეს.

 

იქნებ მითხრათ პირველად სიტყვა საქართველოთი რომელი საუკუნიდან მოიხსენიება თანამედროვე საქართველო და როდის გახდა ერთიანი ცენტრალიზუბული სახელმწიფო იმ საზღვრებში რომელშიც საბჭოთა კავშირში დაფიქსირდა?

 

აბა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობაზე შესტკივა გული? ოსები და აფხაზები ისე ეცოდება რომ საკუთარ ჯარისკაცებს ტყვიაზე აგზავნის? პოლიტიკურად საღი აზროვნება მაშინ იბადება როდესაც პირადი ბოღმიანი მიზნებიდან არ გამომდინარეობს მოიშორე ბოღმა და ობიექტურად შეხედავ ამ მოვლენებს.

ოსეთსა და აფხაზეთს რაც შეეხება აქ საკითხი უფრო მარტივია ვიდრე ბევრი ფიქრობს..

მარტივი, რადგან რაც დათესა ეთნიკურად "ქართულმა" უმრავლესობამ ის მოიმკო და რაც არ უნდა ეცადოს მავანი სამოქალაქო ომზე პასუხისმგებლობის ცხინვალსა და სოხუმზე გადაბრალებას, ფაქტია რომ ეთნიკურ კონფლიქტებზე და კონფლიქტის შედეგებზე პასუხისმგებელი ოფიციალური თბილისი იყო და არის..

 

რუსეთმა კი ის გააკეთა რის გაკეთებაც მას საქართველომ აიძულა..

 

ასე ეს! :018:

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიაოხი და კოლხა საქართველო არ იყო და არ არის და კარგი იქნება თუ საკუთარი ქვეყნის ისტორიას ცოტა უფრო სერიოზულად მოვეკიდებით., პირველ რიგში ისტორიკოსებს ეხება ეს.

მაგის სწავლება მე არ მჭირდება სამაგიეროდ კოლხები იბერები ლაზები ჭანები აფსუები აბაზგები იყვნენ ქართული წარმოშობის ტომები რომლებიც დამოუკიდებლადაც მშვენივრათ ახერხებდნენ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და ვაიმე მიშველეს ძახილით არ დარბოდნენ

 

რატომ ვერ აშენებთ ხალხო? რატომ ვერ აშენებთ ნორმალურ ქვეყანას? ჩანასახის დონეზე მაინს რატომ არ არის სამოქალაქო საზოგადოება საქართვეოში და რატომ ხდება რომ რჩეულ უმცირესობას არა თუ გასაქანს აძლევს გურჯისტან სოსაითი, არამედ იქით წიხლავს და "უკეთეს" შემთხვევაში აფსაიდში ყოფნას ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს?

იმიტომ ვერ ვაშენებთ რომ ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გვინდა რომ გააკეთოს

 

რუსეთმა კი ის გააკეთა რის გაკეთებაც მას საქართველომ აიძულა..

 

ასე ეს!

არა ამ სიტყვების შემდეგ ვრწმუნდები რომ ყორღანაშვილი შემთხვევით არ მიხსენებია.

 

ოსეთსა და აფხაზეთს რაც შეეხება აქ საკითხი უფრო მარტივია ვიდრე ბევრი ფიქრობს..

მარტივი, რადგან რაც დათესა ეთნიკურად "ქართულმა" უმრავლესობამ ის მოიმკო და რაც არ უნდა ეცადოს მავანი სამოქალაქო ომზე პასუხისმგებლობის ცხინვალსა და სოხუმზე გადაბრალებას, ფაქტია რომ ეთნიკურ კონფლიქტებზე პასუხისმგებელი ოფიციალური თბილისი იყო და არის..

მაგას არავინ უარყოფს რომ დაშვებულ იქნა უამრავი პოლიტიკური შეცდომა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სამშვიდობო სტატუსით შემოპარულმა გველმა ქვეყნის შიდა საქმეებში აფათუროს ხელი და ამის უფლება ჰქონდეს მხოლოდ იმიტომ რომ თურმე ოსები ეცოდება, ჩეჩნებს რა არა აქვთ თვითგამორკვევის უფლება? რატომ მოუწყო გენოციდი?

 

იქნებ მითხრათ პირველად სიტყვა საქართველოთი რომელი საუკუნიდან მოიხსენიება საქართველო და როდის გახდა ერთიანი ცენტრალიზუბული სახელმწიფო იმ საზღვრებში რომელშიც საბჭოთა კავშირში დაფიქსირდა?

ეგ გამოცდები შენს თანამოაზრეებს მოუწყვე იქნებ რაღაც გაიხსენონ და დედა რუსეთისკენ გეზი დედა საქართველოსკენ შეცვალონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LANA88

მიშა ტიპიური დიქტატორია, ზოგჯერ ხალხს დიქტატორი ჭირდება, ზოგჭერ დემოკრატი მმართველი,

როგორც გავიგე მიშა დემოკრატი დიქტატორი ყოფილა...აბა შუქურა :)

 

რაც შეეხება "დამსახურებებს", ბატონოჩემო ეს მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა,როგორც პრეზიდენტის და როგორც მოქალაქის,მითუმეტეს ეს ყველაფერი ხალხის შრომის ხარჯზე კეთდება და არა მისი პირადი სახსრებით :yes: და ამითი აპელირება არ მგონია ვინმეს პატივს მატებდეს :)

ერთი ახვრის მეორეთი შეცვლით ქვეყანა ჯერ არავის აუშენებია.

ზალატიე სლავა :)

 

და მაინც,როგორ გგონიათ, მსგავსი "დამსახურებები" პავლე I არ ჰქონია?...და რას "ერჩოდნენ":)

 

პ.ს არ შემიძლია ქალბატონებთან კამათი,მითუმეტეს პოლიტიკაზე,თუნდაც ფორუმზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მოსახლეობა ვერ ჩამოყალიბდა ვერც ეთნოსად და ვერც ნაციად, რადაც ჩამოყალიბდა საკმარისი რომ არ არის სახელმწიფოს დმოუკიდებლად მართვისა და ცივილიზებული განვიარებისთვის ცხადია და უფრო მეტიც, ეგ რაღაც რასად დღევანდელი ქართული საზოგადოება წარმოადგენს უბრაოდ გადაბერდა და პოზიტიურ საქმიანობაზე ვარგისი აღარ არის.. ამაში დარწმუნებული ვარ და ამდენად სრულიად მისაღებად მიმაჩნია სხვა ძალების დახმარებით მდგომარეობის შეძლებისდაგვარი გამოსწორება..

სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება რომ სპეცსამსახურების უხილავმა ხელმა დაგამუშავა

 

და მაინც,როგორ გგონიათ, მსგავსი "დამსახურებები" პავლე I არ ჰქონია?...და რას "ერჩოდნენ"

ერთ ახვარს ცვლიდნენ მეორეთი.

 

როგორც გავიგე მიშა დემოკრატი დიქტატორი ყოფილა...აბა შუქურა

არასწორედ გაგიგია

 

რაც შეეხება "დამსახურებებს", ბატონოჩემო ეს მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა,როგორც პრეზიდენტის და როგორც მოქალაქის,მითუმეტეს ეს ყველაფერი ხალხის შრომის ხარჯზე კეთდება და არა მისი პირადი სახსრებით და ამითი აპელირება არ მგონია ვინმეს პატივს მატებდეს

იგივე მოვალეობები ჰქონდათ მის წინამორბედებსაც მაგრამ დიდი ხანი არ არის რაც ორმოში აღარ უბრახუნებ საბურავს და ელ ენერგიის მოსვლის შემდეგ ურას არარ იძახი.

 

პ.ს არ შემიძლია ქალბატონებთან კამათი,მითუმეტეს პოლიტიკაზე,თუნდაც ფორუმზე

ჯენტლმენი ყოფილხარ, თუ უბრალოდ ნერვები არ გაქვს?:)

 

რაც შეეხება სკვითებს, რომაელებს, ბიზანტიელებს და სხვა დანარჩენებს, ერთი საქართველო არსებობდა როგორც სახელმწიფო მაშინ და მეორე რუსეთი..

რუსეთის როლს მაშინ ბიზანტიის იმპერია ასრულებდა.

 

საქართველოს მოსახლეობა ვერ ჩამოყალიბდა ვერც ეთნოსად

სამაგიეროდ ყივჩაღები და პაჭანიკები ჩამოყალიბებულან თურმე დემოკრატიულ ეთნოსად ამის თქმა გინდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LANA88

 

მამენტ შენ პოსტებს რომ გადახედო და რაღაც ერთი მიმართულებით ჩამოაყალიბო ვერა?

 

ხან ბოდიში და მამალი მიშისტის დაწერილის შთაბეჭდილებას ტოვებს შენი პოსტოლოგია ხან ე.წ. ოპოზიცის ნამრევლარის..

 

მაინც საით ხარ?

 

პ.ს. ყორღანაშვილები და ფეესბეს აგენტები შენ პოსტებში აქტუალურობას კარგავენ, რადგან თუ მიშფაშას "დიად შემოქმედებას" ვერაფერი ანტისახელმწიფოებრივ/ანტისახალხო და მოღალატეობრივი ვერ შეატყე, მეეჭვება როდისმე შეძლო სახელმწიფოებრივსა და ანტისახელმწიფოებრივს შორის განსხვავების დანახვა..

 

ია ტაკ დუმაიუ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ შენ პოსტებს რომ გადახედო და რაღაც ერთი მიმართულებით ჩამოაყალიბო ვერა?

ჩემს პოსტებს კარგად რომ გადახედო დაინახავ ერთ ძირითადს საქართველო რუსეთის და ვაიმე მიშველეს ძახილის გარეშე.

 

ხან ბოდიში და მამალი მიშისტის დაწერილის შთაბეჭდილებას ტოვებს შენი პოსტოლოგია ხან ე.წ. ოპოზიცის ნამრევლარის..

მამალი მიშისტის დაწერილს შენი პოსტები უფრო ჰგავს რადგან ის თუ შეფარვით მიიწევს უცხო სახელმწიფოების მიერ საქართველოს დეგრადაციისკენ შენ ამას ხმამაღლა აცხადებ.

 

პ.ს. ყორღანაშვილები და ფეესბეს აგენტები შენ პოსტებში აქტუალურობას კარგავენ, რადგან თუ მიშფაშას "დიად შემოქმედებას" ვერაფერი ანტისახელმწიფოებრივ/ანტისახალხო და მოღალატეობრივი ვერ შეატყე, მეეჭვება როდისმე შეძლო სახელმწიფოებრივსა და ანტისახელმწიფოებრივს შორის განსხვავების დანახვა..

 

ია ტაკ დუმაიუ

და, ეტა ტი ტაკ დუმაეშ კ საჟილენიუ.

 

რუსეთი საქართველოს არ და ვერ ააყვავებს ლიმონივით ამოწურავს ქვეყნის ეკონომიკურ რესურსს და მერე ადამიანურზე გადავა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...