planetanews Posted January 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/eu-150x150.jpgევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელმა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელორუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების ამოქმედების მექანიზნის მომზადების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. შვედეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, სანქციების მიხედვით შეიძლება ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუს ჩინოვნიკებს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა აეკრძალოთ. სავარაუდოდ, ეს სანქცია იმ სახელმწიფო ჩინოვნიკებზე გავრცელდება, რომლებიც, ევროკავშირის აზრით, პასუხისმგებელნი არიან ბელარუსში ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ძალადოვბრივი ქმედებების გამოყენებაში. ასევე, სანქციების შესახებ ოფიციალურად გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 31 იანვარს უნდა გაიმართოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts