planetanews Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club%20Home/2008/12/21/1229894192842/Sammy-Lee-001.jpg ოფიციალური საიტის საშუალებით სემი ლიმ ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდს მიმართა, რომელთაც წინ კრისტალ პალასთან გასამართი სათასო დაპირესპირება ელოდებათ. რადოლფო ბორელას ფეხბურთელებიდან უმეტესობა პირველად მიიღებს ისეთ გამოცდილებას რასაც ენფილდზე თამაში ჰქვია, ამიტომ მატჩამდე სემი ლიმ მათ წარმატება უსურვა. “ჩემი მიმართვა ფეხბურთელებისადმი საკმაოდ მარტივია – გადით მოედანზე და დატკბით თქვენი თამაშით, ეს აუცილებლად აისახება თქვენს პროფესიონალიზმზე. პირველად ითამაშო ენფილდზე ეს ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილებაა, რომელიც დაეხმარება ტალანტურ ფეხბურთელებს განვითარებაში.” “მათ კოლექტივში შრომისმოყვარეობა და შესანიშნავი გუნდური სული მეფობს, ამიტომ ვფიქრობ რომ ისინი კიდევ არა ერთ მატჩს ჩაატარებენ ამ სტადიონზე. ხშირად ხდება ისე, რომ ფეხბურთელები ვერ უმკლავდებიან ამინდს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავიდან ავიცილებთ და სტადიონზე გულშემატკივრების დიდი რაოდენობა მოვა.” ლის ნოსტალგიაც შემოაწვა და თავის დებიუტი გაიხსენა, რომელიც შორეულ 70-იან წლებში შედგა: “მაშინ სარეზერვო გუნდის ყველა საშინაო მატჩი ენფილდზე ტარდებოდა, ამიტომ ყველა ოცნებობდა ამ შანსის გამოყენებას.” “თითოეული აკადემიის წევრიგან დიდი შრომაა გაწეული და მათი პროგრესი არ ჩერდება. ეს შესანიშნავი შანსია ითამაშო ასეთ ტურნიერზე, რომელზეც შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს მხოლოდ გზის ის ნაწილია, რომელიც აკადემიიდან ძირითად გუნდამდე უნდა განვლო.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts