Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროპა და მისი მომავალი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/lavanguardia_thumb1.jpg

 

სარედაქციო წერილი

 

სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ, ევროპული ყოფის თეორიაც და პრაქტიკაც გაცილებით მარტივი იყო. ევროპული ლიდერების წინაშე იდგა ძალიან მკაფიო საერთო ამოცანა: საერთოევროპული, ფრანკო-გერმანული ომის თავიდან აცილება. მკაფიოდ იყო განსაზღვრული ასევე საშუალო სტატისტიკური ევროპელის პროფილიც: ახალგაზრდა, პოლიტიკისგან დაღლილი, სოფლიდან ქალაქში ემიგრირებული, თოვლივით თეთრი, ომგადატანილი, ადამიანი რომელიც თავს სამყაროს ცენტრად აღარ გრძნობს და  კაპიტალიზმისა და რევოლუციის ზღვარზეა, ისევე როგორც ოდესღაც პროტესტანტიზმის და კათოლიციზმის ზღვარზე.

 

ისტორიულად, ევროპის გაერთიანებისადმი ორი მიდგომა არსებობდა: ძალა და გონება. პირველს იზიარებდნენ ლუდოვიკ მე-14 თავისი იმპერიალიზმით, ნაპოლეონი თავისი ექსპანსიური პოლიტიკით და ჰიტლერი და სტალინი თავიანთი მანიებით. მათ საპირწონედ გვევლინება მშვიდობიანი ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელმაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში, ორჯერ გაიმარჯვა. მის გამოვლინენებად იქცა, მე-18 საუკუნის კოსმოპოლიტიზმი და დემოკრატიული კლუბის, ევროკავშირის შექმნა, რომელიც 2007 წელს რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრიანების შემდეგ, 27 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს.     

 

ჟან მონესა და მისი თანამედროვეების მიერ ჩაფიქრებულ საერთო ევროპულ სახლს, მათი შთამომავლები აშენებდნენ და აფართოვებდნენ, ქმნიდნენ რა მისგან უფრო კომფორტულ და პრაქტიკულ სივრცეს. შარლ დეგოლმა და კონრად ადენაურმა განატკიცეს ფრანკო-გერმანული მეგობრობა, შეასრულეს რა საკუთარი ეპოქის მთავარი პოლიტიკური ამოცანა. ვალერი ჟისკარ დესტენმა და ჰელმუტ შმიდტმა დააჩქარეს ის ღერძი, რომლის გარშემოც ევროპა ტრიალებდა. ფრანსუა მიტერანმა და ჰელმუტ კოლმა ევროპული სახლი მაასტრიჰის შეთანხმების შესაბამისად გადააკეთეს. ყველა ამ ადამიანის წყალობით ევროკავშირმა არამხოლოდ თავიდან აიცილა ახალი ომი, არამედ მისი წევრი-სახელმწიფოებისთვის უპრეცედენტო სტაბილურობას და კეთილდღეობას მიაღწია. ექვსი წევრი ქვეყნიდან ევროკავშირი 27 წევრამდე გაფართოვდა. ამავდროულად, ამ წევრებიდან არცერთს, ყველაზე ონავრებსაც კი არ სურთ ბლოკის დატოვება, მეზობლებს კი მასში გაწევრიანება უნდათ. მაგრამ ევროპული ყოფის თეორია და პრაქტიკა დღეს იმაზე საგრძნობლად რთულია, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ იყო. ევროკავშირის სიმტკიცე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იზომება: ევროკავშირის შიგნით იზრდება წინააღმდეგობა ევროპული კონსტიტუციის გარშემო; ევროპა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო გლობალიზაციამ მოიცვა; ევროკავშირის ქვეყნები მსოფლიოს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგებს ებრძვიან.   

 

სიტუაცია საგანგაშოა. დასავლეთიდან ევროპას აშშ აწვება, რომელიც ზღუდავს მის პოლიტიკურ და სამხედრო ძალას; აღმოსავლეთიდან მასზე ზეწოლას ახორციელებენ  მომძლავრებული აზიური სახელმწიფოები ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც მის ეკონომიკას და კეთილდღეობას პრობლემას უქმნიან, და რუსეთი, რომელსაც ენერგეტიკული რესურსების გასაღები აქვს; სამხრეთიდან ევროპას ემიგრანტები აწყდებიან, რომლებზეც ბალახივით იზრდება პოპულიზმის ახალი პოლიტიკა, რაც ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის. ევროპა, რომელსაც სურდა მსოფლიო მას დამსგავსებოდა, თავად იცვლება მისი ზემოქმედების ქვეშ. ევროკავშირის შიგნით იზრდება უმუშევრობითა და საზოგადოების დაბერებით გამოწვეული წუხილი, მაგრამ მაშინ, როდესაც ხელისუფლებები საკუთარი სურვილის საწინაარმდეგოდ, აუცილებელი, მაგრამ არაპოპულარული რეფორმების გატარებას იწყებენ, ეს წუხილი საპროტესტო გამოსვლებში გადადის.

 

ბედის სასტიკი ირონიაა: ბაზრის ევროპული სოციალური მოდელი, რომელიც წარმოებასა და განაწილებას ეყრდნობა, წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ის იმ მოდელების მსხვერპლი გახდა, რომლებიც სოციალურ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. სერიოზული რეფორმა გარდაუვალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე განვითარებად და ისტორიული კომპლექსებისგან გათავისუფლებულ გერმანიას კვლავ სურს თავი გერმანიად იგრძნოს, და არა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნად.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...