Jump to content
Planeta.Ge

მისაღებია თუ არა რუსეთის დახმარება

23 members have voted

  1. 1. სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში?

    • კი - რადგან სააკაშვილის რეჟიმი საქართველოსთვის ძირითადი საფრთხეა
      7
    • არა - სააკაშვილის გარე ძალების ჩაურევლადაც მოუხერხებთ რამეს
      13
    • ოღონდ რუსეთი არა და დიდება სააკაშვილს
      3

Recommended Posts

ამაზე ცალკე თემის გახსნა არ ღირს და ამიტომ რადგან ამ თემას ეხმაურება აქ იყოს.

ვლადიმერ სანაკოევი "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა

14:22 11-01-2011

აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა .

ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ ინტერნეტგამოცემა ”კავკასკის უზელის” ვებგვერდზე თავად განათავსა. სტატია სათაურით ”ვლადიმერ სანაკოევის ორმაგი თამაში” ბევრ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს ცხინვალის რეგიონში 2004-2008 წლებში განვითარებულ პროცესებზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობის შესახებ ინფორმაცია ვლადიკავკაზში იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. მასში დეტალურად არის მონათხრობი იმის თაობაზე, რომ იგი რუსულ სპეცსსამსახურებთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. მისი თანამშრომლობაზე დათანხმება ქალაქ სოჭში მოხდა და მისი ფსევდონიმი - ”ირონი” იყო, რაც ”ოსს” ნიშნავს. სანაკოევის განმარტებით, რუსულმა სპეცსამსახურმა მისგან გააქტიურება საქართველოში "ვარდების რევოლუციისა" და აჭარაში თბილისის იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ მოითხოვა.

ვლადიმერ სანაკოევის მტკიცებით, დავალების შესასრულებლად მან ცხინვალში ნათესავებთან სტუმრობას მოუხშირა და ქართულ მხარეში ნდობის მოპოვებისათვის დაწერა სტატია სათაურით _ ”ლიახვს ვერ შემოაბრუნებ და იგი როგორც აქამდე, მტკვარში ჩადინებას გააგრძელებს”. როგორც თავად ამბობს, ეს სტატია ფე-ეს-ბეში მისი კურატორების მეშვეობით გავრცელდა. ამის შემდეგ, მას თბილისში ეპატიჟება მისი ბავშვობის მეგობარი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მისივე მტკიცებით, სწორედ ამ მეგობრის საშუალებით გაიცნო მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი.

სანაკოევის იხსენებს 2004 წლის ბესლანის მოვლენებს და აცხადებს: ”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა _ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და სხვა პირები საერთაშორისო ტერორიზმისა და რუსეთისა და მისი ხალხის წინაამდეგ მიმდინარე ომის ხელშემწყობები არიან" და იგი მზადაა, ეს ღიად დაადასტუროს.

მისივე მტკიცებით, დიმიტრი სანაკოევის ”სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის” იდეის ავტორი სწორედ იგია, რის შესახებაც მან თავისი მოსაზრებები ამირან მესხელს და შალვა ჟღენტს თბილისში მეორეჯერ ჩამოსვლისას, ანუ, 2005 წლის 17 სექტემბერს გაუზიარა.

მისივე თქმით, თავისი სამოქმედო გეგმით იგი თბილისში 2005 წლის 21 ნოემბერს ჩამოვიდა. ამის შემდეგ ვლადიმერ სანაკოევი დაწვრილებით აღწერს, როგორ მიიღო 2005 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა და როგორ ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში იმის მტკიცებით, რომ საქართველო მისი სამშობლოა; როგორ მისცა პირველი ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ”ალანიას”, რის შემდეგაც მას ამავე ტელეკომპანიაში საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ”დენ ზა დნიომის” წამყვანობა შესთავაზეს.

სანაკოევის მტკიცებით, საქართველოში მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა საომარი მოქმედებვების დაწყება, იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს საქმიანობიდან ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოშორებას და ”პროექტ ვანო მერაბიშვილის” ამოქმედებას. მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იგი ძალის გამოყენებით შეძლებდა ცხინვალის დამორჩილებას და რუსეთის 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ვერ მიიღებდა.

