planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/cx.pngსამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს ვეტერანთა პრობლემებით სპეკულირებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცხვიტავამ გააკეთა. ასოციაციას დაუშვებლად მიაჩნია ვეტერანთა პრობლემებით სპეკულირება ისეთი პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვეტერანების პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ასოციაციის წევრებს შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზად ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანების მიმართ მიდგომის შეცვლა მიაჩნიათ. სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეიქმნას მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ფორმატი, სადაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ვეტერანებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელებენ და ერთიან პოზიციას შეიმუშავებენ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts