planetanews Posted January 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dajildoeba-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რვა წლის გიორგი კურტანიძეს ნატვრა აუსრულა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. პატარა გიორგი ბორჯომის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეა და პირველი კლასიდან ჩართულია ინკლუზიური განათლების პროცესში, იგი განათლებას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით იღებს. გიორგის აქვს პრობლემები მოტორიკის განვითარების თვალსაზრისით და წერა-კითხვის ათვისებისათვის კომპიუტერი ესაჭიროება, რაზეც იგი დიდი ხანი ოცნებობდა. კურტანიძეების ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, რის გამოც ოჯახმა ვერ შესძლო ბავშვის კომპიუტერით უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ გიორგის სასწავლო პროცესში ჩართვა გაუადვილდეს მინისტრმა მისთვის პორტატული კომპიუტერის ჩუქების გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts