planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/marSutka-150x150.jpgსამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 იანვრიდან 1 ლარიდან 1,5 ლარამდე იზრდება. შესაბამისი განცხადება რუსთავიდან სპორტის სასახლემდე მოძრავ სამარშრუტო ტაქსებში უკვე გამოკრულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა საწვავის გაძვირებას უკავშირდება. რუსთავსა და თბილისს შორის მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობა ამ დრომდე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთი ლარი ღირდა. რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსით, ძირითადად, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მგზავრობენ. გარდა ამისა, დღეს დილიდან მეტროსადგურ “ახმეტელიდან” მუხიანის დასახლებისკენ #144 სამარშუტო ტაქსით მგზავრობა 25 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი გახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საცალო ქსელში საწვავის ფასები არ გაზრდილა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts