Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დაემშვიდობება ჰოჯსონი ენფილდს?!


Recommended Posts

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2011/01/06/article-1344646-0CAA5F54000005DC-256_634x397.jpg

 

ბრიტანული პრესისისთვის დღის მთავარი თემა როი ჰოჯსონის განთავისუფლების საკითხია…

 

გულშემატკივართა არმია უკვე ძალიან დიდი ხანია ითხოვს მის გაშვებას გუნდიდან. ფანები საკუთარ პროტესტს როგორც ფორუმებზე და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე უშუალოდ ენფილდის ტრიბუნებზე და მელვუდის კედლებზეც კი აფიქსირებენ: (იხილეთ გუშინ ღამით გადაღებული ფოტო)

 

http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/jan2011/5/5/hodgson-out-grafitti-834203415.jpg

 

პრესა კი წერს რომ ლივერპულის მფლობელექბი განიხილავენ მისი განთავისუფლების საკითხს, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ისეთი მაღალ-რეიტინგულიწ წყაროები, როგორებიც BBC, SKYSPORTS და  TELEGRAPH არიან. თუმცა კლუბის პრესამსახურს ჯერ ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

 

თავად როი ჰოჯსონმა კი ბელქბერნთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა, თუ რა მოელოდა მას მომავალში, უპასუხოდ დატოვა და არ ისურვა საკუთარი პოსტის გარშემო ატეხილ აურზაურში საკუთარი აზრიც დაეფიქსირებინა. მისი აზრით მისი მომავალი კლუბში მასზე არაა დამოკიდებული და წინასწარ არაფრის თქმა არ შეუძლია.

 

ფაქტი კი ერთია, ლივერპულის აბსოლიტურად ყველა გულშემატკივარი აღშფოთებულია გუნდის უსუსტესი თამაშით და ჰოჯსონის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს. შეისმენენ თუ არა ამერიკელი მფლობელები სკაუზერების თხოვნას, ამას ძალიან მალე გავიგებთ…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...