planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობაში ბრალდებული 9 პიროვნება დააკავეს. დაკავებულები არიან: ილია ზედელაშვილი – კომპანია „ჯეოსთილის” ერთ-ერთი დირექტორი, დავით სპანდერაშვილი- კომპანია „ჯეოსთილის თანამშრომელი, ზვიად ზაკალაშვილი – კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „ინერტმეტალის” და „ჯაბა XX” -ის წარმომადგენელი, თეიმურაზ ხაჩიძე – კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „ინერტმეტალის” და „ჯაბა XX” – ის წარმომადგენელი, ზაზა მანჯგალაძე-კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „თემეტალის” წარმომადგენელი, ბესიკ სარჩიმელია – კომპანია „ჯეოსთილის” კონტრაქტორი ფირმის „თემეტალის” წარმომადგენელი, ალექსანდრე ოშაყმაშვილი – კომპანია „ ჯეოსთილის” კონტარქტორი ფირმების „შერმეტალი”, „სიფმეტალი”, „მეტალიკა”, „მარტმეტალი”, „კონტინენტალი XX” წარმომადგენელი, ალექსანდრე ძირღუაშვილი – მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი – მწონავი, სიმონ წიკლაური – მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი – მწონავი. კომპანიის თანამშრომლები დანაშაულებრივ გარიგებაში იმყოფებოდნენ ჯართის შემომტან კონტრაქტორებთან და ისინი მოწოდებული ნედლეულის (ჯართი) წონას ხელოვნურად ზრდიდნენ, რიგ შემთხვევაში, კი მათ მიერ ხდებოდა ასევე ჯართში წიდის მინარევის დამატება, რა გზითაც ახორციელებდნენ საწარმოდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას. დაკავებულებს წაეყენათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 221-ე მუხლებით, რაც ერთობლიობაში ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts