planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/alilo1-150x150.jpgტრადიციული საშობაო ალილო ხვალ 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. მსვლელობას ტრადიციულად, თეატრალიზებული სახე ექნება. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას და კონკასთან საპატრიარქოში გადავლენ. იქ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდებათ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს და მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს. შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. აქ ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტბილეულს პრეზიდენტიც გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება. მსვლელობის მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით მერია 13 ავტობუსს გამოყოფს. საქართველოში “ალილოს” ტრადიცია V-VI საუკუნეში დაიწყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts