Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ვის რად უნდა ლივერპული?


Recommended Posts

http://www.mirrorfootball.co.uk/incoming/article212285.ece/ALTERNATES/gallery-large/Eljero_Elia.jpgელიას ფავორიტები: ბარსა, რეალი, მანიუ …

 

გერმანული ჰამბურგის ჰოლანდიელ თავდამსხმელს, ელჯერო ელიას ვერ გადაუწყვეტია, რომელ კლუბში სურს მას სამომავლოდ თამაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ჰოლანდიელი ჰამბურგს მალე დატოვებს, რადგან მისი შეძენით ვოლფსბურგი და ლივერპული არიან დაინტერესებულნი, მაგრამ როგორც ირკვევა, ფეხბურთელს საკმაოდ დიდი მადა ჰქონია. მას ბარსელონაში, რეალში, ან მანჩესტერ იუნაიტედში სურს თამაში.

“ჰამბურგი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშზე ვოცნებობ. კონკრეტულად, ბარსელონა, რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი მიზიდავს. ეს გუნდები განსაკუთრებულები არიან. ვფიქრობ, საკმარისად კარგი მოთამაშე ვარ იმისათვის, რომ ამ სამეულის მოთხოვნები დავაკმაყოფილო. ეს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავამტკიცე” – ციტირებს ელიას სიტყვებს Bild.

ინფორმაციის წყარო: “მსოფლიო სპორტი” (www.worldsport.ge)

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...