planetanews Posted January 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 http://a.pix.ge/x/ihfkr.jpgგთავაზობთ მცირე სტატიას ჩვენი საყვარელი გუნდის სამშობლოს შესახებ ლივერპული მდებარეობს ინგლისიდან ჩრდილო დასავლეთით მდინარე მერსიზე. მისი მოსახლეობა მოიცავს 800 000 ადამიანს და სიდიდით მესამე ქალაქია ინგლისში, ხოლო ბრიტანეთში მეოთხე.http://s003.radikal.ru/i203/1101/cb/04a2bac9d4ec.jpg ლივერპულის ღერბიისტორია 1190 წელს პირველად არის ნახსენები დასახლება Liuerpul, რომელიც “მღვრიე წყალსაცავს” ნიშნავს. ზოგიერთი წყარო მოიხსენიებს elverpool, რომელიც “გველთევზებიან წყალსაცავს” ნიშნავს. 1207 წელს მეფე იოან “უმიწოს” ბრძანებით ლივერპულს მიენიჭა ბოროს(ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, გამოიყენება ინგლისში) სტატუსი, საიდანაც ინგლისელ მებრძოლებს აგზავნიდნენ ირლანდიაში. http://s010.radikal.ru/i314/1101/df/7552f1562454.jpg ლივერპული 1880 წელს 16-ე საუკუნის შუა ხანებში ლივერპულს საკმაოდ უმნიშვნელო ადგილი ეკავა, მისი მოსახლეობა მხოლოდ 500-მდე მაცხოვრებლით შემოიფარგლებოდა. სამოქალაქო ომის დროს 1644 წელს ლივერპულის გასაჭირს ისიც დაერთო, რომ ქალაქი 18 წლიან ალყაში მოხვდა. ლივერპულის წინსვლა დაიწყო 18-ე საუკუნეში, როდესაც მისი როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა ტრანსატლანტიკური მონობით ვაჭრობის და ამერიკული კოლონიის ეკონომიკური განვითარებაის შედეგად. 1715 წელს აქ განთავსდა ინგლისში პირველი გემთსაშენებელი ქარხანა(დოკი).http://i007.radikal.ru/1101/03/e2efcd803dd0.jpg ლივერპულის გემთსაშენი19-ე საუკუნის განმავლობაში ლივერპული ისევე, როგორც მანჩესტერი იყვნენ სამრეწველო რევოლუციის ფლაგმანები. 19-ე საუკუნის დასაწყისში ლივერპულის გავლით გადიოდა მსოფლიო სავაჭრო ტრეფიკის 40 პროცენტი, ხოლო 1831 წელს ლივერპულში გაიხსნა პირველი ბანკი “Bank Of Liverpool”. ქალაქის სტატუსი ლივერპულს 1880 წელს მიენიჭა და ამის შემდეგ განაგრძო დინამიური განვითარება. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მსოფლიოს ლეგენდა ბიტლზები და მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი გუნდი ლივერპული. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts