planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/cocxi-150x150.jpgმთავრობის დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებზეც საგადასახადო შეღავათები დაწესდება. საცვლების, ჯაგრისების და ცოცხების მწარმოებელ ქარხნებს გაუმართლათ, ისინი საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდნენ. ჯერჯერობით, უცნობია შევძლებთ თუ არა საცვლების, ცოცხებისა თუ სხვა პირადი მოხმარების ნივთების უფრო შეღავათიან ფასებში ყიდვას, თუმცა ერთი რამის თქმა შეგვიძლია, შემოსავლის რაოდენობის განსაზღვრის მიუხედავად, სხვადასხვა ნივთების მწარმოებლები ამ კანონის ძალაში შესვლის დღიდან მიკროიბიზნესმენებად ჩაითვლებიან. მცირე ბიზნესმენობის მსურველებს კი ფართო არჩევანი ექნებათ, მათ შეუძლიათ ამ რომელიმე ბიზნესს მოუსინჯონ კბილი. შეღავათი დაწესდება “თავსაბურავების, დანარჩენი ტანსაცმლის და აქსესუარების, ხის სხვადასხვა ნაწარმის, ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების, ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულო საკუთვნობის, ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლის და ინვეტარის, მუსიკალური ინსტრუმენტების, აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის ტუჩის გარმონიკების, სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების, ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება, საყოფაცხოვრებო საქონლის და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისგან დამოუკიდებლად, ფეხსაცმლის და ტყავის ნაწარმის რემონტი, საათებისა და საივულერო ნაწარმის რემონტი, ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება, შინამეურნების გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება”. იმისთვის, რომ პირი გათავისუფლდეს გადასახადისგან და მის საქმიანობას მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭოს, აღნიშნულ საქმიანობებს დაქირავებული მუშა ხელის გარეშე, საცალო წესით უნდა აწარმოებდეს. ამ შემთხვევაში, წელიწადში ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 ათას ლარიანი ზღვარი აღარ იქნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts