Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონტრაბანდულ სიგარეტის და სპირტიანის სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს


Recommended Posts

დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და სპირტიანი სასმელების შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ ხანჩალში მცხოვრები პეტროს ჰარუთინიანი.

 

საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ ჰარუთინიანს, სავარაუდოდ, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით, შემოტანილი ჰქონდა სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რამდენიმე ასეული ბოთლი ასევე უაქციზო მაღალალკოჰოლური და სპირტიანი სასმელები. მთლიანობაში აღნიშნული პროდუქციის საბაზრო ღირებულებამ 10 000 ლარს გადააჭარბა.

 

სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლით, რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...