planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/b8fd7553c2433ec6e43d28472f865bca.jpg [/url]3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქციის დროს დაკავებულ პირთა ადვოკატები შს სამინისტროს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. როგორც დღეს ვეტერანთა კავშირის ოფისში გამართულ პრეკონფერეციაზე ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, შს სამინისტროს განცხადება, თითქოს დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. “დაკავებულებს პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმის წაკითხვის საშუალება არ ჰქონიათ. მათ განუმარტეს, რომ ამ ოქმში მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია იყო დაფიქსირებული და მასზე ხელი მოაწერინეს. დაკავებულებს იმ დროს ხელბორკილიც კი არ ჰქონდათ მოხსნილი. ბრალდებები კი მათ პროცესზე კატეგორიულად უარყვეს”,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დაკავებულთაგან ორი ვეტერანი ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა მათი ვინაობა რატომღაც არ კონკრეტდება. “ეს ინფორმაცია სიმართლეს აბსულუტურად არ შეესაბამება, რადგან მათ არც ნარკოლოგიური შემოწმება და არც ტესტი ნასვამობაზე არ ჩასტარებიათ” – აცხადებს ნიკოლაიშვილი. ადვოკატი იმ გარემოებასაც აღნიშნავს, რომ “ვანო მერაბიშვილის უწყებამ დაკავებული პირებისთვის 400 ლარიანი ჯარიმის შეფარდების შესახებ განცხადება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე გააკეთა”. შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს გმირთა მოედანზე ვეტერანთა საპროტესტო აქციის 11 მონაწილე დააკავეს. მოგვიანებით მათ 400-400 ლარიანი ჯარიმების გადახდა დაეკისრათ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, 11 პირიდან უშუალოდ აქციაზე მხოლოდ 3 იქნა დაკავებული, დანარჩენები კი მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts