planetanews Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/alilo-kaxeetshi-150x150.jpgხალხმრავალი ალილო ბათუმში. ქრისტეშობის მახარობლები ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ. ალილოს მონაწილეებმა საზეიმო მსვლელობით თითქმის მთელი ქალაქი შემოიარეს. რიგითმა ბათუმელებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული და სურსათი გადასცეს. შეგროვებული საჩუქრები ბავშვთა სახლებს გადაეცემა. შემოწირულობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კერძო ორგანიზაციებმაც გაიღეს. ალილოს მონაწილეები და მგალობლები მოსახლეობას შობას ულოცავდნენ და შემოწირულობებს იღებდნენ ქუთაისშიც. სახალხო მსვლელობაში იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და საკრებულოს დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. შეგროვებული თანხა და სურსათი გაჭირვებულ ადამიანებს, მრავალშვილიან დედებსა და მიუსაფარ მოხუცებს დაურიგდება. ალილო წელს გორში ყველაზე მასშტაბურად აღინიშნა. მსვლელობა გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. სპეციალურად ამ დღისთვის, 200-მდე სტიქარი შეიკერა. მსვლელობაში სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. მეალილოეებმა ურემში შემოწირულობები შეაგროვეს. სხვადასხვა ადგილას თეატრალიზებული სანახაობაც გაიმართა. შეგროვებული შემოწირულობა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა. ალილოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts