planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ყველაზე ხანდაზმულ აკადემიკოსს, ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს ესტუმრნენ და დამდეგი შობა მიულოცეს. აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი თითქმის 70 წელია მეცნიერებაში მოღვაწეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს თითქმის ყველა სამეცნიერო ხარისხი და წოდება. იგი არის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი. ქალბატონი ნინო ჯავახიშვილი დღემდე აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, ექსპერიმენტული მორფოლოგიის მიმართულებით. არის ალექსანდრე ნათიშვილის ექპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. იგი 275 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორი. სტუმრებმა ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს მადლობა გადაუხადეს ქართულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის. სულხან სისაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება იცნობდეს და აფასებდეს ქართველ ღვაწლმოსილ მეცნიერებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts