planetanews Posted January 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 ქართველ ვეტერანებს სომეხი ვეტერანები სოლიდარობას უცხადებენ. როგორც საქართველოს სომეხ ვეტერანთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან მშვიდობიანი საზოგადოებრივი შეკრების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაშლა სრულიად ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ დემოკრატიული განვითარების კურსს, ასევე შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნას. “სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ასეთი ფორმით მშვიდობიანი აქციის დაშლა შეურაცმყოფას აყენებს ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნას და ჩრდილავს სამშობლოსათვის გაღებულ მათ უდიდესს მსხვერპლს“, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე განცახდებით, არსებული ფაქტებისა და გარემოებების შესწავლის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ ზემოაღნიშნულ ინციდენტთან მიმართებაში, იმ ორგანოს თანამშრომელთა მიერ, რომელიც უშუალოდ უნდა იყოს დაინტერესებული ქვეყანაში ადამიანთა უფლებებისა და ღირსების დაცვით, დარღვებული იქნა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, მათ შორის “,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლი და “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი”. “მივესალმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღწერილი გარემოებების გამოძიების დაწყებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარიმართება ობიექტურობის დაცვით და უმოკლეს ვადებში პასუხს აგებინებს ყველა იმ პირს, რომლებმაც ვანდალურად დაარბიეს ომის ვეტერენთა სამშვიდობო აქცია”, -აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანების აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ ძიება უკვე დაიწყო და თანმდებობიდან გათავისუფლდა უწყების ის თანამშრომელი, რომელმაც აქციაზე “ქართული პარტიის” ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმდჯომარეს ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts