planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/SaSiaSvili1-150x150.jpgქართველმა ხალხმა სახალხო კრება და კრებასთან დაკავშირებული სწრაფად განვითარებული მოვლენები გადარჩენის გზად აღიქვა. ამის შესახებ, მოძრაობა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახალხო კრების მსახურები პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. “მე ვესაუბრე ეროვნული ფორუმის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას კახა შარტავას და ასევე, “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერს ეკა ბესელიას, რომლებიც მნიშვნელოვანი ფიგურები არიან “სახალხო წარმომადგენლობით კრებაში. ასევე მქონდა საუბარი გოგი ქავთარაძესთანაც და ვაცხადებ, რომ მათ სწორი პოზიცია გააჩნიათ,” – განაცხადა შაშიაშვილმა. კითხვაზე რა არის თემურ შაშიაშვილისთვის “სახალხო წარმომადგენლობითი კრება? მან ასეთი პაუხი გასცა. “კრება არის ჩემთვის განახლებული ეროვნული მოძრაობა. კრებამ უნდა დაასრულოს პოლიტიკური პარპაში და გააერთიანის ყველა,” – აღნიშნა შაშიაშვილმა. შაშიაშვილის თქმით, “სახალხო წარმომადგენლობითი” კრების შეკრება 8-9 იანვარს გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts