planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 8 პირის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც “ექსპრესნიუსს” ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტენილ განაჩენს გასაჩივრებენ, თუმცა ამ ყველფერს ფორმალური ხასიათი ექნება. ადვოკატის განცხადებით, ყველაფერი პროკურორების სიტყვაზეა დამოკიდებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 8 პიროვნების მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა. 8 პიროვნებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 წლით და 6 თვით თვისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართალო პალატამ საბოლოო განაჩენი 1 საათიანი თათბირის შემდეგ გამოიტანა. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შემდგომ ინსტანციაში ერთი თვის ვადაში შეუძლიათ. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დაცვითი სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც საბოოლო სიტყვის წარმოთქმის საშუალება ბრალდებულებსაც მისცეს. ბოლოს კი მოსამართლეებმა განაჩენი გამოაცხადეს და საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვეს. ბრალდებულ 8 პიროვნებას ბრალი 154 მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ წაყენებული და მათ ბრალად ხულიგნობა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა ედებათ.http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/uzenaesi2-150x150.jpg იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts