planetanews Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/euro1-150x150.jpgესტონეთის ელჩმა მოსკოვში სიმუ ტიიკმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესტონეთში მოჭრილ მონეტებზე ესტონეთის არასწორი რუკაა გამოსახული. ელჩის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მონეტის რევერსზე გამოსახული ესტონეთის მოხაზულობა ახლანდელ საზღვრებს შეესაბამება, და არა ომამდელ. “მხატვრობა იმაში გამოიხატება, რომ მილიმეტრი იქით ან იქით შეიძლება იყოს გადაწეული, თუმცა ძველ საზღვარს სულ სხვა მოხაზულობა ჰქონდა”, – აღნიშნა ტიიკმა. დიპლომათის განცხადებით, მსგავსი შეცდომას 2007 წელს ჰქონდა ადგილი, როდესაც მხატვარმა ესტონეთის ევრომონეტების ჩანახატი შექმნა, თუმცა მას მის შეცდომა ანახეს და გამოასწორებინეს. შეგახსენებთ, რომ რუსი უფლებადამცველის სერგეი სერედენკოს განცხადებით, ესტონეთის მიერ მოჭრილ ევრომონეტებზე ესტონეთის რუკაა გამოსახული, რომელიც რუსეთის ტერიტორიის ნაწილს ფარავს.ესტონეთის ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ მონეტებზე ესტონეთის არა რეალური რუკა, არამედ მხატვარ ლემბიტ ლიხმუსის “ესტონეთის საზღვარებზე იდეალური წარმოდგენაა” გამოსახული. “რატომღაც “მხატვრული წარმოდგენა პოლიტიკურად პრობლემურ რეგიონებს შეეხო – პეჩორს და ნარვის მარჯვენა ნაპირს, რომელიც რუსეთს ეკუთვნის”, – აღნიშნა სერდენკომ. თუმცა, არც თავად ესტონეთში არიან კმაყოფილები მონეტების გაფორმებით. სეტუს ხალხის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მონეტებზე არა დემოკრატიული ესტონეთის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრები, არამედ ესტონეთის სსრ ტერიტორიაა გამოსახული. ესტონეთმა ევრო 1 იანვრიდან შემოიღო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts