Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- გია ყარყარაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/karkarashvili.jpgგმირთა მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო, “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი გია ყარყარაშვილი,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტს “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

 

“შთამბეჭდავი სპექტაკლის მომსწრე გავხდით: ჯერ – 27 დეკემბრიდან 3 იანვრამდე კანონიერი აქციის სრული იგნორირება, შემდეგ – განაჩენი დარბევის შესახებ, სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევას რომ წააგავს, შემდეგ – ყველას შესაშინებლად და ყველას დასანახავად დაჭერა-დაპატიმრება, ბრძოლაში გამარჯვებული ფიზიკურად რომ გაგისწორდება მოწინააღმდეგეს, სანამ საბოლოოდ არ დატკბება გამარჯვების ხიბლით.

 

განსხვავებაც არის ჩვეულებრივი ბრძოლისგან, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე წესების დაცვით იბრძვის. აქ ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს, სადაც იარაღი ჩვეულებრივი ტელევიზიებია და მათი საინფორმაციო გამოშვებები, ხოლო ტყვიები – ამ არხებზე მომუშავე ჟურნალისტები. შემდეგ პოლიტიკოსების ჯერი დგება. უცბად გამოძვრებიან, რათა წაქცეულებს, გაჭირვებულებს თავისი პოლიტიკური განცხადებებით და შეფასებებით საბოლოოდ გადაუარონ.

 

გაგიკვირდებათ და ვინ ლაპარაკობს, ზოგი დიდი კაცის “პატარა” ძმაა, ზოგი კი – უბრალოდ “პატარა” კაცი. თანაგრძნობისა და მხარდაჭერის ნაცვლად, ყველაფრის დასრულების შემდეგ ვეტერანებს მემორიალის წაბილწვას აბრალებენ, – დაახლოებით ისე, როგორც ბრძოლის ველზე ხდება: ბრძოლაში დამარცხებულს, ბრძოლის ველზე თავდადებულ მიცვალებულის უსულო ცხედრებს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია, უცბად ათასი სახის ჭია და მწერი, ჭიაყელა და მატლი საიდანღაც გამოძვრებიან და მიესევიან როგორც ნადავლს, რათა შეურაცხყოფილად და წაბილწულად აქციონ სულ ცოტა ხნის წინ მჩქეფარე ცოცხალი სული.

 

სამწუხაროდ, უფრო სწორედ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, პატივსაცემი ელჩები გარკვეული მიზეზების გამო სპექტაკლს ვერ უყურებენ და შეფასებებს არ აკეთებენ.

 

თუმცა ამ სპექტაკლში დადებითი პერსონაჟებიც არიან. ყველაზე უფრო დიდი მოულოდნელობა დასარბევად მოსული პატრულის ქმედება იყო. მე იქ ვიხილე კეთილშობილი და კეთილსინდისიერი თანამშრომლები, კაცთმოყვარე და ჰუმანური ადამიანები, რომლებიც ადამიანობით გამოირჩეოდნენ. თითქმის ყველა, ზუსტად ისეთი სამშობლოს ჯარისკაცები, როგორებიც 18 წლის წინ გაგრა-ლესელიძის ბრძოლაში მინახავს, რომლებიც ჩემ ძმასთან ერთად დაეცნენ და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

 

მადლიერებით უნდა აღვნიშნო სახალხო დამცველისა და მისი აპარატის ობიექტურობა, – სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელად და სასიამოვნოდ.

 

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოუცხადა ვეტერანებს.

 

კვლავ გაიმარჯვეთ. ეს უკვე მერამდენედ. გამარჯვებას გილოცავთ. ალბათ, საკუთარ ხალხზე მიღწეული თუნდაც ეს მცირედი გამარჯვება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ.

 

არ მჯეროდა კეთილშობილების ზღაპრის. ვუთხარი აქციის დაწყებამდე მოშიმშილეებს საკუთარი აზრი, არ დამიჯერეს.

 

ღარიბების “აჯანყების” მცდელობა დამარცხდა, უფრო სწორედ, მათი გასაჭირის თქვენამდე მოღწევის მცდელობა, მაგრამ სიღარიბე არ დამარცხებულა. პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა.

 

ღორი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ არავისზე ფიქრობს და არავის ინდობს. ჭამა უყვარს, ჭამს ყველაფერს, ჭამს ყველას მაგივრად და ყველას ულუფას, ადამიანსაც ჭამს, მისგან შეჭმული ადამიანიც მინახავს, რამდენიმე ადამიანი, თითქოს შიმშილით დამშეული ხარბად რომ შეექცევა სახეს, ყელს, კისერს, ვიდრე ბოლომდე არ გაძღება, – იმიტომაც ჰქვია ღორი. გაგრის ტყეებში ვნახე ეს. დღევანდელი დაპატიმრებულებიც იქ იყვნენ ჩემს გვერდზე და დამემოწმებიან, რომ არ ვტყუი. სიკვდილამდე გამყვება ეს ნანახი.

 

ადამიანიც ჭამს ადამიანს.

 

რა გაეწყობა. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

 

ვეტერანთა ერთ ჯგუფს აქციის ფორმა და ადგილი დაუწუნეს, ამავდროულად ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პროტესტის გამოხატვის უფლებას პატივს სცემს.

 

ძალიან გამიჭირდა თავშეკავება. დიდი სურვილი გამიჩნდა ამ კონსტიტუციური უფლების გამოყენების, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც გაღატაკებულ, ალალმართალ ხალხს 400 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს. მათ გაჭირვებულ ცხოვრებას ესღა აკლდა!

 

ერთი თვის განმავლობაში სამართლებრივი გზით შევეცდებით, რომ ვიხსნათ თანამებრძოლები უსამართლო ხარკისგან.

 

გამოვიჩენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და 10 იანვრიდან აუცილებლად შევხვდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

 

მიმდინარეობს კონსულტაციები თანამებრძოლებთან, ვეტერანთა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პატრიოტულ ძალებთან, აზრსაც გავითვალისწინებ და რჩევასაც მივიღებ. ვიფიქრებ კიდევ და შემდეგ მივიღებ სინდისის კარნახით საკუთარ გადაწყვეტილებას.

 

პატივისცემით, თადარიგის გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი”.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...