planetanews Posted January 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2011 წინა წლებში ვწერდი ხოლმე წლის შემაჯამებელ პოსტებს და ვიფიქრე, ახლაც გავაკეთებ-მეთქი. მაგრამ გადავიფიქრე, ძალიან მშრალი გამოვიდოდა იმ სტილში რომ დამეწერა, როგორც მაგალითად, შარშან იყო. თუმცა არა, ვახურებ. რომ ვუფიქრდები, საინტერესო წელი მქონდა. 2010-ში გაგრძელდა 2009-ის დროს აკრეფილი სიჩქარე და ძალიან ცოტა მქონდა ამოსასუნთქი დრო. ვილიამი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და სიტყვების თქმა დაიწყო (ყველაზე ხშირად გამოყენებული: “დადე!” და “ჩართე!” რა? “მულტფ!”). ასევე გადასარევად ეხერხება ბოდიარტი და დიდი სიამოვნებით დავდებდი აქ ჩემს ფეხზე განხორციელებული მისი შედევრის გუშინდელ ფოტოს, ბატარეები რომ არ დაჯდომოდა ფოტოაპარატს. წლის მეორე ნახევარში სხეული როგორც იქნა გამოვიდა ორსულობისდროინდელი შოკიდან და ნელ-ნელა თავისი ფორმები დაიბრუნა. ანუ დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ ინკუბატორიდან ისევ ადამიანად ვქცეულიყავი. და არა, არ მჯერა მე იმ სასწაულების, რომ ამბობენ, “გააჩინა და ერთ თვეში ისევ ფორმაში იყო”. Bullshit! მასეთებს კიდევ მკერდიც არ უპატარავდებათ წონის დაკლებისას და ნამცხვრებს ჭამენ და არ სუქდებიან! დაიხოცეთ თავები! ჩემი თვითშეფასებაც და საკუთარ თავში რწმენაც ასევე ნელ-ნელა დამიბრუნდა და მე მათ გაშლილი ხელებით დავხვდი, გულში ჩავიკარი და იმედია აღარსად აღარ გავუშვებ, იმიტომ, რომ მეტჯერ დაორსულებას მე აღარ ვაპირებ და პრინციპში ფეხის მოტეხვაც ნამდვილად არ შედის ჩემს უახლოეს გეგმებში. კარიერული მხრივ ბედნიერება და სიხარული ჩქეფდა, სამაგიეროდ complicated სტატუსი ფეისბუქზე სრულად ვერ ასახავს იმას, რაც ხდებოდა პირადში. ვილიამი, კიბორგა, საბა, როკო, X. – 5 ყველაზე ‘გავლენიანი’ ადამიანი ჩემთვის 2010 წლის მანძილზე, ანუ ადამიანები, რომელთა არსებობამაც ბევრი რამე შეცვალა და განსაზღვრა 2010-ში, ფაქტობრივად თუ ემოციურად. ა კიდევ მარკ ცუკერბერგი! თუ ეგ არ ითვლება… რას ვგეგმავ 2011-ში რამდენჯერაც საახალწლო რეზოლუცია დავწერე, 60% ძლივს შევასრულე, მაგრამ კიდევ ვცდი [არაა დალაგებული რიგითობის მიხედვით]: 1. წლის ბოლოს თვეში ჩემმა შემოსავალმა უნდა მიაღწიოს XTYY+ ლარს. რატომ არ ვწერ რაოდენობას გაშლილად? იმიტომ, რომ ნაწილი იტყვის, ხალხს ნებისმიერი სამსახური ენატრებაო და შენ რა პრეტენზიული ხარო და ნერვები მომეშლება, მეორე ნაწილი კიდევ, ვისაც დასახელებულზე მეტი ხელფასი აქვს და ჰგონია, რომ ეს ხელფასი ავტომატურად აძლევს ტვინის ბურღვის უფლებას – ცოტაა, მეტის ამბიცია უნდა გქონდესო, რაზეც ასევე ნერვები მომეშლება. 2. ბილიარდის თამაში უნდა ვისწავლო კარგად იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, პოტენციალი მაქვს და რატომაც არა? კიდევ ერთი თამაში იქნება, საიდანაც სულ გამარჯვებული გამოვალ. :დ 3. ბოლო 5 კილო ბოლო 5 კილო! 4. ვებრძოლო ორმაგ სტანდარტებს რაც მეპატიება მე, ის ეპატიებათ სხვებს. ყველანაირი გამართლებების და ვაჭრობის გარეშე. 5. მივხედო ბლოგს იმიტომ, რომ მიყვარს. 6. დავიწყო ერთი პროექტი რომელსაც 2 წელია ვგეგმავ და წელსაც თუ არ განვახორციელე, არაფრის ღირსი არ ვიქნები. 7. ვისწავლო დროის სწორი მენეჯმენტი ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში. გილოცავთ <3<4<5 Filed under: Just, რა Tagged: ახალი წელი, ბილიარდი, ბლოგი, დროის მენეჯმენტი, ვილიამი, კარიერა, ორსულობა, რეზოლუცია, წონა, ხელფასი http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1890/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1890/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1890/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1890/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1890/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1890/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1890/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1890&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.