ვლადიმერ სანაკოევი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 2 ივნისს ,”მოდულის” შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის ნათელი იყო, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში დაიწყებოდა. მისივე მტკიცებით, იმ დროიდან იგი ცდილობდა ”თამაშიდად” გასვლას და კვლავ რუსეთში დაბრუნებას.

”საქართველოს დატოვება დიდი რისკის მიუხედავად 2010 წლის 13 სექტემბერს შევძელი. თუმცა, როგორც ვხედავ აქაც კარგი არაფერია, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა გასაქცევი აღარსად მაქვს”, _ ასე ასრულებს თავის თხრობას ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა.

კოკოითი ფანდერასტ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 319
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ვლადიმერ სანაკოევი "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა

:D

ეტყობა ამათმა დაასწრეს სანამ გაბაზრდებოდა და ირონის მაგივრად ენვერი იმიტომ ჩაატარეს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს ჰო რაც შეეხება პოლიტიკას,რატომღაც ქალბატონი ქობალია გამახსენდა და როგორ აფასებთ მის შეუფასებელ შრომით მოღვაწეობას

როგორ უნდა შევაფასო უინტელექტო თოჯინა, ისე ვანო მარტო აღარ არის ერთი მობლუკუნე გამოჩნდა კიდევ პოლიტიკურ ჰორიზონტზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

asds

უცნაური რამე გამოდის შენი მხრივ, ე.ი. ამერიკა და რუსეთი შეთანხმდა კაცო რომ მიშა მოაშორონ?

იმას ვამბობ რომა ამერიკა და რუსეთი შეთანხმდა არა მხოლოდ მიშფაშას მოშორებაზე, არამედ იმაზეც თუ მოშორებამდე როგორ გამოიყენებენ ამ უკანასკნელს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე ცალკე თემის გახსნა არ ღირს და ამიტომ რადგან ამ თემას ეხმაურება აქ იყოს.

ვლადიმერ სანაკოევი "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა

14:22 11-01-2011

აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა .

ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ ინტერნეტგამოცემა ”კავკასკის უზელის” ვებგვერდზე თავად განათავსა. სტატია სათაურით ”ვლადიმერ სანაკოევის ორმაგი თამაში” ბევრ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს ცხინვალის რეგიონში 2004-2008 წლებში განვითარებულ პროცესებზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობის შესახებ ინფორმაცია ვლადიკავკაზში იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. მასში დეტალურად არის მონათხრობი იმის თაობაზე, რომ იგი რუსულ სპეცსსამსახურებთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. მისი თანამშრომლობაზე დათანხმება ქალაქ სოჭში მოხდა და მისი ფსევდონიმი - ”ირონი” იყო, რაც ”ოსს” ნიშნავს. სანაკოევის განმარტებით, რუსულმა სპეცსამსახურმა მისგან გააქტიურება საქართველოში "ვარდების რევოლუციისა" და აჭარაში თბილისის იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ მოითხოვა.

ვლადიმერ სანაკოევის მტკიცებით, დავალების შესასრულებლად მან ცხინვალში ნათესავებთან სტუმრობას მოუხშირა და ქართულ მხარეში ნდობის მოპოვებისათვის დაწერა სტატია სათაურით _ ”ლიახვს ვერ შემოაბრუნებ და იგი როგორც აქამდე, მტკვარში ჩადინებას გააგრძელებს”. როგორც თავად ამბობს, ეს სტატია ფე-ეს-ბეში მისი კურატორების მეშვეობით გავრცელდა. ამის შემდეგ, მას თბილისში ეპატიჟება მისი ბავშვობის მეგობარი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მისივე მტკიცებით, სწორედ ამ მეგობრის საშუალებით გაიცნო მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი.

სანაკოევის იხსენებს 2004 წლის ბესლანის მოვლენებს და აცხადებს: ”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა _ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და სხვა პირები საერთაშორისო ტერორიზმისა და რუსეთისა და მისი ხალხის წინაამდეგ მიმდინარე ომის ხელშემწყობები არიან" და იგი მზადაა, ეს ღიად დაადასტუროს.

მისივე მტკიცებით, დიმიტრი სანაკოევის ”სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის” იდეის ავტორი სწორედ იგია, რის შესახებაც მან თავისი მოსაზრებები ამირან მესხელს და შალვა ჟღენტს თბილისში მეორეჯერ ჩამოსვლისას, ანუ, 2005 წლის 17 სექტემბერს გაუზიარა.

მისივე თქმით, თავისი სამოქმედო გეგმით იგი თბილისში 2005 წლის 21 ნოემბერს ჩამოვიდა. ამის შემდეგ ვლადიმერ სანაკოევი დაწვრილებით აღწერს, როგორ მიიღო 2005 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა და როგორ ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში იმის მტკიცებით, რომ საქართველო მისი სამშობლოა; როგორ მისცა პირველი ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ”ალანიას”, რის შემდეგაც მას ამავე ტელეკომპანიაში საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ”დენ ზა დნიომის” წამყვანობა შესთავაზეს.

სანაკოევის მტკიცებით, საქართველოში მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა საომარი მოქმედებვების დაწყება, იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს საქმიანობიდან ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოშორებას და ”პროექტ ვანო მერაბიშვილის” ამოქმედებას. მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იგი ძალის გამოყენებით შეძლებდა ცხინვალის დამორჩილებას და რუსეთის 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ვერ მიიღებდა.

ვლადიმერ სანაკოევი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 2 ივნისს ,”მოდულის” შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის ნათელი იყო, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში დაიწყებოდა. მისივე მტკიცებით, იმ დროიდან იგი ცდილობდა ”თამაშიდად” გასვლას და კვლავ რუსეთში დაბრუნებას.

”საქართველოს დატოვება დიდი რისკის მიუხედავად 2010 წლის 13 სექტემბერს შევძელი. თუმცა, როგორც ვხედავ აქაც კარგი არაფერია, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა გასაქცევი აღარსად მაქვს”, _ ასე ასრულებს თავის თხრობას ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა.

კოკოითი ფანდერასტ :givi:

ერთი სანაკოევია ფეესბეს აგენტი და მეორე მე ჩინეთის იმპერატორი..

ინფორმაციიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ სანაკოევი რატომღაც სააკაშვილს წმენდს სინდისს (სად აქვს სააკიანცს სინდისი, მაგრამ..) და პასუხისმგებლობასაც არიდებს. პასუხისმგებლობას სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული (ე.წ. სანაკოევის პროექტი) მთავრობის შექმნისთვის, სამხრეთ ოსეთის როგორც ავტონომიური სუბიექტის იურიდიული გაფორმებისა და ახალგორის რაიონის ავტონომიის შემადგენლობაში შეყვანისთვის..

როგორც ჩანს სააკიანცი ჯერ კიდევ ჭირდება მოსკოვს და ვაშინგტონს და ჭირდება ზუსტად იმ მიზნების მისაღწევად რაზეც არაერთხელ მისაუბრია და არ გავმეორდები..

ასე რომ თვითლუსტრაციას ახდენდნენ სპეც-სამსახურების თანამშრომლები რაღა უჭირდა კონტრდაზვერვის სამსახურებს : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

იმას ვამბობ რომა ამერიკა და რუსეთი შეთანხმდა არა მხოლოდ მიშფაშას მოშორებაზე, არამედ იმაზეც თუ მოშორებამდე როგორ გამოიყენებენ ამ უკანასკნელს..

მე არ ვთვლი რომ რუსული ხელისუფლება ამერიკიდან იმართება, კი ბატონო, თანამშრომლობენ, შეიძლება საერთო ბიზნეს ინტერესებიც აქვთ, აწყობთ ერთმანეთი მაგრამ კრემლი არაა ამერიკის თოჯინა,

რაც შეეხება მიAს, ამერიკა მის რეჟიმს უჭერს მხარს,

რუსებს რა აწყობთ საქართველოში ბოლომდე არ ვიცი, მათ ბუნებრივია სურთ პრორუსული ხელისუფლება,

მიშა ამრიკის ინტერესების გამტარებელია ცალსახად :)

ასე რომ თუკი რუსეთის გადაყწვეტს მიშას მოშორებას ამიწ წინააღმდეგ იქნება ამერიკა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LANA88

როგორ უნდა შევაფასო უინტელექტო თოჯინა, ისე ვანო მარტო აღარ არის ერთი მობლუკუნე გამოჩნდა კიდევ პოლიტიკურ ჰორიზონტზე.

LANA88

როგორ უნდა შევაფასო უინტელექტო თოჯინა, ისე ვანო მარტო აღარ არის ერთი მობლუკუნე გამოჩნდა კიდევ პოლიტიკურ ჰორიზონტზე.

ვანოსთან მაგის შედარება აშკარად არასამართლიანია.ვანომ მართლაც კარგი ორგანიზატორია თუმცა პარტიული ინტერესების განმხორციელებელი სისტემა ააწყო.ხოლო ეს კი სრული კოშმარია,როგორ შეიძლება ეკონომიკის მინისტრს უმაღლესი განათლება არ ქონდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანომ მართლაც კარგი ორგანიზატორია

ისემც კარგი მოხვდა მაგას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ რა აწყობს ქართველ ერს? აი ამაშია საქმე, თორემ სულ ერთ ადგილზე მკიდია ამერიკის და რუსეთის ინტერესები,

სამწუხაროდ საქართველოში ბევრია ისეთი ვინც ამ ორი ქვეყნის ინტერესებს არის გადაყოლილი, რა Qმა უნდა პირადი სარგებლიდან გამომდინარე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ასე რომ თუკი რუსეთის გადაყწვეტს მიშას მოშორებას ამიწ წინააღმდეგ იქნება ამერიკა

არა..

რუსეთი სააკიანცს ვაშინგტონის შესაბამისი სანქციის შედეგად მოქესტავს მხოლოდ, როგორც გამსახურდია მოქესტა თავის დროზე თეთრი სახლის დავალებით.

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანოსთან მაგის შედარება აშკარად არასამართლიანია.ვანომ მართლაც კარგი ორგანიზატორია თუმცა პარტიული ინტერესების განმხორციელებელი სისტემა ააწყო.ხოლო ეს კი სრული კოშმარია,როგორ შეიძლება ეკონომიკის მინისტრს უმაღლესი განათლება არ ქონდეს?

როგორ შეიძლება და ცეკვა ცეკვით :givi: ვანო ხო რას ამბობ აკადემიკოსი მყავს. რა სისტემა ააწყო ზის და კომპიუტერს თამაშობს ეს ძველი კადრია რომელიც მაგის მაგივრად ამუშავებენ თავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოლეგა ფორუმელებო, ვაკვირდები რა საქართველოში მიმდინარე პროცესებს იმ დასკვნამდე მივდივარ რომ გარე ძალების დახმარების გარეშე სააკშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟი შეუძლებელია..

აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ მხოლოდ რუსეთის დახმარებით არის შესაძლებელი სააკაშვილის კრიმინალურ ხროვასთან ბრძოლა და ამდენად პირადად თქვენთვის რამდენად არის ან არ არის მისაღები რუსეთის (რუსეთიდან) დახმარება?

დახმარებაში ყველაფერს ვგულისხმობ, დაწყებული რუსეთის მხრიდან სააკაშვილის რეჟიმზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას და დამთავრებული რუსეთის არმიის მიერ სააკაშვილის ლიკვიდაციასა და კრიმინალური რეჟიმის განადგურებას!

მოკლედ ყველაფრის მიუხედავად და მათ შორის მიუხედავად იმისა რომ პირადად ჩემი დამოკიდებულება თანამედროვე რუსეთისადმი და რუსეთის ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკულია, მიმაჩნია რომ სხვა გზა სხვა ხსნა თუ არა რუსეთის დახმარება საქართველოს არ გააჩნია..

რუსეთის გარეშე საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილს და კრიმინალურ რეჟიმს ვერ მოიშორებს!

ვერც სიღარიბეს დააღწევს თავს და ვერც სოციალურ სახელმწიფოს ააშენებს.

ეს ფაქტია..

ხომ გესმით მოსკოვის იქით გზა არ აქვს გურჯისტანს? ჰოდა თუ იცით რუსეთის დროშები მოიმარაგეთ, მოვდივართ! :018: :018:

:beat:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kaatinga

რამ აღგაშფოთა ბატონო კაატინგა? :018:

ფაქ რაშა და დიდება გურჯისტანს ბურდღუნი არ არის მარა ან ნებითა თქვენითა ან ძალითა ობამჩიკ ჰუსეინოვიჩისა და ვოვკა პუტანსკისათქვა და არა გჯერამთ?

არა რა, ურემი რომ გადაბრუნდების მერმეც ვერ დაინახამთ თქვენ გზას..

ურემი 2 საუკუნეა გადაბრუნებულია.

გადაბრუნებული...

მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

და ,,დედა" რუსეთიც ხშირად გვახსენებს ამ ურმის გადაბრუნებას, 1921-ში, 37-ში, 56-ში, 89-ში, 91-92-ში, 2008-ში :)

ურემი გადაბრუნდა, გზა გამოჩნდა :)

სამწუხაროა, რომ ბევრს ლიბრი აქვს გადაკრული თვალებზე.

ნუ ეძახი ჩემს ქვეყანას გურჯისტანს თორემ კიდევ ,,მოგცხებ ტაკოზე" :)

ეს ქვეყანა სააკაშვილით არ იწყება და არ მთავრდება, არ იყო სააკაშვილი აფხაზეთის კონფლიქტის დროს, არც სამაჩაბლოს კონფლიქტის დროს იყო, არ იყო მიშა ის ბიჭები ტერაქტის შედეგად რომ დახოცეს გორში, არც ის ბიჭები იყო მიშა აგვისტოს ომის დროს რომ დახოცეს რუსებმა, როგორც ჯარისკაცები ისე მშვიდობიანი მოსახლეობა, არც ის ქალები იყვნენ სააკაშვილები ომის დროს რომ გააუპატიურეს...

კი გენაცვალე ფაქ რაშა, ვიზ ევრი დიქ ინ ევრივეა :)

ეს ზიზღი, რაც ყველა ნორმალურ ქართველს აქვს ამ დამპალი და მონსტრი სახელმწიფოს მიმართ ისევ რუსეთის იმპერიული ქმედებების შედეგია და არა ქართველების იდეა ფიქსი, რუსები ჩვენგან იღებენ იმას, იმ გრძნობებს, იმ ემოციებს რა ქმედებებიც დათესეს ჩვენში.

ასე რომ თქვენი კოხტა და ბანწიკიანი დემაგოგია ორ გროშიც კი არ ღირს ჩემო ვირტ-აგიტატორო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kaatinga

ჰოოდა ნაჩით მე უკაცრავად საქმენი მნიშვნელოვანნი არ მაძლევდნენ საშუალებას პასუხის დროული მოწერისა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მოვედი მოდი ჯერ ამ რამდენიმეგვერდისწინანდელ პოსტს გადახედე

------

ვფიქრობ საქართველოსთვის მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს. ცუდი და უარესი.

ცუდი ვარიანტი ის იქნება თუ საქართველოს მოსახლეობა გააცნობიერებს ვაშინგტონისა და მოსკოვის გეოპოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოსთვის მოსალოდნელ პრობლემებს/საფრთხეებს და პრევენციის მიზნით თავად დააჩქარებს (ნებისმიერი გზით) სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟსა და საქართველოს "მოსკოვის ორბიტაზე" დაბრუნებას (ეს არამც და არამც არ ნიშნავს სუვერენიტეტზე უარის თქმას და მით უფრო საქართველოს რუსეთთან მიერთებას, ეს ნიშნავს იმას რომ პოსტსააკაშვილისეული ხელისუფლება ეტაპობრივად გააუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთთან და იმ პროცესების თანამონაწილე გახდება რომელიც ვაშინგტონის ინიციირებითა და ნებართვით პოსტ საბჭოთა სივრცეზე მიმდინარეობს. პირობითად "ევროპული კავშირის" ევრაზიული ანალოგის შექმნის მცდელობას ვგულისხმობ. საბაჟო კავშირი და ერთიანი ეკონომიკური სივრცე ჩემი აზრით ამ ახალი გეოპოლიტკური სუბიექტის "ევრაზიული კავშირის" შექმნას ისახავს მიზნად), რაც ერთის მხრივ დააჩქარებს საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბაზაზე კონფედერაციის შექმნის იდეის რეალიზებას და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომი ტერიტორიალური რღვევის შეჩერებასა და ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური სისტემის მკვეთრ გარდაქმნა/განვითარებას..

ეს ყოველივე "ცუდი" ვარიანტია, რადგან მე პირადად ყოველთვის მაქსიმალური სუვერენიტეტის შენარჩუნების მომხრე ვიყავი. სამწუხაროდ აგვისტოს მოვლენების შემდეგ სუვერენიტეტის მაქსიმალური ხარისხი კი არა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა..

ეს რაც შეეხება ცუდ ვარიანტს..

უარესი ვარიანტი კი ის არის რომ თუ საქართველოს რჩეულმა უმცირესობამ, მოსახლეობასთან ერთად ინიციატივა არ აიღო ხელში და არაფერი გააკეთა, ვაშინგტონი/ლენგლი სააკაშვილს კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტს დააწყებინებს სამხრეთ ოსეთთან და საომარი მოქმედებების შედეგად გადაიკეტება რა (საქართვეოზე გამავალი) სომხეთის "თითქმის ყველაფრით" მომარაგების დერეფანი, ერევანი სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ოკუპირებაზე წავა, რუსეთი სამეგრელოსა და რიგ რაიონებს დაეუფლება. დანარჩენ საქართველოს კი გაატარებენ რა "სომალიზაციის რამდენიმეთვიან საცერში" ეტაპობრივად გააწევრიანებენ იქ და ისე როგორც ამაზე ცუდი ვარიანტის შემთხვევაში ვსაუბრობ..

ასეა ეს და მოდი აქედან გამომდინარე გადაწყვიტეთ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია თუ ჩაყოლას ჩათრევა..

----------

გადახედე?

ჰოდა თუ მიხვთი რაზე ვსაუბრობ თემაში მიხვდებოდი იმასაც რომ რუსეთის ქება დიდებას როგორც აქამდე არ ვეწეოდი ასევე არ ვაკეთებ ამას დღეს..

საუბარი იმ რეალობაზეა რომელსაც პირადად მე ვხედავ და თუ ვცდები ხომ კარგი შენთვის, თქვენთვის და სრულიად მიშფაშეთისთვის, მაგრამ აი თუ მართალი ვარ მოდი რა იმ არჩევანზე დაფიქრდით რომელი არჩევანის წინაშეც დღეს ხართ და რომელი რეალობაც ხვალ კატასტროფით გემუქრებათ.

მართლა იაფფასიანი დემაგოგიით ნუ ამართლებთ საკუთარ უმოქმედობას (საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ვგულისხმობ).

ჰოდა ეგრე მოკლედ. შენ პოსტში განსაკუთრებით საყურადღებო ვერაფერი ვნახე, სამწუხაროდ. ემოციური ტირადა არაფერს არ ცვლის. და არ ცვლის არა იმიტომ რომ შენი პოსტის პათოსს ვერ ვწვდები ან რეალურად მნიშვნელოვანზე არ შეგიძლია ყურადღების გამახვილება, არ ცვის რადგან არ გსურს ვითარებაში რეალურად გარკვევა და იოლი/ზედაპირული გზებით ცდილობ (როგორც ქართული საზოგადოების უმრავლესობა) რთულ კითხვებზე მარტივი პასუხების პოვნას..

ნუ ეძახი ჩემს ქვეყანას გურჯისტანს თორემ კიდევ ,,მოგცხებ ტაკოზე" :)

ფეესბეს აგენტის ბიძაშვილი რადგან ვარ და რამე? თუ ჩემი აღარ არის და ეს გურჯისტან სოსაითიმ რეფერენდუმზე გადაწყვიტა? :018:

ასე რომ თქვენი კოხტა და ბანწიკიანი დემაგოგია ორ გროშიც კი არ ღირს ჩემო ვირტ-აგიტატორო

ოჰ ეს ვეზდესუში აგენტები მოკლედ :givi:

ეტყობა მეზობელ ფორუმზე საქართველოს სახელმწიფოს ჩემგან დასაცავად დამადეს სამუდამო ბანი :018:

პ.ს. მოსკოვის ორბიტას ყველა ვარიანტში დაუბრუნდება საქართველო, მნიშვნელოვანი ის არის თუ როდის და როგორ მოხდება ეს ყოველივე.

ასეა ბატონო, რადგან სამწუხაროდ ასე გადწყვიტა თქვენმა სანაქებო ვაშინგტონმა და არც უნარჩევეს/უძაანმაგრესმა გურჯისტან სოსაითიმ დატოვა სხვა გზა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...