planetanews Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 http://i041.radikal.ru/1101/ba/2f556814b61d.jpg ლივერპული ინგლისის თასის ფინალში 5 წლიანი ინტერვალებით გადის: 1996, 2001, 2006. შეძლებს როი ჰოჯსონის გუნდი, რომ მსგავსი ტრადიცია გააგრძელოს?! სიტუაცია შემადგენლობებთან მომავალ მატჩთან დაკავშირებით მანჩესტერის სამწვრთნელო შტაბს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება უეინ რუნისთან დაკავშირებით, რომელსაც ტრამვა ბოლომდე არ მოშუშებია. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ედვინ ვან დერ საარის თამაში, რომელიც გაცივებულია. პოლ სქოულზი და ჯონ ოშის თამაში 100 პროცენტით გამორიცხულია, მაგრამ მანჩესტერელთა რიგებში სავარაუდოდ ახალი სახე დანიელი გოლკიპერი ანდრეს ლინდეგარდი გამოჩნდება. რაც შეეხება ლივერპულს აქ თითქმის გადაწყვეტილია, რომ დანიელ აგერი ძირითადში დაიწყებს სოტო კირგიაკოსის ნაცვლად. ასევე ძირითადში ვიხილავთ დირკ კიუიტს, რომელიც ტრამვის შემდეგ ბლექბერნთან ძირითადში დაიწყო. სტატისტიკა და ფაქტები სტივენ ჯერარდი იმედოვნებს თავისი შთამბეჭდავი გოლების სერიის გაგრძელებას სათასო ბატალიებში. სტივენ ჯერარდი ფა თასზე 10 ჯერ გამოირჩა გოლით და იმ 14 მერსესაიდელის სიას შეუერთდა ვინც მსგავსი რამ შეძლო. ლივერპულის თამაშები თასზე: 404 მატჩი, 214 მოგება, 89 ფრე, 101 წაგება, 671 გატანილი და 382 გაშვებული ბურთი. მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ლივერპულმა თასზე 15 მატჩი ჩაატარა აქედან 8 გამარჯვება მანჩესტერებმა მოიპოვეს, 4 მატჩი ფრედ დამთავრდა ხოლო მოკრძალებული 3 მატჩი(1898, 1921, 2006) ლივერპულმა მოიგო. გასულ წელს შიდა მნიშვნელობით მეორე ტურნირს ლივერპული ნაადრევად გამოეთიშა რედინგთან საშინაო მარცხის შემდეგ 1-2. 4-ჯერ ამ გუნდების “ჯახის” დროს საჭირო გახდა განმეორებითი მატჩი თანაც 2 ჯერ ნახევარფინალში(1979,1985) ხოლო 2 ჯერ ფინალში 1977 და 1996. ერთადერთი ნულოვანი ფრე ამ გუნდებს შორის დაფიქსირდა 1898 წელს. ლივერპულმა ოლდ ტრაფორდზე მატჩის მოგება მხოლოდ ერთხელ 1921 წელს მოახერხა, როდესაც ლივერპულმა მოწინააღმდეგე 1-2 დაამარცხა. ბოლოს ლივერპულმა მანჩესტერთან 1999 წლის 24 იანვარს განიცადა მარცხი, ოლდ ტრაფორდზე სქოულზის, გიგზის და გარი ნევილის გოლების წყალობით მანჩესტერმა 3-1 გაიმარჯვა. მომავალი მატჩი ლივერპულისთვის 8-ე გასვლითი მატჩის იქნება ბოლო 9 წლის განმავლობაში. ყველაზე დიდი ანგარიშით ლივერპულმა ფა თასზე 1990 წლის 8 დეკემბერს გაიმაჯვა, როდესაც სუონსი ულმობლად გაანადგურა 8-0. ბოლო 6 სათასო დაპირისპირებიდან ლივერპულმა მხოლოდ 1-ის მოგება შეძლო ისიც 2009 წელს პრესტონი იქნა დამარცხებული. ბოლო მოთამაშე ვინც ფა თასზე ჰეთრიკი შეასრულა არის იოსი ბენაიუნი, რომელმაც ჰავანთ ენდ ვოტერლუვილი დაამწუხრა 2008 წელს. როი ჰოჯსონს შეუძლია გახდეს მეორე ინგლისენი მწვრთნელი, რომელმაც ფა თასი მოიგო. ამ ეტაპზე ერთადერთი ასეთი ადამიანი ჰარი რედნაპი და მისი პორტსმუთია, რომელმაც სხვათა შორის გზიდან მანჩესტერი ჩამოიშორა ოლდ ტრაფორდზე. ამასთანავე ჰოჯსონს შეუძლია გახდეს პირველი ინგლისელი მწვრთნელი ლივერპულის ისტორიაში, რომელმა გუნდი ფინალში გაიყვანა. თუ გლენ ჯონსონი ითამაშებს ეს გახდება მისთვის 250-ე მატჩი კარიერაში. ბოლო 12 გასვლით მატჩში (ყველა ტურნირზე) ლივერპულმა მხოლოდ 1-ის მოგება შეძლო. ბოლო 36 მატჩიდან მანჩესტერმა მხოლოდ 1 წააგო, გასულ აპრილს სერ ალექსის დამწუხრება ჩელსიმ შეძლო 2-1. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts