planetanews Posted January 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 http://www.themadnews.com/wp-content/uploads/2010/09/LIV-VS-MANU.jpg ლივერპულის კაპიტანმა განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება მას მანჩესტერთან მატჩის წინ… მიუხედავად სამარცხვინო მარცხისა ბლექბერნთან, ჯერარდი აცხადებს, რომ მოსისხლე მტრებთან სათასო გამარჯვება მას და მის თანაგუნდელებს საშუალებას მისცემს, ყველა ძველი უიღლობა დაივიწყონ და თავდაჯერებულად გააგრძელონ ასპარეზობა. “მთელი გუნდი ხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს ჩვენთვის. მანჩესტერ იუნაიტედთან გამარჯვება მთელს გუნდს თავდაჯერებულობას და იმ სტიმულს შეჰმატებს, რაც სეზონის ბოლომდე გაგვყვება. ჩვენ აქამდე გაგვიმარჯვია ოლდ ტრაფორდზე, ასე რომ, იქ გამარჯვება შეუძლებელი არაა.” მანჩესტერი, რომელიც პრემიერ ლიგის სათავეში ერთპიროვნულად იმყოფება, ხვალინდელ მატჩს ფავორიტის სტატუსით დაიწყებს, მაგრამ ჯერარდი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მანჩესტერის წარმატებისა, ფერგიუსონის გუნდს მაინც გააჩნია სუსტი წერტილები, რითაც უნდა ისარგებლოს ლივერპულმა. “მე ბევრჯერ მივადევნე თვალი მათი თამაშისთვის და მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავად იციან, თუ როგორ დაამარცხონ მოწინააღმდეგე. თუ მათ იღბლიანი დღე აქვთ, მაშინ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლიათ, მაგრამ მე მაინც დავინახე გარკვეული ჩავარდნები მათ თამაშში.” “მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული და დაძაბული თამაში იქნება – ფრე, რომელიც შანსს მოგვცემს მანჩესტერელები ენფილდზე დავაბრუნოთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მთელ ენერგიას ოლდ ტრაფორდზე დავტოვებთ, რათა მარცხი თავიდან ავიცილოთ. ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და გამოგვადგება ყველა ფეხბურთელი ვისაც ეს სძალუძს.” ჯერარდი ასევე გულშემატკივრებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მანჩესტერში ჩასული 9000 გულშემატკივარი ლივერპულს ძალიან დაეხმარება. “მე ვიცი, თუ როგორ გაუცრუვდათ ჩვენ ქომაგებს იმედი ჩვენი ჩემპიონატში არადამაჯერებელი გამოსვლით, მაგრამ ეს სულ სხვა ტურნირია. გულშემატკივარმა იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია მანჩესტერელებთან გამარჯვება, მათი მხარდაჭერა შეიძლება გადამწყვეტიც გამოდგეს.” 2006 წელს ჯერარდის ძალისხმევით ლივერპულმა შეძლო ფინალში ვესტ ჰემის დამარცხება და თასის დასაკუთრება. 5 წლის შემდეგ ლივერპულელები არ მალავენ რომ თასის დასაკუთრება წლეულსაც უნდათ: “ინგლისის თასი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ბავშვობაში ხშირად ვადევნებდი თვალს ამ ტურნირს და ჩემთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts