Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სიძულვილის კენჭი რომ გვესროლონ, სიყვარულის ლოდს დავახვედრებთ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images2-150x150.jpgსაქართველოში იყო გამოთქმა, „შინაურში ინაური“, ანუ კგბ-ს ყველა ოჯახში თავისი წარმომადგენელი ჰყავსო… ეს იყო სრული გახრწნა და… საბჭოთა კავშირიც დაიშალა…

 

დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს კრიტიკული ზღვარი უკვე გადალახა – ქვეყანა დასმენებისა და ჩაშვების რეჟიმში გადაიყვანა, ჭორების ჭურია დღეს საქართველო. დავერიეთ ერთმანეთს… უახლოესი ადამიანებიც კი ერთმანეთს გადაგვკიდეს. იმას გვაბრალებენ, რაც არ გვითქვამს, ან ნათქვამის დამახინჯებით აზრს სახეს უკარგავენ.

 

ყოველთვის ვცდილობ, არ დავიჯერო, როცა მეუბნებიან – შენზე ამან და ამან ეს თქვაო, მაშინაც კი, როცა ამის დაჯერების საკმაო საფუძველიც არსებობს. ეს ჩემი სიძლიერეა.

 

დღეს ქვეყანას სჭირდება დიდი ერთობა, განსაკუთრებით ოპოზიციაში, განსაკუთრებით ეროვნულ კრებაში და ეროვნული კრების მიმართ. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად აშინებს ხელისუფლებას და დაიწყო იმ ხალხის შანტაჟი, ჭორებსა და ინტრიგებში გაბმა, ვინც კრების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

 

ხელისუფლებას ეშინია ხალხის და არა პოლიტიკოსების, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხის ორგანიზება და ხელისუფლების წინააღმდეგ პროცესის წარმართვა პოლიტიკოსების და განსაკუთრებით მორალური ავტორიტეტების გარეშე წარმოუდგენელია.

 

მორალური ავტორიტეტებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება შეძლებს მართლაც დიდი სახალხო კრების მოწვევას. ხელისუფლება კი სწორედ ამ პოლიტიკოსების და მორალური ავტორიტეტების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს ჭორების გავრცელებით.

 

მე თავის მართლება არ მჭირდება და არც არარსებულზე საუბარს ვაპირებ. ხმამაღლა ვაცხადებ, ყველაფერი ტყუილია, ან დამახინჯებული ფორმით არის წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გაირკვევა და ჩემს სიმართლეს დრო დაადასტურებს.

 

გუშინ დიდი დღე იყო. ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა. მე ამას არ ვიჯერებ, თუმცა, გარეგნულად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, გადაიფარა ჩვენი განცხადების უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტები, თუნდაც ის, რომ ბარბაროსობა, რომელიც მოშიმშილე ვეტერანებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ჩაიდინა, არ შეიძლება ეპატიოს და აუცილებელია დიდი პოლიტიკური ერთობის დამადასტურებელი შეხვედრა ძველით ახალი წლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა მაინც შედგება.

 

კვლავ ვადასტურებ, რომ გაურკვევლობაზე დიდი მტერი არ არსებობს და ის, რაც ჩვენთან მოხდა და შემდგომ კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობით „წინააღმდეგობის მოძრაობასა“ და მედიაკავშირ „ობიექტივში“ გაგრძელდა, გარკვეულობისაკენ მიმავალი გზაა. ასეთი პროცესები კიდევ უფრო შეაერთებს (ეს ჩემი დიდი სურვილია) ოპოზიციურად განწყობილთ და გაცილებით მალე დაასრულებს ამ ანტიეროვნულ და გახრწნილ ხელისუფლებას.

 

დრო დასმენა-მოსმენებსა და ჭორებზე აგებული პოლიტიკის წინააღმდეგ და საქართველოს „ნაციონალური“ ჭირისაგან განთავისუფლების დაჩქარების სასარგებლოდ მუშაობს.

 

დაბოლოს, როგორც კაცი და პიროვნება, რომლის მიმართაც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ბევრი უსამართლო ბრალდება გახმაურდა – და დროს ეს დაუდასტურებია – პირდაპირ ვამბობ:

 

სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს გადაგახვედრებთ!

 

ეს ჩვენი, „თეთრების“ პრინციპი და ამავდროულად ჩვენი სიძლიერეა

 

თემურ შაშიაშვილი

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...