Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) მარცხი, “ვარდები”, როი გადავარდები


Recommended Posts

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2011/01/05/article-1344398-0CA833F3000005DC-301_634x378.jpgბლექბერნი 3:1 ლივერპული (ტექსტური მიმოხილვა)

 

მატჩი არცთუ სასიამოვნო ამინდის თანხლებით დაიწყო, ევუდ პარკზე საკმაოდ წვიმდა.

 

თუმცა, იმის თქმა, რომ ამან ფეხბურთელთა თამაშს განსაკუთრებული დაღი დაასვა, მართალი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისშემშლელი ფაქტორი რა თქმა უნდა, იყო.

 

შეხვედრის პირველი შეტევა სტუმრებმა განახორციელეს, თუმცა დასკვნით ნაწილში ტორესმა და ნ’გოგმა ვერ გაუგეს ერთმანეთს და მომენტიც განიავდა.

 

5 წუთში ტორესმა დაარტყა თავით არაზუსტად.

 

ამის შემდეგ თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. მასპინძლებმა სახიფათოდ პირველად მე-16 წუთზე შეუტიეს, როდესაც დანმა დაარტყა, თუმცა ბურთი აცდა რეინას კარს.

 

მე-17 წუთზე ლივერპული აშკარა გოლს გადაურჩა. ახლოდან დარტყმული ბურთი რეინას პირდაპირ ხელებში მიუვიდა და სიტუაციაც განიმუხტა.

 

ათ წუთში სტუმრებმა უპასუხეს “ვარდებს” შეტევითვე, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს, ბურთი სულ მცირედით აცდა ბლექბერნის კარს.

 

მასპინძლებმა საპასუხოდ შეუტიეს, თუმცა ხეირიანს ვერც ისინი გამორჩნენ ვერაფერს. დასახულ მიზანს მათ 32-ე წუთზე მიაღწიეს. სამბას პასით მარტინ ოლსონმა პეპე რეინას შანსი არ დაუტოვა 1:0.

 

ორ წუთში მასპინძლებმა უპირატესობა კინაღამ გაზარდეს, თუმცა როგორც იტყვიან, “კინაღამ” არ ითვლება.

 

საპასუხოდ შეტევას ცდილობდა ლივერპული და უტევდა კიდეც, თუმცა გოლის გატანის შანსი არ ეძლეოდა.

 

38-ე წუთზე კი ლივერპულის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – ბენჯანიმ ანგარიში 2:0 გახადა.

 

ლივერპულმა პირველ ტაიმში ისღა მოახერხა, რომ 45-ე წუთზე ჯერარდის მოწოდებულ კუთხურის დროს, ბურთი შკრტელმა მიიღო, თუმცა ახლო მანძილიდან კარს საკმაოდ ააცილა.

 

პირველ ნახევარში აღსანიშნავი მეტი აღარაფერი მომხდარა და ლივერპული შესვენებაზე იმ ფიქრით გავიდა, თუ როგორ აღმოეფხვრა ორბურთიანი დეფიციტი.

 

მატჩის მეორე ტაიმი როი ჰოჯსონის გუნდმა აქტიურად დაიწყო, რაც მოსალოდნელიც იყო.

 

სტუმრებმა პირველივე წუთიდან შეუტიეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდათ.

50-ე წუთზე ჯერარდმა მახვილი კუთხიდან, ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ბურთი ბლექბერნის კარის ბადეს მხოლოდ გარედან შეეხო.

 

როგორც აღმოჩნდა, ჰოჯსონს არ სურს, აგერის გუნდიდან წასვლა, რადგანაც 51- წუთზე კირგიაკოსის ნაცვლად მინდორზე სწორედ დანიელი ფეხბურთელი შეუშვა. ერთ წუთზე კოულმა დაარტყა კარგად, თუმცა მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა.

 

57-ე წუთზე მასპინძლებმა “გაასამეს”. შკრტელმა და ჯონსონმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ფლანგზე ვერ შეაჩერეს, რომელმაც საჯარიმოში შეაღწია და ბენჯანის უპასა, რომელსაც ახლოდან გატანა არ გასჭირვებია.

 

ამის შემდეგ მოედანზე მაქსი როდრიგესის ნაცვლად დირკ კუიტი გამოჩნდა. აღსანიშნავია, ლივერპულის ქომაგთა ერთიანობა და მხარდაჭერა. მესამე გოლის გაშვების შემდეგ მათ საყვარელ გუნდზე სიმღერა დაიწყეს და მოთამაშეებს ბოლომდე ამხნევებდნენ. უცნაური კია, ლივერპული 3:0 ზე მარცხდება, გულშემატკივრები კი საოცარ ერთსულოვნებას იჩენენ. სტამბულის დაუვიწყარი ფინალი გამახსენდა, თუმცა ღრუბლებიდან ძირს დაშვება სამწუხაროდ, მალევე მომიწია.

 

ლივერპულელები შეტევებს განაგრძობდნენ, თუმცა ხეირიანად ვერ ასრულებდნენ. 73-ე წუთზე მესამეს მსგავსი გოლის გატანასთან ძალზე ახლოს იყვნენ ბლექბერნის ფეხბურთელები, თუმცა ამ შემთხვევაში მერსისაიდელებს გაუმართლათ.

 

ერთ წუთში ლივერპულმა შეტევითვე უპასუხა, რასაც კოულის კარგი დარტყმა მოჰყვა – მეკარემ მოიგერია.

 

78-ე წუთზე ნ’გოგი რაიან ბაბელმა შეცვალა.

 

3 წუთში კი სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი ჩაესახათ.

 

მერსისაიდელთა კაპიტანმა გოლის გატანა შეძლო და სხვაობა ორბურთამდე დაიყვანა. 5 წუთში კი დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა … ასეთებიც ხდება, როდესაც თერთმეტმეტრიანი ჯერარდსაც კი ვეღარ გააქვს.

 

არადა, ანგარიშში სხვაობა რომ მინიმუმამდე შემცირებულიყო, დარჩენილ წუთებში მერსისაიდელები ბოლომდე იბრძოლებდნენ და ვინ იცის, “სტამბულურ სასწაულსაც” გამორჩენოდნენ.

 

არა, კვლავ ღრუბლებში წავედი. დღეს რეალობა სხვაა. სამწუხაროდ, იმ ლივერპულთან შედარება სასაცილოც კია. დღევანდელი უსუსური თამაშისა და წაგების შემდეგ კი რთული წარმოსადგენი არაა, თუ კრიტიკის რა ქარ-ცეცხლი დაატყდება როი ჰოჯსონს თავზე (თითქოს აქამდე აკლდა).

 

თ, ო 63 ს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...