planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saakashvili-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხებს შობა და ნათლისღება მიულოცა და წმინდა ,,ეჩმიაძინის” ეკლესიაში ლიტურგიას დაესწრო. პრეზიდენტმა მილოცვის შემდეგ საქართველოს და სომხეთის, როგორც ორი მეზობელი ქვეყნის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთობასა და მეგობრობაზეც ისაუბრა. ,,მე ვაფასებ თქვენი ეპისკოპოსის ვაზგენის საქმიანობას, ჩვენი თანამოქალაქეების სულიერი მხარდაჭერის საქმეში, ასევე ჩვენი ურთიერთობის განვითარების საქმეში. ქართველი სომხები არიან განუყრელი ნაწილი საქართველოს ეროვნული სხეულის და საქართველოს სახელწიფოებრივი განვითარების. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი, რომელიც სომხებმა შეიტანეს საქართველოს ეკონომიკურ, კულტურულ და სულიერ განვითარებაში. უამრავი მათგანი იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავიანთი სისხლით შეიტანეს წვლილი იმაში, რომ საქართველო არსებობს, გადარჩა და ვითარდება”, _ განაცხადა სააკაშვილმა. მეუფე ვაზგენმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მოსვლისა და მილოცვისათვის და ასევე იმ სახელმწიფო პოლიტიკისათვის, რომელიც ქვეყანას ეთნიკურ უმცირესობასთან მიმართებაში აქვს არჩეული. სომხური სამოციქულო წმინდა მართმადიდებლური ეკლესია ორ დღესასწაულს, შობას და ნათლისღებას აღნიშნავს.დღეს დილიდან წმინდა ,,ეჩმიაძინის” ეკლესიაში მრევლი იყო შეკრებილი, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვას მეუფე ვაზგენი აღავლენდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts