planetanews Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 http://4.bp.blogspot.com/_zLzj4-LGVIk/TMiYfbgMrRI/AAAAAAAAADA/N89c6y-sz2M/s1600/waterlooroadjohnbarnes.jpg ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯონ ბარნსმა ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოთქვა კლუბში შექმნილ სიტუაციაზე… Goal.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბარნსმა მწუხარება გამოთქვა გუნდში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ფეხბურთელები მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ… “ჩემი აზრით კლუბის ყველა გულშემატკივარმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ ადამიანს, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელად არის დანიშნული.” – განაცხადა ლივერპულის ლეგენდამ – “მენეჯერს დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს კლუბში, რათა ფეხბურთელები მას პატივს სცემდნენ…” “კლუბში სადაც მწვრთნელს ავტორიტეტი არ აქვს და მუდამ აკრიტიკტებენ, ფეხბურთელისთვის ძალიან ადვილია ითამაშოს ცუდად და არ დაიხარჯოს მოედანზე, რადგან იცის რომ მარცხის გამო არა მას, არამედ მხოლოდ მწვრთნელს დაადანაშაულებენ…” “მაგალითად მანჩესტერ უნაიტედში რომელიმე ფეხბურთელმა რომ ცუდად ითამაშოს პრესა მას გააკრიტიკებს და არა ფერგიუსონს. ასეთ დროს თვითონ ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს მოედანზე რათა არ დაიმსახუროს კრიტიკა არც ფანებისგან და არც მწვრთნელისგან. ლივერპულში კი ისეთი ზეწოლაა მენეჯერზე, რომ ფეხბურთელები მოედანზე უკვე ზერელედ თამაშობენ, რადგან იციან მაინც ყველა მწვრთნელს დაადანაშაულებს.” “ფაქტი ერთია, ვინც არ უნდა იყოს მთავარი მწვრთნელი, ლივერპული ასე არ უნდა თამაშობდეს” – აცხადებს ჯონ ბარნსი – “დატოვენებ თუ არა ჰოჯსონს ეს კლუბის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია. თუ მომავალ მატჩებს მოიგებს ლივერპული, მაშინ ალბათ როი დარჩება, თუ არადა იგი კლუბს დატოვებს. თუმცა მთავარი სულ სხვა რამეა. მფლობელებმა ფული არა ვალებში ან ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ გუნდის გადახალისებაში უნდა დახარჯონ და იმედი მაქვს ჰოჯსონსაც გამოუყოფენ კარგი შემადგენლობისთვის ფინანსებს…” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts