Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ირანში ოპოზიციის ანტისახელისუფლებო გამოსვლებში მონაწილე ქალს სიკვდილით დასჯიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/iran-150x150.jpgირანში ოპოზიციის ანტისახელისუფლებო გამოსვლებში მონაწილე ქალს სიკვდილით დასჯიან. ზახრა ბახრამის სიკვდილით დასჯის განაჩენი ირანის სასამართლომ გამოუტანა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიკვდილმისჯილ ქალს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. იგი არის ირანისა და ნიდერლანდების მოქალაქე.

 

როგორც, ირანული ოპოზიციური საიტი “HRANA” იუწყება, ბახრამის საქმის მოსმენა ჯერ კიდევ გასულ კვირას გაიმართა და ირანის სასამართლომ იგი კონტრაბანდისა და ნარკოტიკების გავრცელებაში დამნაშავედ ცნო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, განსასჯელის ადვოკატს პრესასთან ურთიერთობა აეკრძალა. ასევე, მინიმუმამდე შეეზღუდა თეირანში ნიდერლანდების საელჩოსთან კონტაქტი.

 

ნიდერლანდების საელჩო მზადაა სიტუაციაში ჩაერთოს, თუმცა ირანის ხელისუფლება უარს აცხადებს ბახრამის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე.

 

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბახრამისათვის წაყენებული ბრალი ყალბია, რადგან მან სასამართლოში განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იგი ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო.

 

ზახრა ბახრამი 2009 წლის დეკემბერში ანტისახელისუფლებო გამოსვლების დროს დააკავეს. ნიდერლანდის ხელისუფლებამ მისი დაპატიმრების შესახებ დაკავებიდან ექვსი თვის შემდეგ გაიგო.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...