Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) როის მატჩის შემდგომი კომენტარი


Recommended Posts

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2011/01/05/article-1344449-0CA853C8000005DC-133_634x399.jpgროი ჰოჯსონი შეხვედრის შემდეგ იმედგაცრუებას ვერ მალავდა.

 

ლივერპულმა თავისი კატასტროფული გასვლითი რეკორდი განაგრძო და “ვარდებთან” 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჰოჯსონმა იმედგაცრუებზე, დამწუხრებაზე და გეგმების ჩაშლაზე ისაუბრა.

 

“იმედგაცრუებული ვარ იმ ქომაგთა გამო, რომლებიც როგორც ყოველთვის, დაყვებიან გუნდს გასვლით თამაშებში. მათ ფანტასტიკური მხარდაჭერა გამოავლინეს და არ იმსახურებდნენ იმას, რაც მინდორზე იხილეს”.

 

“ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა მატჩი შემოგვებრუნებინა და ვინ იცის, სტივს რომ პენალტი გაეტანა, დარჩენილი ხუთი წუთი ძალიან საინტერესო იქნებოდა”.

 

“საუბედუროდ, როდესაც შენ ლივერპული ხარ, და აგებ ბლექბერნთან, ვერანაირად ვერ დაინახავ რაიმე პოზიტივს ამ მდგომარეობაში. ძალიან დანაღვლიანებული ვარ, ეს ძალიან ცუდი დღე იყო”.

 

“არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა, რომ დავარწმუნო ქომაგები: რასაც ისინი გრძნობდნენ და განიცდიდნენ, იგივე განწყობა სუფევდა გასახდელშიც”.

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, როი მაინც თვლის, რომ ისინი მდგომარეობას გამოასწორებენ (რა თქმა უნდა, მისი თავკაცობით).

 

ა, ს, ს” – ა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...