planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/P1040239-300x237.jpg“საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე)” დამფუძნებელი ირმა ინაშვილი “თეთრების” ლიდერ თემურ შაშიაშვილს “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” და “ობიექტივის” წინააღმდეგ ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს. ინაშვილის თქმით, “სანამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თემურ შაშიაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები იტივტივებენ, ოპოზიციის ერთიანობა ვერ შედგება”. “ოპოზიციის ერიანობა ვერ გამოვა, თუ თქვენ იმ ჭორ-კამპანიას გააგრძელებთ, რაშიც ჩართული ხართ. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თქვენ პირადად ავრცელებდით ჭორებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს “ობიექტივს” ვანო მერაბიშვილი აფინანსებს. საზოგადოებამ როცა ეს არ დაიჯერა, მორიგი ტყუილი მოიგონეთ და განაცხადეთ, “წინააღმდეგობის მოძრაობას” პაატა შევარდნაძე აფინანსებსო. ასევე მაქვს ფაქტები, რომ ოპოზიციურ სივრცეში განხეთქილება შეიტანეთ და ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძე ხაფანგში შეიტყუეთ. სანამ თქვენ ამ ბინძურ ჭორ-კამპანიას გააგრძელებთ, ოპოზიციის ერთობა ვერ გამოვა”, – განაცხადა ინაშვილმა დღეს “თეთრების” ოფისში გამართულ ღონისძიებაზე. ინაშვილმა შაშიაშვილს ბრალი “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” წევრების შოთა გურჩიძისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ გოგი ქავთარაძის ლანძღვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დასდო. თავის მხრივ, “თეთრების” ლიდერმა ინაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ მას გოგი ქავთარაძისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. “თუ გოგი ქავთარაძე ამბობს, თითქოს პაპუაშვილმა და გურჩიძემ ის გალანძღეს და ამის შესახებ მე მას ვუთხარი, მაშინ ქავთარაძე ტყუის. მე მას მხოლოდ ის ვუთხარი, რომ პაპუაშვილმა და გურჩიძემ სწორად მითხრეს, რომ “სახალხო კრებაში” ბევრი რამაა შესაცვლელი, სათათბიროს როლი უნდა გაიზარდოს და სხვა”, – განაცხადა შაშიაშვილმა. ამასთან, “თეთრების” ლიდერმა “ობიექტივის” დაფინანსებასთან დაკავშირებით ინაშვილის ბრალდებაც უარყო და დღეს, 18:00 საათზე “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში ამ თემებზე საუბრის მზადყოფნა გამოთქვა. პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts