Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა მემორიალის ესკიზურ პროექტზე კუნკურსი გამოცხადდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/kultur-150x150.jpgსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

 

კონურსი გორის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლის ადგილას 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზურ პროექტზე გამოცხადდა.

 

მემორიალი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

 

მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანის ხსოვნას, რომელიც 2008 წელს, რუსული საჰაერო იერიშის დროს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა.

 

კონკურსის პირობები:

 

მემორიალის პროექტი სივრცითი კომპოზიციის, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს მოედნის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ ნაგებობებს. საკონკურსო პროექტის ესკიზები გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით; გრაფიკული მასალების შესრულების მანერა თავისუფალია. კონკურსანტის განმარტებით ბარათში მითითებული უნდა იყოს რა მასალაში განხორციელდება მემორიალი.

 

კონკურსში მონაწილეები თავისუფალნი არიან მემორიალური კომპოზიციის განსახორციელებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში, მაგრამ მემორიალის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 300 000 (სამასი ათას) ლარს

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პროფესიონალ მოქანდაკეებს, არქიტექტორებს, მხატვრებს, ჯგუფებს, ხოლო პროექტის წარმოდგენისას მასში ჩართულ არადიპლომირებულ სპეციალისტებსაც.

 

კონკურსი ტარდება ერთ ტურად. იგი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში კონკურსის ორგანიზატორები იღებენ გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლის თაობაზე.

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის დაწესებულია ერთი ფულადი პრემია 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით

 

პრემიის დაბეგვრის თანხას, მოქმედი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებზე გაიცემა:

 

კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკონკურსო მასალები:

მემორიალის განსათავსებელი ტერიტორიის სიტუაციური გეგმა, მასშტაბი 1:500

განაშენიანების ფოტომასალა

 

განმარტებითი ბარათი (არაუმეტეს სამი გვერდისა); განმარტებით ბარათში ჩამოყალიბებული უნდა იყოს პროექტის კონცეფცია და ასევე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა მასალაში განხორციელდება მემორიალი.

 

უცხოეთში მოღვაწე კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ CD ვერსიის სახით.

 

პროექტები 2010 წლის 21 იანვრიდან გამოიფინება და კონკურსში გამარჯვებული პროექტი და ავტორ(ებ)ი, გამოცხადდება 2011 წლის 1 თებერვლამდე.

 

გამარჯვებული პროექტი გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში, ხოლო არაპრემირებული პროექტი, საკონკურსო მასალები უბრუნდებათ ავტორებს კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან მომდევნო 3 დღის განმავლობაში

 

კონკურსში მონაწილეთა საავტორო უფლებები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი მეორედ გამოაცხადა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...