planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/nikoo-150x150.jpg“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა, გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ორი ქვეყანა – საქართველო და განა. მისი თქმით, გამოყოფილი თანხის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება. მჭედლიშვილის თქმით, 5 იანვარს ,,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ბორდის სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია. ასევე, ბორდის წევრებს შორისაა ამერიკის ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გაიტნერი. ,,თქვენ იცით, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველო იყო იმ 16 ქვეყანას შორის, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ,,ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში მიიღეს ფინანსური დახმარება. მაშინ საქართველომ, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი მიიღო. ამჯერად ბორდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ფინანსურ დახმარებას საქართველო და განა მიიღებენ. თანხის ოდენობა კი მოგვიანებით დაზუსტდება”, – განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა. მისი თქმით, თანხა, სავარაუდოდ, მოხმარდება ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ,,მე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრის სახელით ამერიკის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის”, – განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის დაახლოებით, 40-50 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის სამართავად აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტს გადაეცემა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს აიღებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts